If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

რას ნიშნავს თანრიგი ერთეულების დამატებისას

სალი შეკრებს 37 + 2 თანრიგის გათვალისწინებით.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოდით, მოვიფიქროთ, როგორ შეიძლება რიცხვი 37-ის ჩაწერა? როგორ შეიძლება განსხვავებული გზით წარმოვაჩინოთ რიცხვი 37? სამიანი 37-ში გვეუბნება, რომ გვაქვს 3 ცალი ათეული იმიტომ, რომ 3-იანი არის ათეულების ადგილას. და ამბობს, რომ 3 ათეულია 37-ში. აქ, ქვემოთ გვაქვს 3 ცალი ათეული. ეს არის პირველი ათეული. ეს მეორე ათეული. ესეც მესამე ათეული. სამი ათეული ანუ 30. თითოეულს ათეულში არის 10 კვადრატი. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 და 10. 10 კვადრატი. შვიდიანი დგას ერთეულების ადგილას, რაც იმას ნიშნავს, რომ 37-ში შედის 7 ცალი ერთეული. 1, 2, 3, 4, 5, 6 და 7. 7 ერთეული. ესე იგი, შეგვიძლია ვთქვათ, შეგვიძლია ასეთი რაღაც ვთქვათ, რომ 37, რიცხვი 37 არის იგივე რაც 3 ათეულს, 3 ცალ ათიანს, როგორც გნებავთ ისე წარმოიდგინეთ, 3 ათეულს დამატებული 7 ერთეული. 3 ათეულს მივუმატოთ 7 ერთეული. ეს არის იგივე რაც 37. ძალიან კარგი. ვთქვათ, ახლა გვინდა, რომ 37-ს რამე რიცხვი მივუმატოთ. რისი ტოლი იქნება 37-ს, 37-ს დამატებული, ახლა მოვიფიქროთ რამე რიცხვი. 37-ს დამატებული მაგალითად, მაგალითად იყოს 2. 37-ს დამატებული 2. რამდენი ათეული გვექნება და რამდენი ერთეული? მოდით დავთვალოთ. ჯერ მივუმატოთ 2. ესე იგი, ვუმატებთ 2 ერთეულს, ხომ? 2 ერთეულს თუ მივამატებთ, ეს იქნება 1 და ორი. ესე იგი, გვექნება ისევ 3 ათეული, ისევ გვაქვს 3 ათეული, ესე იგი, უნდა დავწეროთ სამიანი დასაწყისში, ანუ რა რიცხვსაც მივიღებთ. მაგრამ სხვა რაოდენობის ერთეულებია, აი გადავთვალოთ. არის 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 და 9. ახლა გვაქვს 9 ერთეული. ესე იგი, ასე შეგვიძლია შევხედოთ, 7 ერთეულს რომ მივუმატოთ 2 ერთეული უდრის 9 ერთეულს. მოდით გავაკეთოთ აქ ასეთი ჩანაწერი მაშინ. ეს იქნება დამატებული 9 ერთეული. ან კიდევ სხვა გვარად თუ შევხედავთ, მაშინ 37-ს, 37-ს, რიცხვ 37-ს, დავწეროთ 3 ათეული და 7 ერთეული. ამას დამატებული 2 ერთეული უდრის, ისე 30 იგივე დარჩება, ანუ 3 ათეული გვექნება ამიტომ სამიანს დავწერთ, მაგრამ ერთეულები შეიცვლება და დავწერთ 9-ს. ანუ 39-ს. მართლაც, სურათზეც ზუსტად ასეა. თუ გადავთვლით, გვაქვს ისევ იგივე 30 და 9 ერთეული. ანუ გვაქვს 39 კვადრატი. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ შონიას დახმარებით)