If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ამოცანები შედარებაზე: მარმარილოს ბურთები

სალი ამოხსნის ამოცანებს 2 რიცხვის შედარებაზე.  ამოცანებში გამოყენებული რიცხვები 10-ზე ნაკლებია.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ალექსანდრეს აქვს 9 ბურთულა, ხოლო ემილის, ამოცანის თანახმად აქვს 5 ბურთულა. გვეკითხებიან თუ რამდენი ბურთულით მეტი აქვს ალექსანდრეს ემილიზე? გირჩევთ, დააპაუზოთ ვიდეო და დამოუკიდებლად ამოხსნათ ეს ამოცანა. კარგით, მოდით პირველ რიგში, დავხატოთ ალექსანდრეს ბურთულები და შემდეგ ემილის ბურთულები. დავხატოთ ჯერ ალექსანდრეს ბურთულები. ესე იგი, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, და 9. კარგით, ახლა ემილის ბურთულები. 1, 2, 3, 4 და 5. თუ დავუკვირდებით, რაღაც მსგავსება არის ამ ორ ხაზს შორის. კერძოდ ის, რომ იმ 9 ბურთულაში რომელიც ზემოთ დავხატეთ, რაღაც რაოდენობა იგივეა რაც ქვედა ბურთულებისა. აი, თუ დააკვირდებით ეს ბურთულები არის იგივე რაოდენობის, რაც ქვემოთ დახატული მაგრამ შემდეგ კიდევ დამატებითი ბურთულები მოდის და ეს ბურთულები უნდა დავთვალოთ სწორედ. გვაქვს 1, 2, 3 და 4 დამატებითი ბურთულა. ესე იგი, თურმე 4 ბურთულით მეტი ჰქონია ალექსანდრეს, ვიდრე ემილის. კარგით, ასეც შეგვიძლია შევხედოთ. ალექსანდრეს 9 ბურთულას რომ გამოვაკლოთ ემილის 5 ბურთულა, მაშინ უნდა მივიღოთ ის რაოდენობა, რამდენითაც მეტი აქვს ალექსანდრეს ემილიზე. (ბურთულები) ესე იგი, უნდა დავწეროთ 9-ს მინუს 5 და მივიღებთ იმ რაოდენობას, თუ რა რაოდენობით მეტი ბურთულა აქვს ალექსანდრეს ვიდრე ემილის. და 9-ს მინუს 5 რა არის? ვიცით, რომ 9-ს მინუს 5 უდრის 4-ს. და მივიღეთ იგივე პასუხი. ძალიან კარგი. გავაკეთოთ სხვა ამოცანაც. სხვა ამოცანა ასეთია. ნოე აგზავნის წერილებს, ორ წერილს. უფრო მძიმე წერილში არის 8 მარკა. გვეუბნებიან, რომ უფრო მძიმე წერილს აქვს 8 მარკა. ხოლო მსუბუქ წერილში, არის ხუთით ნაკლები. ზუსტად არ გვეუბნებიან რამდენია. გვეკითხებიან, რამდენი არის ზუსტად მსუბუქ წერილში? რამდენი მარკაა? კარგით, გირჩევთ ისევ დააპაუზოთ და თქვენით ამოხსნათ. ზოგადად, კარგი არის როცა ამოცანაში ყოველთვის პირობას, რაც გვაქვს მოცემული, ჩავიწერთ წაკითხვისას. ანუ, რასაც გვეუბნებიან, გადმოვწეროთ. აქ გვეუბნებიან 8, ანუ 8 მარკა შედის. დავწერეთ 8. გვეუბნებიან, რომ ხუთით ნაკლები მარკა არის მსუბუქში. ზუსტად არ გვეუბნებიან რამდენია. გვეკითხებიან რამდენი მარკა არის მსუბუქში. მაგრამ გვეუბნებიან, რომ ხუთით ნაკლებია. ხუთით ნაკლები რაზე? ხუთით ნაკლები რვაზე. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ უნდა დავწეროთ რვას გამოკლებული 5. ხუთით ნაკლები ნაკლები ნიშნავს ამას. 8-ს გამოკლებული 5. 8-ს გამოკლებული 5 რას უდრის? ვიცით, რომ 8-ს გამოკლებული 5 უდრის 3-ს. ესე იგი, მსუბუქ წერილში ყოფილა 3 მარკა. ეს შეგვეძლო სხვა ნაირადაც გაგვეკეთებინა. მაგალითად, წინანდელივით, დაგვეხატა ჯერ 8 მარკა. აი დავხატოთ. 1 მარკა. მეორე. მესამე. მეოთხე. მეხუთე. მეექვსე. მეშვიდე. და მერვე. და შემდეგ გვეუბნებიან, რომ ხუთით ნაკლები არის უფრო მსუბუქში. ანუ უნდა მოვაშოროთ რაღაც რაოდენობა, ხომ? 1, 2, 3, 4 და 5. და რა დაგვრჩა? დაგვრჩა ის მარკა, რამდენიც შედის პატარა წერილში. ანუ 3. ესე იგი, პატარა წერილში ყოფილა 3 მარკა. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ შონიას დახმარებით)