If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:3:37

ვიდეოს აღწერა

ჯეკი წყალქვეშა ნავით ჩავიდა ოკეანის ფსკერისკენ და აღმოაჩინა წყალქვეშა ქალაქი. ქალაქში თურმე მმართველი იყო ზღვის ვარსკვლავი. პირობა ასე გვეუბნება. აქ იყო 59 ცხენთევზაც მაგრამ, მათი რაოდენობა ნაკლები იყო, ზღვის ვარსკვლავების რაოდენობაზე 28-ით. გვეუბნებიან ესე იგი რომ, იყო 28-ით ნაკლები, ზღვის ვარსკვლავების რაოდენობაზე. ზღვის ვარსკვლავები გვაქვს ესე იგი მოცემული და ცხენთევზები. მაგრამ, მარტო ცხენთევზების რაოდენობა ვიცით ზუსტად. რამდენი ზღვის ვარსკვლავი იყო ოკეანის ფსკერზე? არის ესეთი შეკითხვა. მოდით, ჯერ შევხედოთ, მეორე წინადადებას. გვეუბნებიან რომ, ცხენთევზების რაოდენობა 28-ით ნაკლებია, ზღვის ვარსკვლავების რაოდენობაზე. ესე იგი შეგვიძლია ჩავწეროთ, ასეთი რაღაც. ცხენთევზების რაოდენობა, ჯერ არ მიუთითოთ, რა არის ცხენთევზების რაოდენობა. უბრალოდ დავწეროთ სიტყვიერად. არის 28-ით ნაკლები, ზღვის ვარსკვლავების რაოდენობაზე. ესე იგი, ეს ტოლი იქნება რის? ეს ტოლი იქნება ზღვის ვარსკვლავების რაოდენობას... ზღვის ვარსკვლავებზე ნაკლები თუა რა უნდა ვქნათ? უნდა გამოვაკლოთ — მინუს 28. ეს იმიტომ რომ მათი რიცხვი ნაკლები არის, ზღვის ვარსკვლავების რაოდენობაზე 28-ით. არ ვიცით რამდენი ვარსკვლავი გვყავს. უფრო სწორედ არის, მაგრამ ვიცით რომ, მათზე 28-ით ნაკლებია ცხენთევზების რაოდენობა. ვნახოთ პირობა. პირობაში გვეუბნებიან რომ, 59 ცხენთევზაა და ვიცით რომ 28-ით ნაკლები არის, ზღვის ვარსკვლავების რაოდენობაზე. ესე იგი, შეგვიძლია დავწეროთ რომ, გვაქვს რაოდენობა მოცემული, ეს არის 59. ეს არის, ცხენთევზების რაოდენობა. ჩვენ ვეძებთ ზღვის ვარსკვლავების რაოდენობას; ერთადერთი ჩანაწერი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ისევ იგივე არის სიტყვიერი იმიტომ რომ, ჯერ არ ვიცით რას უდრის. მაგრამ ვიცით რომ, ამას გამოკლებული 28 იქნება, ცხენთევზების რაოდენობა. ესე იგი, მინუს 28. კარგი. შეგვიძლია ეს, მეორენაირადაც ჩავწეროთ ეს ჩანაწერი. როგორ ჩავწერთ? 59 უდრის რაღაც უცნობ რაოდენობას მინუს 28. ხომ? გადავწეროთ ხელახლა ცხენთევზების რაოდენობა. ვიცით რომ, ეს არის 59. ამას თუ დავუმატეთ 28, უნდა მივიღოთ რა? უნდა მივიღოთ, ზღვის ვარსკვლავების რაოდენობა. რატომ არის ასე? იმიტომ რომ ვიცით, რომ 59 არის, ცხენთევზების რაოდენობა და მას 28 სჭირდება რომ მიაღწიოს ზღვის ვარსკვლავების რაოდენობას. 59 ცხენთევზა გვყავს და 28-ით ნაკლები არის, ზღვის ვარსკვლავებზე. თუ 59, 28-ით ნაკლებია იქსზე ანუ რაღაც უცნობზე ეს უცნობი 28-ით მეტია, 59-ზე. ამიტომ, 59-ს ვუმატებთ 28-ს. 59 შედგება, ხუთი ათიანისგან და ცხრა ერთიანისგან. 28 ორი ათეულის და რვა ერთეულისგან. მაშინ, მათი შეკრება შეგვიძლია შევასრულოთ. ეს უკვე ვიცით როგორ გაკეთდეს. გავაკეთოთ ჩანაწერი. 59-ს უნდა დავუმატოთ 28. 59-ს ვუმატებთ 28-ს. რატომ? რომ მივიღოთ ზღვის ვარსკვლავების რაოდენობა. კარგი. დავიწყოთ ჯერ ერთეულები შევკრიბოთ, ასე ვთქვათ. ცხრას დავუმატოთ რვა. ცხრას დავუმატოთ რვა რამდენია? ეს უდრის 17-ს. დავწეროთ შვიდიანი, ერთიანი დავწეროთ ათეულების ადგილას. რატომ? იმიტომ რომ, ვერ გავაკეთებთ ჩანაწერს ისე რომ, ერთ თანრიგში იყოს ორი ნიშანი. ამიტომ, შვიდიანი დავწეროთ ერთეულებში, რადგან, 17-ში შვიდი ერთეულია. ხოლო ერთიანი გადავიტანოთ ათეულებთან. ერთს პლიუს ხუთი პლიუს ორი გვექნება, ანუ რვა ათეული. ესე იგი, მივიღეთ, რა? რომ, თურმე ზღვის ვარსკვლავის რაოდენობა, ყოფილა 87. რა დაგვეხმარა პასუხის პოვნაში? დაგვეხმარა, შემდეგი მონაცემი რომ ვიცოდით ცხენთევზების რაოდენობა და ვიცოდით, რომ 28-ით ნაკლები იყო ეს როდენობა ზღვის ვარსკვლავების რაოდენობაზე. სწორედ ეს მონაცემი დაგვეხმარა იმაში რომ გვეპოვა ზღვის ვარსკვლავების რაოდენობა რაც ტოლი ყოფილა 87-ის. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ აბაშიძის დახმარებით)