If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

10-ებით თვლა

სალი ითვლის 10-ებით.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

საინტერესო ამოცანა გვაქვს, ასეთ რამეს გვეუბნება. უნდა დავთვალოთ ათეულებით დაწყებული 40-დან და შევავსოთ ეს ცარიელი ადგილები. დავიწყოთ მაშინ 40-დან დათვლა. 40 არის 4 ათეული. 1 ათეულს თუ დავუმატებთ რას მივიღებთ? მივიღებთ 5 ათეულს, ხომ? ესე იგი, მივიღებთ 50-ს. ახლა ამასაც დავუმატოთ 1 ათეული. რას მივიღებთ? 6 ათეულს, ანუ 60-ს. მერე 70 გვაქვს, ანუ დამატებული 1 ათეული, 7 ათეულია. ახლა 7 ათეული გვაქვს და დავუმატოთ ამას კიდევ 1 ათეული და ასე ვითვლით ათეულებით. დავუმატოთ ახლა 70-ს, ანუ 7 ათეულს კიდევ 1 ათეული, მივიღებთ რას? 8 ათეულს. ანუ, 80-ს. ამას თუ დავუმატებთ კიდევ 10-ს, ანუ 1 ათეულს, მივიღებთ 90-ს. ესეც ასე, დავასრულეთ. მოდით კიდევ მსგავსი გავაკეთოთ. აქ გვეუბნებიან, რომ ისევ დავთვალოთ ათეულებით, ოღონდ 656-დან ვიწყებთ. და უნდა შევავსოთ ცარიელი ადგილები. ესე იგი, ისევ, ყოველ ჯერზე უნდა დავუმატოთ 10, ანუ 1 ათეული. 656 არის 6 ასეული, 5 ათეული, 6 ერთეული. ჩვენ ვუმატებთ მარტო ათეულებს. ანუ, 5 ათეულის მაგივრად მომდევნო გრაფაში, ასე ვთქვათ, რა იქნება? იქნება 6 ათეული. ესე იგი, გვექნება 6, 6 და 6. ზოგს არ მოეწონება ალბათ ეს რიცხვი, მაგრამ რას ვიზამთ ეგრე გამოვიდა. შემდეგ, კიდევ ვუმატებთ ათს. ეს რა იქნება? გვაქვს 6 ათუელი, ახლა 7 ათეული გვექნება იმიტომ, რომ 1-ით ვზრდით, ხომ? ესე იგი, გვაქვს 6 7 6, ანუ 676. ახლა კიდევ 1 ათეული დავუმატოთ, უკვე მიღებულიცაა რიცხვი ეს არის 6 8 6, იმიტომ, რომ 7 ათეული გავზარდეთ 1-ით, ანუ 8 ათეული დაგვრჩა. (კი არა და მივიღეთ) შემდეგ, ამას დამატებული 1 ათეული, რას მოგვცემს? 696-ს, ანუ 8 ათეულიდან 9 ათეულზე გადავალთ. 6 9 6 ახლა ამას დავუმატოთ და საინტერესო რაღაცაზე მივალთ. ამასაც თუ დავუმატებთ 1 ათეულს, 10-ს ხომ ვერ დავწერთ, არა? მაშინ 10-ს თუ ვერ დავწერთ როგორ უნდა მოვიქცეთ? რაღაც ნაცნობი ხომ არ არის შემთხვევით? მოდით, ასეთი რაღაცა ვქნათ. გვაქვს 6 ასეული, 9 ათეული, ეს იგივეა რაც 69 ათეული, ხომ? თუ გვაქვს 69 ათეული და კიდევ 1 ათეულს ვუმატებთ, რა გამოგვივა? გამოგვივა 70 ათეული. ანუ, აქ გვექნება 70 ათეული და 6 ერთეული. ესე იგი, როცა 696-ს ვუმატებთ 1 ათეულს მივიღებთ 706-ს, ანუ 70 ათეულს და 6 ერთეულს. აი, დანარჩენებისთვისაც გავიმეორებ. ეს იგივეა რაც 65 ათეული. ეს არის 66 ათეული. აქ გვაქვს 67 ათეული. 68 ათეული. 69 ათეული და ბოლოს 70 ათეული. ანუ 706, სხვა ნაირად. 706. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ შონიას დახმარებით)