If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

სიგრძის გაზომვა: ოქროს ქანდაკება

გაზომეთ ერთისა და იმავე სიგრძის ნაწილები, რომელიც სიცარიელის ან კვეთის გარეშე ქმნის საგანს. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

- გამარჯობა, თქვენო უდიდებულესობავ, რით შემიძლია დაგეხმაროთ? - იცით, რა არის, ერთი პრობლემა მაქვს, მამაჩემმა მიბრძანა, რომ ოქროს ქანდაკება უნდა შევქმნა. და კონკრეტული ზომები უნდა ჰქონდეს და არ ვიცი, ეს ზომები როგორ გამოვთვალო, იქნებ, მომეხმარო. -კი, ბატონო. რა ზომები გჭირდებათ, მითხარით და გავარკვევთ. - ესეთი წესი გვაქვს ჩვენს სამეფოში, ტრადიციასავით არის, რომ ნივთები უნდა გავზომოთ უცნაური ცისფერი ოთხკუთხედებით. - დიახ, ვიცი ამ წესის შესახებ, მეც ვზომავ ხოლმე უცნაური ცისფერი ოთხკუთხედებით ნივთებს. -ძალიან კარგი, და ამ კანონის მიხედვით ოქროს ქანდაკება ჩვენს სამეფოში ზუსტად ოთხი ცისფერი ოთხკუთხედი ზომის სიმაღლის უნდა იყოს. არც მეტი და არც ნაკლები, ესე მირჩიეს. - კარგი, საინტერესო კანონია და პრობლემა რა არის? - არ ვარ დარწმუნებული, რომ მართლა ოთხი კვადრატის სიმაღლისაა და როგორ ვქნა? - დამშვიდდით, მოდი, მე მგონი შევძლებთ ამის გაზომვას. მე მაქვს საკმაო ცისფერი ოთხკუთხედები, თან უცნაურები. დავაწყოთ აქ ქანდაკების გვერდზე და ვნახავთ არის თუ არა საჭირო სიმაღლის. - ძალიან კარგი იქნება, იქნებ, ვქნათ. - კი ბატონო, ოღონდ მაშინ ეს თქვენ უნდა გააკეთოთ, სამართლიანი იქნება. მე მოგაწოდებთ და თქვენ დაიწყეთ. - კარგი, ეს ერთი, ეს მეორე, ესეც მესამე, არ არის, მე მგონი არ არის, ახლა ხელახლა რა გააკეთებს ამას! რა ცოტა დამაკლდა, რა ვქნა ახლა? - იცით, მე მგონი, რაღაც შეცდომა არის, არ არის ჯერ პანიკის დრო. რომ ვუყურებ, ძალიან კარგი ნამუშევარია, ნამდვილად, და საოცარია, რომ ჰაერში ლივლივებს ეს კვადრატები, მაგრამ ერთმანეთს შორის არ უნდა ჰქონდეთ დაშორება, ჩვენ ხომ გაზომვა გვინდა. მე მგონი ეს ცისფერი ოთხკუთხედები ისე უნდა დააწყოთ, რომ მათ შორის სივრცე საერთოდ არ იყოს. მოდი, შეეცადეთ, ეს სივრცე არ იყოს ამ ოთხკუთხედებს შორის. მოვაშოროთ ეს კვადრატები, არ გვინდა და ხელახლა მოგაწვდით, ისე, რომ შეეცადეთ, რომ გაზომოთ, ოღონდ ამჯერად მიჯრით დააწყვეთ. - კარგი, მოდი, ვცდი. ეს ერთი, აი, ეს მეორე, აღარ გამოვტოვე ადგილი, პირდაპირ დავადე ზემოდან. მესამე სად არის? მესამე მინდა. აი, მესამე, მეოთხე და ახლა ხუთი გამოვიდა. როგორ გამოვიდა ხუთი?! ისევ არასწორია, ახლა რა გავაკეთო?! საკმარისი ოქრო აღარ მაქვს მე მგონი. - მგონი ისევ შეცდომასთან გვაქვს საქმე, ამჯერად განსხვავებული შეცდომა არის და ეს შეცდომა არის შემდეგი: ძირიდან არ დაგიწყიათ. მე მგონი, როცა ზომავთ რაღაც ნივთს, საჭიროა, ერთ-ერთი ბოლოდან დაიწყოთ გაზომვა. ამ შემთხვევაში, ძირს ჯობია, რომ დადოთ ეს კვადრატი, ქანდაკების ძირს გაუსწოროთ და ისე დაიწყოთ გაზომვა. კარგი იქნება, თუ ისევ თქვენ ცდით ამას, არ დანებდეთ. გამოგივათ, ნამდვილად, მთავარია ისე დააწყოთ, როგორც მე გითხარით. - კარგი, დავიღალე, პრინცი ვარ, მე რატომ ვაკეთებ ამას, ნუ კარგი. მომეცი აბა, ხელახლა გავაკეთებ, რამდენჯერ უნდა შემეშალოს. - ინებეთ, ეს არის ქანდაკების ძირი, აქედან დაიწყეთ. წესით უნდა გაუსწორდეს აი ამ თავის გასწვრივ ხაზს. - კარგი, ეს ერთი, ეს ორი, მერე სამი და ერთი კიდევ გვინდა, ძალიან კარგი, მე მგონი მართლა ზუსტად გამოვიდა, მართლა ოთხი კვადრატის სიმაღლის ქანდაკებაა. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მშვენიერი დანამატი იქნება ეს, დიდი მადლობა, გამიხარდა ძალიან. - არაფრის, არაფრის. (სუბტიტრები შექმნილია ელენე ლაგვილავას დახმარებით)