If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

რიცხვთა ბადე

სალი გადის რიცხვებს 0–დან 100-მდე და გვაჩვენებს საინტერესო კანონზომიერებებს. შემქმნელია სალ ხანი და არშია ვაჰაბზადე.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ამ ვიდეოში ჩვენი მიზანი არის, ჩამოვწეროთ რიცხვები ნულიდან 100-მდე თანმიმდევრულად. მაგრამ ამისთვის გამოვიყენებთ გარკვეულ ხერხს, რომელიც საკმაოდ საინტერესოა არის იმით, რომ დაგვანახებს კანონზომიერებას თვითონ ამ რიცხვებში და ეს მალე გამოჩნდება დავიწყოთ ნულით. 0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 და 9. ვიცით, შემდეგი რიცხვი არის 10, მაგრამ ნუ დავწერთ. ამის მაგივრად გავაკეთოთ ასეთი რაღაც. დავაკოპიროთ თვითონ აი ეს რიგი. ანუ, გავაკეთოთ ასლი და გამოვიყენოთ ხელახლა მომდევნო რიგისთვის. ახლა როგორ გამოვიყენებთ ამას. საერთოდ რა მიიღება ამ რიგის დაწერით? მოდი ასე შევხედოთ: 10 არის შემდეგი რიცხვი, მაგრამ ეს იგივეა რაც 1 რომელსაც მოსდევს 0. ამიტომ დავწეროთ 1 და შემდეგ 0. ახლა რა არის შემდეგი რიცხვი? 11. ანუ, 1 რომელსაც მოსდევს 1. 12, ეს არის არის 1 რომელსაც მოსდევს 2. და ასე შემდეგ გავყვეთ: 13, 14, 15, 16, 17, 18 და 19. მარტივია საკმაოდ. რიცხვების ეს რიგი, არის 10-დან 19-ის ჩათვლით. ეს რიგი გამოიყურებოდა ზუსტად ისე, როგორც ზედა რიგი. ოღონდ განსხვავება ისაა, რომ დავუმატეთ ერთიანები. ეს იისფერი ან იასამნისფერი ერთიანები სინამდვილეში ასე შეგვიძლია აღვიქვათ ისინი წარმოადგენს 10-ს. ანუ, ჩვენ აქ გვიწერია 1 და გულისხმობს 10-ს პლუს 0. ეს გულისხმობს 10-ს პლუს 1, ანუ, 11. ეს გულისხმობს 10-ს პლუს 2, ანუ, 12. და ასე შემდეგ. საინტერესოა გაგრძელდება თუ არა ასეთი კანონზომიერება უფრო დიდ რიცხვებშიც. ამიტომ, ავიღოთ რიცხვების შემდეგი რიგი. ისევ დავაკოპიროთ ზედა რიგი. ეხლა ვართ 20 - ებში უკვე. და რა მოდის 19-ის მერე? ვიცით, რომ 19-ის მერე მოდის 20. ამიტომ დავწეროთ 2 ნულთან და გვექნება 20. შემდეგ იქნება 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28 და 29. მე მგონი უკვე გასაგებია როგორ კანონზომიერებას ვიყენებთ. შემდეგი რიგისთვის რა უნდა გავაკეთოთ? ავიღოთ ისევ პირველის კოპიო და მივყვეთ. ახლა ვართ 30-ებში. ანუ, დავწერთ 3-ს. 30-ს პლუს ნული, 30-ს პლუს ერთი, 30-ს პლუს ორი და ასე შემდეგ. 33, 34, 35, 36, 37, 38, და 30-ს პლუს ცხრა, ანუ, 39. მემგონი კანონზომიერება უკვე გასაგებია. მარჯვენა რიცხვი ყოველთვის იზრდება. მივყვებით: 0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9. ხოლო რაც შეეხება მარცხენა რიცხვს, ის რჩება მუდმივი რიგში. თუ ვართ 10-სა და 19-ს შორის, მაშინ არის ერთი. 20-სა და 29-ს შორის არის ორი. 30-სა და 39-ს შორის იქნება სამი. მაშინ როგორ განვავრცოთ ეს ყველაფერი ისე, რომ 99-მდე შევავსოთ ოღონდ სწრაფად? მოვიქცეთ ასე: გავაკეთოთ ისევ კოპიო და ჩამოვწეროთ ყველა რიგი. მართალი ჯერ შევსებული არ იქნება, მაგრამ ამას არაუშავს. ეს არის 50-ები უკვე. 40-ები გავაკეთეთ ეს 60-ებია. შემდეგი იქნება 70-ები. ეს არის 80-ები და დაგვრჩა ერთიც. ესეც 90-ები. ამ რიგზე ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ვართ 40-ებში. ესე იგი წინ უნდა მივუწეროთ ოთხი. და გვექნება 40. შემდეგი რიგი არის 50-ები. ამისთვის ხუთი უნდა დავწეროთ წინ. შემდეგი რიგია 60-ები. შესაბამისად წინ ექვსიანს დავწერთ. შემდეგ მოდის 70-ები, ამიტომ შვიდი. ამის შემდეგი არის 80-ები, ამიტომ რვა. და დაგვრჩა კიდევ ერთი. სავარაუდოდ ფერს ვცვლით. და ეს არის ცხრა. ანუ, 90. ძალიან კარგი. ეხლა რა იქნება, თუ ავიღებ ამ სვეტს და გადავაკოპირებ დანარჩენ ადგილას. როგორც ვთქვით, ეს რიცხვები არ შეიცვლება რიგში. შესაბამისად, ამის გაკეთება შეგვიძლია. მაშინ მომდევნო იქნება 41, 51, 61, 71, 81, 91. იგივენაირად იქნება 42, და ასე შემდეგ, 92-ის ჩათვლით. ესე იგი, მე თავისუფლად შემიძლია გავაკეთო ასე. ყოველთვის შემიძლია დავაკოპირო ეს სვეტი, რადგან ვიცი რომ მუდმივი იქნება და სწრაფად შევავსებ ცხრილს. აი, მაგალითად, აქაც გვაქვს 44, 54, 64 და ასე შემდეგ, 94-ის ჩათვლით. მოკლედ ამ ლოგიკით ვავსებთ დანარჩენ სვეტებს, რადგან ვიცით, რომ ეს რიცხვები არ იცვლება რიგის მიხედვით. შესაბამისად, თითოეულ რიგში ვაკოპირებთ. ცოტაღა დაგვრჩა და ბოლომდე შევავსებთ. რაც გვინდოდა გვინდოდა მივაღწევთ იმას. და ესეც ბოლო. 49, 59 და ასე შემდეგ, 99-ის ჩათვლით. ნუ ძალიან კარგი. რადგან გვინდოდა რომ 100-ის ჩათვლით ყოფილიყო, მაშინ 100-იც დავწეროთ. ოღონდ არ უნდა შეგვეშალოს. უნდა დავიცვათ კანონზომიერება რითაც დავიწყეთ. 100-ის ადგილი იქნება აქ. რატო იქნება აქ 100-ის ადგილი? ეს იმიტომ, რომ ჩვენ, თუ გახსოვთ, დავიწყეთ ასეთი ლოგიკით: ზევიდან -- 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9. ამიტომ ეს იქნება 10. 10 რომელსაც მოსდევს ნული. ან ერთი რომელსაც ორი ნული მოსდევს. საკმაოდ საინტერესო არის. (სუბტიტრები შექმნილია ლუკა ბარამიძის დახმარებით)