If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:3:23

ვიდეოს აღწერა

დომინოზე ყველა წერტილების რაოდენობას თუ შევკრებთ, მივიღებთ, რომ 63 წერტილი გვაქვს სულ. ეს არის მოცემული, ამიტომ დათვლა ალბათ აღარაა საჭირო. დავუჯეროთ, რომ 63 წერტილი იქნება. ამას გარდა, გვეუბნებიან ასეთ რაღაცას: ეს არის 42-ით მეტი ექვსგვერდა კამათელზე არსებული წერტილების ჯამზე. თუ ექვსგვერდა კამათელს წარმოვიდგენთ, კამათელი იგივე კუბი არის, დაახლოებით ესეთი ფორმა ექნება. ვთქვათ ამ გვერდზე გვქონდეს ერთი წერტილი, აქ იყოს ორი, ან სამი წერტილი იყოს. აქ იყოს, რამდენი წერტილი, ერთი, ორი; ერთი, ორი, სამი. კარგი, თუ დავითვლით ამ ყველა წერტილს კამათელზე, მაშინ ეს იქნება ექვსგვერდა კამათელზე წერტილების რაოდენობა. დომინოზე კი გვეუბნებიან, რომ 63 წერტილი არის სულ. სულ დომინოზე გვაქვს, აი ამ ფიგურებზე, 63 წერტილი. ასევე გვითხრეს, რომ ეს 63 არის 42-ით მეტი კამათელზე არსებულ წერტილების რაოდენობაზე. მოდით გავარკვიოთ, რამდენი წერტილი არის ექვსგვერდა კამათელზე? ვნახოთ ეს. პირველ რიგში, საკუთარ თავს ყოველთვის უნდა ვკითხოთ, თუ საერთოდ რას გვთხოვენ, რა აინტერესებთ ამოცანაში. ეს მეტი იქნება თუ ნაკლები იმ წერტილებზე, რაც დომინოზე გვაქვს ესეც ჯობია, რომ თავიდანვე გავარკვიოთ და დავრწმუნდეთ ამაში. შეიძლება იფიქროთ, რომ რადგან წერია, 42-ით მეტი ამიტომ წერტილებიც შეიძლება მეტი იყოს, მაგრამ, ყურადღებით უნდა იყოთ და ფრთხილად. უნდა მიაქციოთ პირობას დიდი ყურადღება. როდესაც კითხულობთ ამოცანას, არ იფიქროთ მხოლოდ სიტყვაზე „მეტი“, ყოველთვის უნდა კარგად შინაარსობრივად გაიაზროთ რაზე მეტი და რაზე — ნაკლები. ყოველთვის უნდა დაფიქრდეთ ამოცანა რას გეკითხებათ ზუსტად. ახლა გვეუბნებიან, რომ აქ გვაქვს 63 წერტილი. რაც 42-ით მეტია, ვიდრე წერტილების ჯამი ექვსგვერდიან კამათელზე. სხვაგვარად რომ შევხედოთ, თუ აიღებთ ექვსგვერდა კამათელს და დათვლით წერტილების რაოდენობას, რასაც გვეკითხებიან... მოდით, აქ დავწერ კითხვის ნიშანს, უცნობით აღვნიშნოთ. თუ ავიღებთ ექვსგვერდა კამათელს და დავთვლით მასზე წერტილების ჯამს, 42 წერტილი კიდევ ზედმეტი მოგვრჩება დომინოებზე. ანუ, რომ მივიღოთ იმდენი წერტილი, რამდენიც დომინოზეა, კამათლის წერტილების ჯამს უნდა დავუმატოთ 42. ანუ, დომინოზე არსებული წერტილების რიცხვი 42-ით მეტი არის, ვიდრე კამათელზე არსებული წერტილების რიცხვი. ყოველთვის დაფიქრდით კარგად რას გეკითხებიან. ახლა კი ვნახოთ, გავარკვიოთ, ამოვხსნათ ეს ამოცანა. თუ რაღაც უცნობს დამატებული 42 ტოლი უნდა იყოს 63-ის, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ კითხვის ნიშანი ტოლი იქნება 63-ს გამოკლებული 42. მათემატიკური, ჩვეულებრივი ჩანაწერია და ისედაც ლოგიკური არის. თუ გვეუბნებიან, რომ რაღაც კითხვის ნიშანი არის 63-ზე 42-ით ნაკლები, 63-ს ხომ უნდა გამოვაკლოთ 42 რომ ეს კითხვის ნიშანი მივიღოთ. ესე იგი, 63 ახლა ვნახოთ რა არის. არის ექვსი ათეული და სამი ერთეული. 42 რა არის? 42 არის ოთხი ათეული და ორი ერთეული. გამოვაკლოთ ეს რიცხვები ერთმანეთს და მივიღებთ კამათელზე წერტილების რაოდენობას. გამოვაკლოთ მაშინ, ჯერ ერთეულები: სამს მინუს ორი არის ერთი, მარტივად. ახლა ექვს ათეულს გამოვაკლოთ ოთხი ათეული, ეს არის ორი ათეული. ესე იგი მივიღეთ, რომ თურმე სულ 21 წერტილი ყოფილა ექვსგვერდა კამათელზე. მივიღეთ ჩვენი პასუხი. 21 მართლაც 42-ით ნაკლებია 63-ზე. ესე იგი, ეს არის წერტილების რაოდენობა კამათელზე. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ ლომიშვილის დახმარებით)