If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

1-ის მიმატება 10-ის მიმატების წინააღმდეგ

სალი გვიხსნის განსხვავებას 1-ისა და 10-ის დამატებას შორის.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

დააპაუზეთ ვიდეო და უცებ მოიფიქრეთ რისი ტოლი შეიძლება იყოს 27-ს პლუს 1 და 27-ს პლუს 10? იმედია სცადეთ, და ახლა მე გავაკეთებ ამას. გვაქვს 27-ს პლუს ერთი, მაგრამ მოდით ჯერ დავწეროთ რას წარმოადგენს თვითონ 27? ანუ რისგან შედგება? ნუ ცხადია 28 არის პასუხი მაგრამ უფრო საინტერესო არის ერთეულებს და ათეულებს რა ემართებათ? ანუ თანრიგები როგორ იცვლება? ამიტომ, მოდით თითოეულ თანრიგს დავარქვათ თავისი სახელი. ორიანი არის ათეულების ადგილას. ამიტომ დავწეროთ 2 ათეული. ხოლო შვიდიანი არის ერთეულების ადგილას. ამიტომ ვწერთ 7 ერთეულს. ესე იგი, გვაქვს 2 ათეული და 7 ერთეული და ეს არის 27. აი, ეს სვეტები არის ათეულები, ხოლო აი, ეს კვადრატები არის ერთეულები. ერთიანი არის კიდევ ერთი კვადრატი, რომელიც მიემატება ამ 7 კვადრატის რაოდენობას. მაშინ რა გამოგვივა? ნუ, ათეულები არ შეიცვალა როგორც ხედავთ. რამე ათეულია არ დამატებია, ამიტომ ისევ 2 იქნება. ხოლო ერთეულებს რაც შეეხება, გადავთვალოთ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. ესე იგი, 7-ს პლუს ერთი არის 8. ამიტომ ახლა გვაქვს 28. მივიღეთ პასუხი 28. 27-ს პლუს ერთი არის 28 და თუ დააკვირდებით ათეულები არ შეცვლილა. ისევ ორი ათეული გვაქვს. ხოლო ერთეულები, 7-ის ნაცვლად არის 8. ახლა მივხედოთ მეორე მაგალითს. გვაქვს 27-ს დამატებული 10. ისევ გვაქვს 2 ათეული და 7 ერთეული. მაგრამ ამჯერად 1 ათეული ემატება და ნული ერთეული. თუ დავუკვირდებით, 10-ს, 10-ს უწერია ერთიანი ათეულების ადგილას. რაც ნიშნავს, რომ 10-ში შედის ერთი ათეული. და ნულიანი უწერია ერთეულების ადგილას. რაც ნიშნავს, რომ გვაქვს 0 ერთეული. ანუ ერთეულები არ გვაქვს. ესე იგი, უბრალოდ, ათეულს ემატება ათეული. ესე იგი, ერთი ათეული, 2 ათეული და 3 ათეული. გვქონია 3 ათეული. 3 ათეული და ერთეულები კი გვექნება რამდენი? გადავთვალოთ მოდით. 1, 2, 3, 4, 5, 6 და 7. ისევ 7 ერთეული. ისევ 7 ერთეული. ანუ, გამოგვივიდა, რომ 27-ს დამატებული 1 არის 2 ათეული და 8 ერთეული. ანუ ერთეულები გაიზარდა ხოლო 27-ს დამატებული 10 ზრდის მხოლოდ ათეულებს. და კერძოდ მივიღებთ 3 ათეულს. ერთეულები რჩება უცვლელი. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ შონიას დახმარებით)