If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

რას ნიშნავს თანრიგი ათეულების დამატებისას

სალი შეკრებს 23 + 30 თანრიგის გათვალისწინებით.

ვიდეოს აღწერა

რიცხვში 23, ათეულების ადგილას გვაქვს ორიანი. ეს რას გვეუბნება? ეს გვეუბნება იმას, რომ 23-ში შედის 2 ათეული. აი, ერთი ათეული, ეს არის პირველი ათეული. ესეც მეორე. დავწეროთ, ეს 1 ათი, ესეც მეორე 10, ანუ ათეული. ესე იგი, ეს ორიანი ნიშნავს 2 ათიანს. აი, ერთი ათიანი და მეორე ათიანი. კარგით, სამიანი გვეუბნება, რომ სამიანი ნახეთ, ერთეულების ადგილას არის და სამიანი გულისხმობს თუ რამდენი ერთეული არის. აქ გვაქვს 3 კვადრატი ესე იგი, 3 ერთეულია 23-ში. გვაქვს 3 ერთეული ორ ათეულთან ერთად. ორი ათეული არის იგივე რაც 20. 3 ერთეული არის იგივე რაც 3. ესე იგი, ესენი ერთად გვაძლევენ 23-ს. კარგით, მოდით გავაკეთოთ ჩანაწერი. ჩავწეროთ 23. 23 უდრის 2 ათეულს (23 უდრის 2 ათეულს) დამატებული 3 ერთეული. ორ ათეულს დამატებული 3 ერთეული, როგორც უკვე ვნახეთ. კარგით, რა მოხდება თუ ახლა 20-ს დავუმატებ 23-ს? ან, ან უფრო საინტერესო, რომ იყოს ვთქვათ, ვთქვათ 23-ს, ვთქვათ 23-ს დავუმატოთ არა 20, არამედ 30. ვთქვათ, 23-ს დავუმატოთ 30. რას მივიღებთ თუ 23-ს დავუმატებთ 30-ს? ანუ სამიანს და ნულიანს. ოღონდ ეს ჩანაწერი არის სამიანი და ნულიანი. ნიშნავს 30-ს. რისი ტოლი იქნება ეს? კარგით, დავიწყეთ 23-ით, რომელიც აქ წარმოდგენილი გვაქვს და ვაპირებ დავამატო 30 30-ს აქვს სამიანი, ათეულების ადგილას, რაც ნიშნავს, რომ 3 ათეულს ვუმატებთ, და ნულიანი ერთეულების ადგილას, რაც ნიშნავს, რომ ვუმატებთ 0 ერთეულს. კარგით, მოდით ჯერ დავუმატოთ 3 ათეული. ეს იქნება პირველი ათეული, დამატებითი. შემდეგ დავუმატოთ კიდევ ერთი ათეული, ეს მეორე. და ერთი ათეულიც დარჩა. 3 ათეული უნდა დავუმატოთ, შეგახსენებთ. ესეც მესამე ათეული. კარგით, დავამატე 1, 2 და ესეც მესამე, სამი ათეული. ახლა, თუ დავუმატეთ 3 ათეული, მოდით გადავთვალოთ რამდენი ათეული მივიღეთ? ესე იგი, გვექნება 1, 2, 3, 4 და 5. 5 ათეული. ახლა ყურადღება მიაქციეთ, ორ ათეულს დამატებული 3 ათეული გვაძლევს 5 ათეულს. ქვემოთაც, ათეულებს თუ დავაკვირდებით, 5 ათეული გვაქვს. კარგით, რამდენი ერთეული გვაქვს? ერთეული, ის სამი ერთეული ისევ დაგვრჩა. შევხედოთ, სამიანი. და სამს დამატებული 0 ერთეული ნიშნავს, რომ გვექნება ისევ 3 ერთეული. ყველაფერი ლოგიკურია. კარგით, ესე იგი, რისი ტოლი გამოდის მაშინ 23-ს დამატებული 30? მოდით გადმოვწეროთ. 23-ს, ორიანი და სამიანი, ორი ათეული და სამი ერთეული, 23-ს დამატებული 30. ანუ 3 ათეული და 0 ერთეული. რისი ტოლი იქნება ეს? 5 ათეული პირდაპირ შეგვიძლია დავწეროთ და ეს 50-ს აღნიშნავს. ხოლო, ერთეულების ადგილას, როგორც ვთქვით, კიდევ გვაქვს 3 ერთეული, ამიტომ დავწერთ სამიანს. ან მოდით სხვა ფერით ჯობია. დავწეროთ სამიანი. ესე იგი ხუთიანი და სამიანი, 3 ერთეული. გამოდის, რომ 23-ს დამატებული 30 უდრის 53-ს. ანუ 2 ათეულს დამატებული 3 ათეული გვაძლევს 5 ათეულს, ხოლო 3 ერთეულს დამატებული 0 ერთეული მოგვცემს 3 ერთეულს. მივიღეთ 53. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ შონიას დახმარებით)