If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: მეორე კლასი > თემა 2

გაკვეთილი 9: ამოცანები ასის ფარგლებში

ამოცანები შეკრებაზე: ცხენები

სალი ამოხსნის ამოცანას შეკრებაზე, რომელიც ეხება 100-ზე ნაკლებ რიცხვებს.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ფერმერს ჰყავს ცხენი ჰეიზელი და პონი პოლი, რომელთაც უშენებს ღობეს. ამისთვის ამ ფერმერმა გამოიყენა ღობის ბოძები. 26 ღობის ბოძი გამოიყენა ცხენისთვის, ანუ ჰეიზელისთვის. ესე იგი, ჰეიზელისთვის გამოიყენა 26 ბოძი, ხოლო 19 ბოძი, ღობის ბოძი, გამოიყენა პოლისთვის. კითხვა არის ასეთი, სულ რამდენი ღობის ბოძი დასჭირდა ფერმერს. შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო და თქვენით სცადოთ ამოხსნა. კარგით, დავუშვებ, რომ უკვე გააკეთეთ და ახლა ერთად გავაკეთოთ. ერთად მოვიფიქროთ ამოცანის ამოხსნა. რადგან ასეთ ამოცანასთან გვაქვს საქმე, მოდით ჯერ დავფიქრდეთ რას გვეკითხება თვითონ ამოცანა. გვეუბნებიან, რომ ფერმერი აშენებს ღობეებს ორი სხვა და სხვა ცხენისთვის, უფრო სწორედ, ცხენი და პონისთვის, ჰეიზელისთვის და პოლისთვის. აი, სურათებიც არის, მართლა ერთმანეთს ძალიან გვანან, მაგრამ არა უშავს. დასჭირდა ამ ფერმერს 26 ღობის ბოძი ცხენისთვის, ანუ ჰეიზელისთვის. ეს არის 26, ვენდოთ რომ 26-ია, ნუ დავთვლით მოდით. ესე იგი, ჰეიზელისთვის გამოიყენა 26 ცალი ღობის ბოძი. შემდეგ, პონისთვის, ალბათ რადგან პონი უფრო პატარა არის, ანუ პოლისთვის, მას დასჭირდა მხოლოდ 19 ბოძი, 19 ცალი ღობის ბოძი. გვეკითხებიან, სულ რამდენი ღობის ბოძი გამოიყენა ფერმერმა? ანუ, სულ რა არის რაოდენობა ღობის ბოძების, ჯამში, ამიტომ, ეს რიცხვები უნდა შევკრიბოთ თუ გამოვაკლოთ? გვაინტერესებს სულ რამდენია. რადგან გვეკითხებიან სულ რამდენი არის, ესე იგი, უნდა შევკრიბოთ ეს რიცხვები. ჰეიზელის ღობის და პაულის ღობის ბოძების რაოდენობა არის შესაკრები, რათა გავიგოთ სრული რაოდენობა. ანუ, უნდა შევკრიბოთ 26 და 19. აი, ეს 26 შემოვხაზოთ რამე სხვა ფერით, ყავისფერი იყოს მაგალითად. ესე იგი, ეს არის 26 ბოძი, რომელიც გამოიყენა ჰეიზელისთვის, და ამას ვუმატებთ იმ 19 ბოძს, რომელიც გამოიყენა პოლისთვის. კარგით, ესე იგი, 26 ღობის ბოძი გვაქვს ჰეიზელისთვის და 19 პოლისთვის, რომელსაც, რომელიც არის პონი. კარგით, ამას ვუმატებთ ერთმანეთს. რომ გავიგოთ სულ რამდენი ბოძი გამოიყენა, ესე იგი, ვკრებთ ამ 2 რაოდენობას. კარგით, შევკრიბოთ. ჯერ შევკრიბოთ ერთეულები. 6 ერთეულს უნდა დავუმატოთ 9 ერთეული. 6 ერთეულს რომ დავუმატოთ 9 ერთეული, ეს იქნება 15. მაგრამ 15 არ შეგვიძლია ჩავწეროთ ერთეულებში, მხოლოდ 1 ციფრი უნდა ჩავწეროთ, ხომ? იმიტომ, რომ ერთეულებში ცხადია, ყველა ადგილას 1 ციფრი იწერება. ამიტომ დავწეროთ 5 ერთეული და 1 დავტოვოთ ათეულებში, იმიტომ, რომ 15 არის 5 ერთეული და 1 ათეული. შესაბამისად შეგვიძლია ეს 10 ცალი ერთეული 1 ათეულად გადავწეროთ და გადავიტანოთ ათეულებში. მაშინ, 6-ს დამატებული 9 იქნება ხუთიანი ერთეულებში და ერთიანი დაემატება ათეულებს. როგორც წესი. ესე იგი, 1 ათეულს დამატებული 2 ათეული და დამატებული 1 ათეული, გვექნება. 1-ს პლუს 2-ს პლუს 1 არის 4. ესე იგი, გვაქვს 45. ესე იგი, სულ რამდენი ბოძი გამოუყენებია ფერმერს? გამოუყენებია 45 ბოძი. შეიძლება ზოგმა თქვენგანმა სცადა და გამოაკლო 26-ს 19. ეს სწორი მოქმედება იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ გვკითხავდნენ რამდენი ბოძით მეტი გამოიყენა ჰეიზელისთვის ფერმერმა, ვიდრე პოლისთვის. ამ შემთხვევაში 26-სთვის საჭირო იქნებოდა გამოკლება 19-ის. მივიღებდით სწორ პასუხს, მაგრამ ჩვენთვის ეს არ უკითხავთ. ჩვენ გვკითხეს ჯამში რამდენი გამოიყენა ჰეიზელისთვისაც და პოლისთვისაც. ან შეეძლოთ ეკითხათ რამდენით ნაკლები გამოიყენა პოლისთვის. მაშინ ისევ გამოკლება იქნებოდა სწორი, მაგრამ ჩვენ გვკითხეს სულ რამდენი გამოიყენა ამოტომ შევკრიბეთ რიცხვები. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ შონიას დახმარებით)