If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:4:25

ვიდეოს აღწერა

ქალბატონი ჰენრის კლასში თავიდან იყო 64 ფანქარი. წლის ბოლოს დარჩა 31 ფანქარი. ესე იგი, დარჩა 31 ცალი ფანქარი. რამდენი ფანქარი გამოიყენეს სულ? აი ნახატიც არის მოცემული. თუ დაუკვირდებით საწყისი რაოდენობა ექვსი ათეული და ოთხი ერთეულია. გადავთვალოთ 1, 2, 3, 4, 5 და 6 ათეული. და 1, 2, 3 და 4 ერთეული. ეს არის 64 — წლის დასაწყისი. შემდეგ წლის ბოლოს დარჩა 31 ფანქარი. სამი ათეული და ერთი ერთეული. 1, 2 და 3 ათეული და ერთი ერთეული. რამდენი ფანქარი გამოიყენეს? ეს არის კითხვა. მოდი, დააპაუზეთ და თქვენ თვითონ სცადეთ ამოხსნა. ალბათ სცადეთ უკვე. ახლა კი ერთად გავაკეთოთ. ამოცანის ამოხსნის რამდენიმე გზა არის. ნახატი რომ არ გვქონოდა, ალბათ ამოვხსნიდით ასე. მისის ჰენრის ან ქალბატონ ჰენრის თავიდან ჰქონდა 64 ფანქარი. ამიტომ დავწეროთ 64. შემდეგ რაღაც რაოდენობის ფანქრები გამოიყენეს. ესე იგი, მცირდება რაოდენობა, რადგან გამოიყენეს ხო? ესე იგი, 64-ს უნდა გამოაკლდეს რაღაც რიცხვი. რაღაც რიცხვი, ეს რიცხვი არ ვიცით, ამიტომ ცარიელი ადგილი დავტოვოთ. 64-ს რომ გამოვაკლოთ რაღაც რიცხვი, ანუ რა რაოდენობის ფანქარიც დახარჯეს... მივიღებთ რას? მივიღებთ წლის ბოლოს რამდენი ფანქარიც დარჩათ. რამდენი დარჩათ? მოცემული გვაქვს რომ დარჩათ 31 ფანქარი. ესე იგი, ახლა უნდა გავარკვიოთ რა რიცხვი უნდა იყოს აქ, ამ გამოტოვებულ ადგილას. ვნახოთ, 64-ს გამოკლებული გამოტოვებული რიცხვი უდრის 31-ს. ეს არის იგივე რაც 64-ს გამოკლებული 31 უდრის აი, ამ გამოტოვებულ რიცხვს. რატომ? შეგვიძლია უბრალოდ გადავანაცვლოთ ადგილები. თუ 64-ს რაღაც რიცხვი აკლდება და ვიღებთ 31-ს. ეს რა არის? ეს იგივე არის, რომ 31 და ეს რაღაც რიცხვი შეადგენენ 64-ს. ამიტომ 64-ს თუ გამოვაკელით 31 მივიღებთ ამ უცნობ რიცხვს. აი წარმოიდგინეთ 64 ნივთი. აი ეს ბლოკი ვთქვათ აღნიშნავდეს 64-ს. რიცხვ 64-ს. თუ ეს ბლოკი, ახლა რასაც დავხაზავ, ეს ბლოკი თუ იქნება 31. მაშინ ის გამოტოვებული რიცხვი რაც არ ვიცით ჯერ იქნება აი, ეს დარჩენილი ბლოკი. აი ეხლა რაც დავხაზეთ. ესე იგი, შეგვიძლია კითხვის ნიშანიც დავსვათ პრინციპში. ვიცით, რომ 64-ს გამოკლებული ეს კითხვის ნიშანი იქნება 31-ის ტოლი, ხო? მაშინ პირიქითაც შეგვიძლია. 31-ს დამატებული ეს კითხვის ნიშანი იქნება 64. ან 64-ს გამოკლებული 31 იქნება ზუსტად ეს კითხვის ნიშანი, რაც გვაინტერესებს. კარგი, მოდი ახლა გავარკვიოთ რამდენი არის 64-ს გამოკლებული 31. სადმე დავწეროთ ეს გამოსახულება. ვთქვათ აქ იყოს. 64-ს ვაკლებთ 31-ს. ამით გავიგებთ იმ კითხვის ნიშანს, რაც გვაინტერესებს, ანუ რამდენი დაიხარჯა. ჯერ შევხედოთ ერთეულებს. ოთხ ერთეულს გამოკლებული ერთი ერთეული. რა არის? სამი ერთეული. ექვს ათეულს მინუს სამი ათეული. ეს არის სამი ათეული. ესე იგი, გამოტოვებული რიცხვი ტოლი ყოფილა 33-ის. შეგვიძლია გადავამოწმოთ კიდეც. 64-ს რომ გამოვაკლოთ 31 არის 33. ესე იგი, 33 ფანქარი გამოუყენებიათ. პასუხის გასაგებად შეგვეძლო ფოტოც, უფრო სწორედ, სურათიც გამოგვეყენებინა. აი მაგალითად ასე. ეს არის ის რაოდენობა რითაც დაიწყეს, ხო? ანუ 64. ექვსი ათეული. 1, 2, 3, 4, 5 და 6. და ერთეულები — 1, 2, 3 და 4. ესე იგი ჯამში 64. ბოლოს ჰქონდათ 31. რამდენი ათეული უნდა გამოვიყენოთ, რომ მივიდეთ საწყისიდან საბოლოო მდგომარეობამდე? ბოლოს მარტო სამი ათეული გვაქვს, ხო? ესე იგი, თუ ექვსი ათეულით დავიწყეთ მაშინ გამოვიყენეთ 1, 2 და 3 ათეული. სამი ათეული გამოვიყენეთ და მივედით სამ ათეულამდე, რაც დაგვრჩა. ახლა გავიგოთ რამდენი ერთეული გამოვიყენეთ. ერთი ერთეული დაგვრჩა, ოთხი ერთეული გვაქვს. ესე იგი, გამოვიყენეთ სამი ერთეული და ერთი ერთეული დაგვრჩა. თუ ამ სამ ათეულს და ამ სამ ერთეულს გამოვაკლებთ საწყის რაოდენობას. დაგვრჩება ის ფანქრების რაოდენობა რაც მართლაც გვქონდა წლის ბოლოს, რაც დაგვრჩა. ესე იგი, გამოვიყენეთ სამი ათეული და სამი ერთეული ფანქარი. რამდენი იქნება ეს სულ? სამ ათეულს დამატებული  სამი ათეული რას უდრის? უდრის 33-ს. ესე იგი, პასუხი არის 33. (სუბტიტრები შექმნილია ქრისტინე დოხნაძის დახმარებით)