If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

შეკრების და გამოკლების დაკავშირება

სალი გვაჩვენებს კავშირს შემდეგ მაგალითებს შორის: 2+3=5, 5-2=3 და 5-3=2.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

აქ გვაქვს 2 მწვანე და 3 ცალი იისფერი ბურთი. მაშინ, რამდენი ბურთი გვაქვს სულ? რომ შევკრიბოთ, რამდენი იქნება? 2 მწვანე ბურთს, 2 ცალ მწვანე ბურთს დამატებული 3 ცალი იისფერი ბურთი იქნება 5 ცალი ბურთი, 5. ესე იგი, აქ გვქონია 5 ცალი ბურთი. შეგვიძლია დავთვალოთ, 1, 2, 3, 4 და 5. კარგით. ახლა მოდით რაღაც განსხვავებული გავაკეთოთ, ანუ დავიწყოთ 5 ბურთით, ვთქვათ, რომ გვაქვს უკვე 5 ბურთი. 1, 2, 3, 4 და 5. და ამ ჯერათ პირიქით, წავიღოთ 2 ბურთი, ანუ 2 გამოვაკლოთ, გამოვაკლოთ 2 ბურთი. ერთი ეს და მეორე ეს. და ვნახოთ რა დაგვრჩება. რამდენი ბურთი დაგვრჩება. მაშინ, დაგვრჩება 1, 2 და 3. 3 ცალი ბურთი. ესე იგი, დაგვრჩა 3 ცალი ბურთი. რაღაც კანონზომიერებასაც შეიძლება ხედავდეთ უკვე. აი, მაგალითად აქ, 2-ს დამატებული 3 არის 5. და თუ დავიწყეთ ხუთით და გამოვაკელით 2, მაშინ დაგვრჩება 3. აი, თუ დააკვირდებით ესენი როგორ არის მოწყობილი, ყველაფერი გამოჩნდება. 2-ს პლუს 3 არის 5. მაგრამ 5-ს გამოკლებული 2 არის 3. ანუ 5-ს გამოკლებული 2 არის 3 აქაც. ეს ყველაფერი მუშაობს პირიქითაც. თუ, დავიწყებთ ხუთით, თავიდან თუ 5 ბურთი გვექნა და თუ გამოვაკელით 3, ანუ 3 ცალი წავიღეთ ასე ვთქვათ ამ 5 ბურთიდან, 1, 2 და 3. მაშინ დაგვრჩება 1 ბურთი და მეორე ბურთი. ორი ბურთი. დაგვრჩება 2. ესე იგი, 2-ს პლუს 3 არის 5. 3-ს პლუს ორიც არის 5. რაც ნიშნავს აი, ამას, ეს იგივეა რაც 5-ს მინუს 2 არის 3, ან 5-ს მინუს 3 არის 2. თუ დააკვირდებით, ყველაფერი მუშაობს მშვენივრად. და ეს ზოგადად არის ძალიან მნიშვნელოვანი იდეა და ძალიან მნიშვნელოვანი წესი მათემატიკაში, რომ თუ რაღაც ორი რიცხვის შეკრებით მესამე რიცხვს ვიღებთ, თუ პირველ რიცხვს დავუმატეთ მეორე რიცხვი და მივიღეთ რაღაცა მესამე, ეს მესამე რიცხვი, რომ ავიღოთ და გამოვაკლოთ ამას ერთ-ერთი, მაშინ მეორე რიცხვი დაგვრჩება. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ შონიას დახმარებით)