If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:2:12

ვიდეოს აღწერა

კალათბურთის თამაშში ჟირაფებმა დააგროვეს პინგვინებზე 13-ით ნაკლები ქულა. ასე გვეუბნება პირობა. პინგვინებმა ვიცით, რომ დააგროვეს 87 ქულა. ესე იგი, პინგვინებს სულ დაუგროვებიათ 87 ქულა. რამდენი ქულა აქვთ ჟირაფებს? ასეთი არის შეკითხვა. სანამ ვეცდებით ამოხსნას, მოდით დავფიქრდეთ ჯერ საერთოდ რას გვეკითხება ამოცანა. ჟირაფებს უფრო მეტი ქულა აქვთ აღებული თუ უფრო ნაკლები? იქნებ პინგვინებს აქვთ მეტი, შევხედოთ. ამოცანა გვეუბნება, რომ ჟირაფებმა 13-ით ნაკლები დააგროვეს. ნაკლები ქულა, ვიდრე პინგვინებმა. ესე იგი, პინგვინებს მეტი დაუგროვებიათ, ჟირაფებს ნაკლები დაუგროვებიათ, უფრო ცოტა ქულა ვიდრე პინგვინებს. მაშინ, რა რიცხვიც არ უნდა ეწეროს აქ, აუცილებლად იქნება 87-ზე ნაკლები. პინგვინებმა დააგროვეს 87 ქულა. რამდენით ნაკლებია ჟირაფების ქულა? ვიცით, რომ არის 13-ით ნაკლები. ესე იგი, ეს რიცხვი, ეს ქულა რაც აიღეს ჟირაფებმა იქნება პინგვინების დაგროვებულ ქულაზე 13-ით ნაკლები. 13-ით ნაკლები რას ნიშნავს? 13-ით ნაკლები ნიშნავს, რომ 87-ს უნდა გამოაკლდეს 13. ანუ იმ მიღებულ ქულას პინგვინების მიერ. მოდი, გავარკვიოთ რა იქნება მაშინ ამოცანის პასუხი. პინგვინებმა დააგროვეს 87 ქულა. ჟირაფებმა როგორც გვეუბნებიან დააგროვეს 13-ით ნაკლები, ამიტომ 87-ს ვაკლებთ 13-ს და მივიღებთ პასუხს. პირველ რიგში, ისევ და ისევ შევხედოთ ერთეულებს. რა იქნება ეს რიცხვი ვნახოთ. ერთეულებში გვაქვს შვიდიანი 87-ში და სამიანი 13-ში. 7-ს მინუს 3 რა არის? არის 4-ის ტოლი. 8-ს მინუს 1? 8-ს მინუს 1 არის 7. ეს ათეულებია, 8 ათეულს მინუს 1 ათეული. ესე იგი, გამოდის რომ პასუხი არის 74, რომელიც მართლაც არის 87-ზე 13-ით ნაკლები. ჟირაფებმა დააგროვეს 13-ით ნაკლები. ზევით არის პინგვინების ქულა 87, ხოლო ჟირაფებს, რადგან 13-ით ნაკლები დააგროვესო გვითხრეს, თურმე დაუგროვებიათ 74 ქულა. ეს მივიღეთ რადგან 87-ს 13 გამოვაკელით. ყველაფერი მგონი ლოგიკურია 74 მართლაც ნაკლები არის 87-ზე 13-ით. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ შონიას დახმარებით)