If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:2:38

ვიდეოს აღწერა

გვაქვს 3 სხვადასხვა სახის ფიგურა. ესენია: ვარსკვლავები, კვადრატები და სამკუთხედები. თითოეული გვაქვს სხვადასხვა რაოდენობით. ანუ, გვაქვს 5 ცალი ვარსკვლავი. 3 ცალი კვადრატი, და 6 ცალი სამკუთხედი. ყველა მათგან ვერ ვხედავთ, ცხადია. ესენი უბრალოდ გვიჩვენებს თუ რამდენი გვაქვს თითოეული ფიგურა. გვაქვს 5 ვარსკვლავი, 3 კვადრატი და 6 სამკუთხედი. რამდენი ფიგურა გვაქვს სულ? ალბათ, იფიქრებთ, რომ თუ გვინდა რომ ვიპოვოთ სულ რამდენი ფიგურა არის, საჭიროა ეს რიცხვები შევკრიბოთ. თუ თქვენ ასე ფიქრობთ, მაშინ მე გეტყვით რომ ეს ნამდვილად სწორია. ჩვენ ეს რიცხვები უნდა შევკრიბოთ, და გავიგოთ, რას უდრის სრული რაოდენობა ფიგურების. დავწეროთ 5, ანუ 5 ვარსკვლავი. დავუმატოთ ამას 3 კვადრატი. ამას კი დავუმატოთ 6 ცალი სამკუთხედი. რა გამოვა ეს მთლიანად? მოდით, ჯერ ვნახოთ რას უდრის 5-ს დამატებული 3? 5-ს დამატებული 3 უდრის 8-ს. 5-ს დამატებული 3 ტოლია 8-ის. დავწეროთ 8. კარგით. ახლა ამას დავუმატოთ 6. ანუ 6 სამკუთხედი. 8-ს დამატებული 6. კარგით. რისი ტოლია 8-ს დამატებული 6? თუ ეს თქვენ არ იცით, შეიძლება ეს არ იცოდეთ, არ არის ეს პრობლემა. თუ თქვენ არ იცით რა არის 8-ს დამატებული 6, შეგიძლიათ ან თქვენ თვითონ დათვალოთ, ან დაიმახსოვროთ უბრალოდ, რომ ასეა, კარგი იქნება. ეს უდრის 14-ს. 8-ს დამატებული 6 არის 14-ის ტოლი. მოდით დავწეროთ 8-ს დამატებული 6 უდრის 14-ს. ცხადია, 5-ს დამატებული 3 და დამატებული 6 ასევე უდრის 14-ს. ეს ერთი და იგივე ჩანაწერია. ჩნდება ასეთი შეკითხვა, აქვს თუ არა მნიშვნელობა თანამიმდევრობას, რა თანამიმდევრობით შევკრებთ ამ რიცხვებს? მოდით ახლა სხვანაირი თანამიმდევრობის ჩანაწერი გავაკეთოთ. ან უფრო სწორედ დავწეროთ იგივე ნაირად, მაგრამ შეკრება სხვა თანამიმდევრობით განვახორციელოთ. გვაქვს ესე იგი, 5-ს დამატებული 3 კვადრატი. 5 ვარსკვლავს დამატებული 3 კვადრატი და დამატებული 6 სამკუთხედი. ოღონდ ახლა 5-ის და 3-ის ნაცვლად ჯერ 3 და 6 შევკრიბოთ. რისი ტოლი იქნება 3-ს დამატებული 6? ეს იქნება 9-ის ტოლი. კარგია. ახლა გვიწევს 5-ს დამატებული 9-ის პოვნა. რას უდრის 5-ს დამატებული 9? რისი ტოლი იქნება? ისევ, თუ თქვენ ეს არ იცით, გირჩევთ ან თქვენ თვითონ დათვალოთ ან დაიმახსოვროთ, რომ მივიღებთ ისევ 14-ს. კარგი იქნება ეს თუ გეცოდინებათ. 5-ს დამატებული 9 არის 14-ის ტოლი. თუ ჩემი არ გჯერათ, შეგიძლიათ აიღოთ კენჭები, მაგალითად 5 კენჭი, დავუმატოთ 9 კენჭი, ნამდვილად მიიღებთ 14 კენჭს. ეს შეგიძლიათ უბრალოდ დაიმახსოვროთ კიდეც, ძალიან კარგი იქნება. აღმოჩნდა, რომ თანამიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა. შეგვეძლო ჯერ 5 და 6 შეგვეკრიბა, რომლითაც 11-ს მივიღებდით, შემდეგ 3 დაგვემატებინა, რომლითაც მივიღებდით ისევ 14-ს. ესე იგი, ნებისმიერ შემთხვევაში მივიღებდით 14-ს. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ შონიას დახმარებით)