If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:2:25

ვიდეოს აღწერა

არის თუ არა ეს წრე შუაზე გაყოფილი? შუაზე გაყოფილი ნიშნავს იმას, რომ წრე უნდა იყოს გაყოფილი ორ ტოლ ნაწილად. ნუ თუ დაუკვირდებით ამას, აშკარად ეს ნაწილი და ეს ნაწილი ერთმანეთის ტოლი ჩანს. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ კი — ეს წრე ნამდვილად შუაზეა გაყოფილი. რომელ ნახატზეა მართკუთხედი მეოთხედებად დაყოფილი? ესე იგი უნდა ვნახოთ ისეთი მართკუთხედი, რომელიც 4 ნაწილადაა დაყოფილი. ვნახოთ, ეს არის 3 ნაწილად დაყოფილი, ამიტომ არ გვაწყობს. ხო 4 ტოლ ნაწილად უნდა იყოს თან. ეს არის 2 ნაწილად დაყოფილი. მართალია ეს 2 ნაწილი ერთმანეთის ტოლია და ეს 3 ნაწილი ერთმანეთის ტოლია, მაგრამ ჩვენ 4 ნაწილი გვინდა. ეს არის ორ ტოლ ნაწილად დაყოფილი. ხოლო აი ეს მართლაც 1, 2, 3 და 4 ტოლი ნაწილისგან შედგება. ამიტომ ეს მართკუთხედი არის სწორი პასუხი. შემდეგი, რომელ ნახატზეა კვადრატი შუაზე გაყოფილი? შუაზე გაყოფა ნიშნავს, ისევ 2 ტოლ ნაწილად გაყოფას. აქ სამ ტოლ ნაწილად გვაქვს გაყოფილი კვადრატი. აქ 2 ნაწილად გვაქვს გაყოფილი, მაგრამ ერთი ნაწილი შედარებით მცირეა მეორეზე. აქ ნამდვილად 2 ტოლ ნაწილად არის დაყოფილი ეს კვადრატი. ხოლო აქ ისევ 3 ნაწილი გვაქვს, თან საკმაოდ უცნაურად. 2 არის ერთმანეთის ტოლი, მესამე ძალიან პატარაა. ესე იგი ესაა სწორი. არის თუ არა ეს კვადრატი მეოთხედებად დაყოფილი? მეოთხედებად დაყოფა ნიშნავს, 4 თანაბარ ნაწილად დაყოფას. ნუ, მე ვიტყოდი, რომ კი არის. იმიტომ, რომ მართლაც 4 ნაწილი გვაქვს და ისინი ერთმანეთის ტოლი ჩანს. სწორია. არის თუ არა ეს მართკუთხედი შუაზე გაყოფილი? ეს მართკუთხედი გაყოფილი არის ნამდვილად, მაგრამ შუაზე გაყოფა ნიშნავს,რომ 2 ტოლ ნაწილად უნდა იყოს გაყოფილი. ეს კი არის არა ტოლ ნაწილებად გაყოფილი, ანუ შუაზე არაა. ესე იგი პასუხი იქნება არა. არის თუ არა მართკუთხედი მეოთხედებად დაყოფილი? მეოთხედები რას ნიშნავს? ნიშნავს 4 ტოლ ნაწილს. აქ გვაქვს 3 ტოლი ნაწილი. ამიტომ ისევ და ისევ პასუხი არის არა. (სუბტიტრები შექმნილია ქრისტინე დოხნაძის დახმარებით)