თუ თქვენ ხედავთ ამ შეტყობინებას, ესე იგი საიტზე გარე რესურსების ჩატვირთვისას მოხდა შეფერხება.

If you're behind a web filter, please make sure that the domains *.kastatic.org and *.kasandbox.org are unblocked.

ძირითადი მასალა

კურსი: პირველი კლასი > თემა 2

გაკვეთილი 9: ორნიშნა რიცხვების შეკრება: შესავალი

ორნიშნა რიცხვების შეკრება დაჯგუფების გარეშე 2

სალი კრებს 23 + 45 თანრიგის გათვალისწინებით.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

წყვეტილ ხაზს ზემოთ გვაქვს კუბების გარკვეული რაოდენობა. ათეულები და ერთეულები. როგორც ხედავთ, ოქროსფერ რიგებში არის ათ-ათი კუბი. აი, თუ გადავთვლით, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 და 10. და გვაქვს ორი ჯგუფი ასეთი ათ კუბიანი რიგების. ანუ გვაქვს ორი ათეული და მარჯვნივ სამი ერთეული არის. ესე იგი, ორი და სამი. 23. ხოლო ქვემოთ გვაქვს 1, 2, 3 და 4, 4 ათეული. 4 ათეული და 5 ერთეული. 1, 2, 3, 4 და 5. 5 ერთეული. ესე იგი, ქვემოთ გვაქვს 45. ასე, რომ პირველი რიცხვი არის 2 ათეული და 3 ერთეული ანუ 23. 2 ათეული, 3 ერთეული. ქვემოთ გვაქვს 4 ათეული და 5 ერთეული. 4 ათეული და 5 ერთეული არის იგივე რაც 45. კარგით, მე მინდა, რომ ეს რიცხვები შევკრიბო მივუმატოთ ეს რიცხვები ერთმანეთს. ზედა რაოდენობა დავუმატოთ ქვედა რაოდენობას. რას მივიღებთ? ესე იგი, 23-ს ვუმატებთ 45-ს. გვექნება 3 ერთეული და 5 ერთეული. მათი შეკრებით კი უნდა მივიღოთ 8 ერთეული. იგივე გავაკეთოთ, აი, ეს გადმოვწეროთ. გვექნება 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. თუ დავაკვირდებით, ქვემოთ გვექნება 8 ერთეული ანუ 3-ს პლუს 5 უდრის 8-ს. ზუსტად იგივე არის რაც ციფრებში. ახლა რიცხობრივად დავწეროთ იგივე. გვექნება 3 ერთეულს დამატებული 5 ერთეული ანუ 8 ერთეული. კარგით, ახლა ათეულებს მივხედოთ. გვაქვს 2 ათეულს დამატებული 4 ათეული. რაც გამოვა 6 ათეული. იმიტომ, რომ 2-ს დამატებული 4 უდრის 6-ს. ამიტომ გადმოვიტანოთ ქვემოთ ეს ათეულები, ჯობია დავაკოპირო. ესე იგი, გვაქვს 2 ათეულს მიმატებული კიდევ 4 ათეული. 2 ათეულს მიმატებული 4 ათეული მოგვცემს 6 ათეულს. 2 და 4 ჯამში გვაძლევს 6-ს. ესეც 6 ათეული. ძალიან კარგი. ახლა სხვა ფერით. ახლა რიცხობრივადაც გავაკეთოთ იგივე. ესე იგი, აქ გვექნება 1, 2, 3, 4, 5, 6 ათეული. აქაც ამიტომ, ბოდიში. აქაც გვექნება ექვსიანი. ესე იგი, გვაქვს 6 ათეული, მსგავსად. როცა 23-ს ვუმატებთ 45-ს, თურმე მივიღებთ ასეთ რამეს. 3 ერთეულს დამატებული 5 ერთეული მოგვცემს 8 ერთეულს. ხოლო ათეულების შემთხვევაში, 2 ათეულს დამატებული 6 (4) ათეული მოგვცემს 6 ათეულს. მივიღეთ რიცხვი 68. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ შონიას დახმარებით)