If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:2:37

ვიდეოს აღწერა

დაალაგეთ მონაკვეთები ზრდადობის მიხედვით. ზემოთ მოათავსეთ ყველაზე მოკლე მონაკვეთი. როგორც ხედავთ, სამი მონაკვეთი გვაქვს, თითოეულს შეგვიძლია მოვკიდოთ ხელი და გადავიტანოთ ზემოთ ან ქვემოთ. და რადგან გვთხოვენ რომ დავალაგოთ ზრდადობის მიხედვით, ანუ, ზემოთ იყოს ყველაზე მოკლე და შემდეგ იზრდებოდეს, ესე იგი აი ეს ყველაზე მოკლე, სულ ქვემოთ რომ არის, უნდა დავიჭიროთ და ავწიოთ ზემოთ. ეს იქნება პირველი. შემდეგ, უნდა მოდიოდეს ამაზე უფრო დიდი და შემდეგ კიდე უფრო დიდი. თუ დავუკვირდებით, მეორე კი არის პირველზე უფრო დიდი, მაგრამ მესამე არის მეორეზე პატარა. და ჩვენ გვინდა რომ სულ იზრდებოდეს ეს მონაკვეთები რაც უფრო ქვემოთ მივდივართ. ამიტომ, ამ ორსაც უნდა გავუცვალოთ ადგილი. ანუ, საშუალო ზომის უნდა მოვაქციოთ ამათ შორის. და ახლა გამოდის რომ გვაქვს მოკლე, საშუალო და ბოლოს გრძელი. ანუ ზრდადობის მიხედვით დავალაგეთ. ვნახოთ. სწორია. შემდეგი. განალაგეთ წიწილები ზომაში ზრდის მიხედვით. მარცხნივ მოათავსეთ ყველაზე პატარა წიწილა. ესე იგი, ისევ დაახლოებით იგივე სავარჯიშოა, უბრალოდ ახლა მარცხნივ ვათავსებთ ყველაზე პატარას, შემდეგ უფრო დიდს, და შემდეგ კიდევ უფრო დიდს. მარცხნივ, როგორც ხედავთ, არის მართლაც ყველაზე პატარა წიწილა. მაგრამ შემდეგ მოდის ყველაზე დიდი წიწილა და შემდეგ საშუალო ზომის და ჩვენ ეგრე არ გვაწყობს. ამიტომ ავდგეთ და საშუალო ზომის წიწილა ჩავსვათ შუაში. და ახლა იქნება ზრდადობის მიხედვით დალაგებული. პატარა, საშუალო და ბოლოს დიდი. ვნახოთ. ესეც სწორია. დაალაგეთ მონაკვეთები ზრდადობის მიხედვით. ზემოთ მოათავსეთ ყველაზე მოკლე მონაკვეთი. ეს უკვე გავაკეთეთ და მარტივი არის. ზემოთ არის ყველაზე მოკლე. შემდეგ უნდა იყოს საშუალო, ... ასე და ბოლოს გრძელი. ესეც ასე. განალაგეთ ზვიგენები ზომაში კლების მიხედვით. ზემოთ მოათავსეთ ყველაზე დიდი ზვიგენი. ყველაზე დიდი არის ეს, ამიტომ მოვკიდოთ ხელი, მოვათავსოთ ზემოთ. და დანარჩენი ორი უკვე სწორადაა. ყველაზე დიდი, შემდეგ საშუალო და შემდეგ ყველაზე პატარა. და აბა ესეც ვნახოთ. დაალაგეთ მონაკვეთები ყველაზე გრძელიდან ყველაზე მოკლემდე. მარცხნივ მოათავსეთ ყველაზე გრძელი მონაკვეთი. ესე იგი ყველაზე გრძელია ეს მონაკვეთი, ამიტომ მოვკიდოთ ხელი და მოვათავსოთ მარცხნივ. და შემდეგ, რადგან გვეუბნებიან რომ ნელ-ნელა უნდა იკლებდეს, ჯერ მოვათავსოთ საშუალო ზომის და შემდეგ პატარა. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ ლომიშვილის დახმარებით)