If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ვკრებთ 8 + 7

სალი კრებს 8 + 7 ათეულად დაჯგუფის საშუალებით. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოდით, მოვიფიქროთ თუ რას უდრის 8-ს დამატებული 7? ეს გავაკეთოთ ასე. ვთქვათ, გვაქვს 8 ნივთი. მაგალითად 8 პომიდორი. და ამას დავამატოთ 7 ნივთი, მაგალითად 7 მოცვი. შემდეგ კი დავთვალოთ სულ რამდენი ხილი გვექნება. გირჩევთ დააპაუზოთ ვიდეო და სცადოთ თქვენით ამისი ამოხსნა. იმედია ეს უკვე სცადეთ, ახლა კი მოდით ერთად გავაკეთოთ ეს ყველაფერი. ერთად მოვიფიქროთ თუ რას უდრის 8-ს დამატებული 7. გავაკეთოთ ასე. ავიღოთ ხილი და დავუმატოთ მანამ სანამ არ შევავსებთ ერთ ათეულს. ანუ 8 ცალი ხილი ავიღოთ და სანამ არ შევავსებთ ათეულს, დავუმატოთ. შემდეგ კი ვნახოთ რამდენი უნდა დავუმატოთ, რომ კიდევ 7-ის დამატება გამოგვივიდეს. კარგით. ესე იგი, გვექნება ერთი პომიდორი. გვინდა 8 პომიდორი. ესეც მეორე პომიდორი. მესამე. მეოთხე. სულ 8 პომიდორი გვაქვს. მეხუთე. მეექვსე პომიდორი. კიდევ ერთი ორი. მეშვიდე პომიდორი. და ესეც მერვე პომიდორი. კარგით. ახლა ამას დავუმატოთ 7 მოცვი. დავიწყოთ დამატება და ვნახავთ ათეულამდე როდის მივალთ. ესე იგი, ეს არის ერთი მოცვი. ესეც მეორე მოცვი. აი, ნახეთ უკვე ათეულამდე მივედით, ამიტომ მოდით ჯერ შევაჩეროთ დამატება. შევავსეთ ათეული. გვაქვს ერთი ჯგუფი 10 ცალი ხილის. მაშინ, მოდით შემოვხაზოთ, ვაჩვენოთ, რომ გვაქვს უკვე ერთი ათეული. ცხადია, კიდევ უნდა გავაგრძელოთ მოცვის დამატება. მაგრამ 10 ნაჭერი ხილი გვაქვს და ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს უკვე აღვნიშნოთ. ესე იგი, გვექნება ორნიშნა რიცხვი. და ერთიანი გვიჩვენებს აქ, რომ გვაქვს ერთი ცალი ათეული უკვე მზად. ანუ გვაქვს ათეული ხილი. მაგრამ კიდევ უნდა გავაგრძელოთ დამატება. ახლა მოცვის დამატება არ დაგვიმთავრებია და ამიტომ გავაგრძელებთ. ეს არის კიდევ ერთი მოცვი. მეორე. ესე იგი, ეს მეოთხე მოცვი გამოვიდა სინამდვილეში. ეს მეხუთე მოცვი არის. ეს მეექვსე. და ესეც მეშვიდე. ესე იგი, 7 მოცვიც დავუმატეთ. ესე იგი, გვაქვს ერთი ათეულის ჯგუფი და ამის შემდეგ კიდევ გვაქვს 5 ცალი მოცვი. ეს არის ორნიშნა რიცხვი. ერთიანი გვიჩვენებს, რომ გვაქვს ათეულები ერთი ცალი. ხოლო ერთეულების ადგილას უნდა დავწეროთ რამდენი ერთეული გვაქვს. ვნახოთ რამდენი დარჩა? 1, 2, 3, 4 და 5. ესე იგი, კიდევ 5 ცალი თურმე დაგვრჩენია და ეს იქნება 5 ერთეული. კარგით. ესე იგი, თურმე გვქონია 1 ათეული და 5 ერთეული. ესე იგი, სულ რამდენი ყოფილა, რომ 8-ს დავუმატოთ 7? 8-ს დამატებული 7 ყოფილა 15-ის ტოლი. პასუხი არის 15. მოდით, გავიხსენოთ რას წარმოადგენს 15? 15-ში გვაქვს ერთი ათეული. აი, ეს ერთიანი გვიჩვენებს, რომ 15-ში ერთი ათეულია. ამიტომ დავწეროთ, რომ გვაქვს ერთი ცალი ათეული. და ასევე 5 ერთეული გვიჩვენებს, რომ გვაქვს 5 ცალი ერთეული. ესე იგი, დავწეროთ, რომ გვაქვს ერთი ათეული დამატებული ამას 5 ერთეული. მოდით, კიდევ სხვანაირადაც გავაკეთოთ ეს ჩანაწერი. რას ნიშნავს ერთი ათეული? ერთი ათეული ნიშნავს უბრალოდ 10-ს. 5 ერთეული (5 ერთეული) ნიშნავს უბრალოდ 5-ს. ესე იგი, 8-ს დამატებული 7 ცხადია უდრის 15-ს. თუმცა კარგი იქნება თუ გვემახსოვრება ისიც, რომ 8-ს დამატებული 7 არის იგივე, რაც ერთი ათეული და 5 ერთეული. ანუ, 10-ს დამატებული 5. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ შონიას დახმარებით)