If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

რამდენია 14 - 6 ?

სალი 14-ს გამოაკლებს 6-ს, რისთვისაც თავდაპირველად, 14-ს გამოაკლებს 2-ს და 4-ს. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოდით, დავთვალოთ ასეთი რაღაც. 14-ს გამოკლებული 2. შემდეგ დავთვალოთ რას უდრის 14-ს მინუს 4? და ბოლოს, რისი ტოლია 14-ს გამოკლებული 6? გირჩევთ, შეაჩეროთ ვიდეო და თქვენით სცადოთ ამისი ამოხსნა, შემდეგ კი ერთად გავაკეთოთ. იმედია ეს უკვე სცადეთ. ახლა კი მოდით, ერთად ვცადოთ ამისი ამოხსნა. ვნახოთ რიცხვი 14. რას ნიშნავს ერთიანი და რას ნიშნავს ოთხიანი? ერთიანი გვეუბნება, რომ გვაქვს ერთი ცალი ათეული. ხოლო ოთხიანი გვეუბნება, რომ გვაქვს 4 ცალი ერთეული. მოდით ვნახოთ 14 ნივთი გვაქვს თუ არა აქ დახატული. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10. ეს არის ათეული. ამიტომ მოდით, გამოვყოთ ეს ათეული. ასე უფრო მოხერხებული იქნება, დამერწმუნეთ. ესე იგი, გვაქვს ათეულის ერთი ჯგუფი. ეს არის ჩვენი ერთი ჯგუფი ათეულების. და შემდეგ. 1, 2, 3, და 4. ეს კი 4 ერთეული. ესე იგი, ნამდვილად ჩვენ გვქონია 14 რიცხვი აქ. როგორც ვახსენეთ, აი ეს ერთიანი გვეუბნებოდა, რომ გვქონდა ერთი ჯგუფი ათეულების. მოდით ამას დავარქვათ ათეულების ერთი ჯგუფი დავაწეროთ. ეს იყოს ერთი ათეული. ერთი ჯგუფი ათეულების. კარგით. ეს კი არის 4 ცალი ერთეული. ესე იგი, გვაქვს 4 ცალი ერთეული. ან 4 ცალი ერთიანი. როგორც გირჩევნიათ ისე შეგიძლიათ თქვათ. 4 ცალი ერთეული. კარგით. მოდით ახლა განვიხილოთ თითოეული მაგალითი. რა არის 2-ის გამოკლება? უნდა მოვაშოროთ 2 ნივთი. წავიღოთ 2 ნივთი. ეს ერთი. ესეც მეორე. კარგით. ახლა ვნახოთ რა დაგვრჩა. დაგვრჩა ისევ ათეული. ესე იგი, გვეცოდინება, რომ ერთიანით უნდა დავიწყოთ. იმიტომ, რომ ერთი ათეული გვაქვს. ორნიშნა რიცხვი გვექნება. და რა დაგვრჩა ერთეულებში ვნახოთ. დაგვრჩა ერთი და ორი. ანუ ორი ერთეული. მაშინ, ესე იგი, ერთეულების ადგილას უნდა დავწეროთ რამდენი ერთეული დარჩა. ორი ერთეული. ძალიან კარგი. ახლა გადავიდეთ 10-ს მინუს 4-ზე. მოდით, იმისთვის, რომ 10-ს მინუს 4-ზე გადავიდეთ, ეს (ეს) ნახაზი ისევ დავუბრუნოთ ძველ შემთხვევას. ჯობია თავიდანვე დავიწყოთ გამოკლება. მოვაშოროთ აი ეს წინა (წინა) ნაწერი. ძალიან კარგი. ახლა ვნახოთ რას უდრის 14-ს მინუს 4? ამისთვის 4 უნდა მოვაშოროთ. ესე იგი, გვექნება 1, 2, 3, და 4 გამოკლებული 14-ს. ესე იგი, ეს ერთიანები მთლიანად მოვაშორეთ. ერთეულები საერთოდ აღარ გვაქვს. ანუ გვაქვს 0 ერთეული და ერთი ათეული. ესე იგი, დავწეროთ, რომ ისევ გვაქვს 1 ათეული. ისევ ორნიშნა რიცხვია. ხოლო ერთეულები აღარ გვაქვს. ამიტომ რას დავწერთ? დავწერთ, რომ გვაქვს 0 ერთეული. ესე იგი, მივიღეთ 10. 14-ს მინუს 4 ყოფილა 10-ის ტოლი. მართლაც, თუ დააკვირდებით 14 რა არის? 14 არის 10-ს დამატებული 4. და ამას ვაკლებთ 4-ს. ცხადია 10-ს მივიღებთ. შეგვიძლია ეს სხვანაირად გადავწეროთ და კარგად გამოჩნდება. რას უდრის ეს? 14 ხო არის 10-ს დამატებული 4? 10-ს დამატებული 4 ცალი ერთეული. და ჩვენ ამას, ანუ 14-ს ვაკლებთ 4-ს. მაშინ რა გამოდის? 10-ს ვუმატებთ 4-ს და შემდეგ ისევ ვაკლებთ 4-ს. ნუ, ცხადია, რომ მივიღებთ ისევ 10-ს. იმიტომ, რომ ოთხები ერთმანეთს გააბათილებს. მივიღებთ ესე იგი 10-ს. იგივე ნაირად შეგვეძლო 12-ზე დაგვეწერა. ეს რას უდრის? 14 გვქონდა თავიდან, რაც იყო 10-ს დამატებული 4. ანუ 14. და ამას გამოკლებული 2. ესე იგი, რეალურად ჩვენ 10-ს ვუმატებთ იმას, (10-ს ვუმატებთ იმას) რაც არის 4-ს მინუს 2. 4-ს მინუს 2 ვიცით, რომ ორია. ესე იგი, დაგვრჩება ორი ერთეული. ანუ 10-ს ვუმატებთ 2-ს. ეს არის ორის ტოლი, ანუ 10-ს ვუმატებთ 2-ს ანუ 12 გვაქვს. ეს კი არის 0-ის ტოლი. ამიტომ გვაქვს ნული ერთეული. 0 ერთეული. ანუ მივიღებთ 10-ს. კარგით. ახლა ბოლო მაგალითიც გავარჩიოთ. რა არის 14-ს გამოკლებული 6? ნუ, ეს ერთეულები მოვაშორეთ და კიდევ 2 ცალს მოვაშორებთ. აი, ამ ორს. ესე იგი, უკვე შევიჭერით ჩვენს ათეულში. გამოდის,რომ ერთნიშნა რიცხვი გვექნება უკვე. და ჯობია დავთვალოთ რამდენი დაგვრჩება. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. ესე იგი, პასუხი თურმე ამის, ანუ 14-ს მინუს 6-ის პასუხი ყოფილა 8. ეს ყოფილა 8-ის ტოლი. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ შონიას დახმარებით)