If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: პირველი კლასი > თემა 2

გაკვეთილი 9: ორნიშნა რიცხვების შეკრება: შესავალი

ორნიშნა რიცხვების შეკრება დაჯგუფების გარეშე 1

სალი კრებს 71 + 24.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოდით, დააპაუზეთ ვიდეო და სცადეთ გამოიანგარიშოთ თუ რას უდრის აი ეს მაგალითი ანუ რა არის ამ მაგალითის პასუხი. ახლა კი მოდით დავიწყოთ ამისი ერთად გაკეთება. გვაქვს 71 და მოდით ჯერ მოვიფიქროთ, გამოვსახოთ რას წარმოადგენს 71. უფრო ნათელი გავხადოთ. გვაქვს 1 ერთეული 71-ში, აი, ეს ერთი კვადრატი არის 71-ის 1 ერთეულის შესაბამისი. და გვაქვს 7 ათეული, იმიტომ, რომ 71-ში შვიდიანი გვიწერია. აი, შეგვიძლია ეს გადავთვალოთ კიდეც. 1, 2, 3, 4, 5, 6 და 7. 7 ათეული და 1 ერთეული. ეს არის 71. ესე იგი, ეს იყო 71-ის ვიზუალური წარმოდგენა. ახლა მივხედოთ 24-ს. 24-ში გვაქვს 4 ერთეული. ან მოდით ათეულებით დავიწყოთ. 2 ათეული. ესე იგი, ერთი და მეორე. 24-ს ორი ათეული წარმოადგენს და 4 ერთეული. 4 ერთეული აი, აქ არის კვადრატების სახით მოცემული. ესე იგი, აი ზემოთას მსგავსად ყვითელი კვადრატი 1, 2, 3 და 4. და ახლა უბრალოდ შევკრიბოთ, შევაჯგუფოთ ერთად ეს ერთეულები. ჯამში იქნება 5 ერთეული, ხომ? 1-ს პლუს 4 არის 5. და შეგვიძლია ქვემოთ პასუხადაც დავწეროთ. ეს არის 5 ერთეული. კარგით, ახლა დავაკვირდეთ ათეულებს. გვაქვს 7 და 2. 7-ს პლუს 2 ჯამში არის 9-ის ტოლი, ხომ? ამიტომ ეს ჯგუფი, ათეულების ეს ჯგუფი იქნება 9 ათეული ჯამში. ესე იგი, აქ სულ გვაქვს 9 ათეული. ამიტომ 7-ს პლუს 2 არის 9. მივიღეთ 9 ათეული და 5 ერთეული. რაც სხვაგვარად არის 95. ესე იგი, ჩვენი პასუხი, ამ მაგალითის პასუხი არის 95. 9 ათეული და 5 ერთეული. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ შონიას დახმარებით)