If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: მეორე კლასი > თემა 2

გაკვეთილი 6: 100-ის ფარგლებში მიმატების და გამოკლების სტრატეგიები

მიმატება და გამოკლება რიცხვითი ღერძების გამოყენებით

სალი არკვევს, თუ რომელი რიცხვითი ღერძი ემთხვევა ორნიშნა რიცხვის შეკრების ან გამოკლების მაგალითს.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

რომელი რიცხვითი ღერძი გვიჩვენებს შემდეგ გამოსახულებას? 46-ს დამატებული 51, მოდით ვნახოთ სამივე ვარიანტი. პირველი, პირველი ვარიანტი არის ასეთი ესე იგი, გვაქვს აქ 46. შემდეგ მარჯვნივ გადავდივართ როგორც აი ეს ისარი გვინიშნებს 50-ით და შემდეგ კიდევ ერთით მარჯვნივ გადავდივართ ანუ უკვე 51-ით. რას ნიშნავს მიმატება? მიმატება ნიშნავს რიცხვით ღერძზე მარჯვნივ გადაადგილებას ხომ? და თუ მე ვუმატებ 46-ს 51-ს ეს ნიშნავს, რომ 46-დან უნდა გადავიდე ჯამში 51-ით მარჯვნივ. ეს მშვენივრად ჰგავს მაგ სიტუაციას, როცა ჯერ 50-ით გადადიხარ და მერე კიდევ 1-ით, ანუ, საბოლოო ჯამში 46-დან გადახვედი მარჯვნივ 50-ით. მაგრამ მოდით დანარჩენებიც ვნახოთ. მეორე ვარიანტი. 46-ს პლუს 5 და პლუს 1. ეს არის 6. ანუ, 46-დან 6-ით მარჯვნივ გადავედით და მოვხვდით 52-ში, მაშინ, აქ უნდა ყოფილიყო 46-ს პლუს 6, მაგრამ 51 წერია, ამიტომ მეორე ვარიანტი არ არის სწორი. მოდით, მესამე ვნახოთ. მესამე არის 5 და 10. ისევ, ცხადია მარჯვნივ მივდივართ, ეგ შენარჩუნებულია, მაგრამ აქ 15-ით მარჯვნივ ვართ გადასული. ჩვენ გვინდა 51-ით, და ეს არის პირველ ვარიანტში. ამიტომ, პირველი ვარიანტი არის სწორი. რომელი რიცხვითი ღერძი გვაჩვენებს შემდეგ გამოსახულებას. 56-ს მინუს 44. მოდით, ვნახოთ. ესე იგი, ვიწყებთ 56-ით, გადავედით მერე 40-ით მარჯვნივ, და მერე კიდევ გადავედით 4-ით მარჯვნივ. აქ გამოკლება წერია. მიმატება და მერჯვნივ გადასვლა არის ერთი და იგივე რამ, თუ მარჯვნივ გადასვლა რიცხვით ღერძზე იგულისხმება. ანუ, მიმატება გულისხმობს რიცხვით ღერძზე მარჯვნივ გადასვლას. და მაშინ, გამოკლება უნდა გულისხმობდეს, პირიქით მარცხნივ გადასვლას. აი, მეორე ვარიანტში გვაქვს 56-დან დაწყება, ანუ ვიწყებთ 56-დან, შემდეგ მოვდივართ 40-ით მარცხნივ და შემდეგ კიდევ 4-ით მარცხნივ. ეს უფრო შეესაბამება აი, ამ მაგალითს. მოდით, მესამეც ვნახოთ. 56-დან დავიწყეთ 4-ით მარცხნივ და ისევ 4-ით მარცხნივ. მოვედით 48-მდე. აქ, 4 და ისევ 4 გამოვაკელით, ანუ სულ ჯამში 8. და აქ გამოვაკელით 40 და 4, ანუ 44, ასე, რომ მეორე ვარინტი არის შესაბამისი აი ამ მაგალითის. მოდით, ერთიც გავაკეთოთ. რომელი რიცხვითი ღერძი გვიჩვენებს შემდეგ გამოსახულებას, 37-ს მინუს 28. ესე იგი, აქ საერთოდ, ა, არა აი, 37. 37-დან ვიწყებთ, ჯერ ვაკლებთ 2-ს და მერე ვაკლებთ 8-ს. ახლა, 28 არის ოცის და რვის ჯამი. აქ გვაქვს 2 და 8, ესე იგი, ეს არ არის სწორი. 2-ით მარცხნივ გადავდივართ და შემდეგ 8-ით, ანუ ჯამში 10 გამოგვიკლია აქ. მარცხნივ კი გადავიდნენ გამოკლების შესაბამისად, მაგრამ მაინც არასწორია. ახლა, დარჩენილი 2-დან პირდაპირ შეგვიძლია, რომ მივხვდეთ რომელია სწორი, რომც არ დავთვალოთ. იმიტომ, რომ ამ ვარიანტში მარცხნივ გადავდივართ, რაც გამოკლების ტოლ ფასია ანუ გამოკლებას შეესაბამება, აქ მარჯვნივ გადავდივართ. მართალია, ორივეგან 28 არის, მაგრამ მარცხნივ გადასვლა გვინდა ჩვენ, იმიტომ, რომ მინუს 28 შეესაბამება რიცხვით ღერძზე მარცხნივ წასვლას. ესე იგი, ეს არის სწორი ვარიანტი. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ შონიას დახმარებით)