ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:4:19

ვიდეოს აღწერა

სალი : ოჰ, შეხედეთ, ეს ჩემი ბიძაშვილი ფელია. ფელ, რით შემიძლია დაგეხმარო? ფელი : ჰეი, სალ რა ხდება? სალი : ბევრი არაფერი. უბრალოდ, ვზიავრ აქ და ვფიქრობ რა ვიდეო გაკეთო. ფელი : კარგი, შესაძლოა შენ ჩემი დახმარება შეძლო. ფიგურათა კოლექციის შექმნას ვიწყებ. სალი : კარგი, რა გზით შემიძლია დაგეხარო? ფელი : აი, შეხედე ამ ფიქურებს. არ ვიცი, როგორ დავახარისხო. სალი : გასაგებია. ფიგურების დახარისხების ბევრი გზა არსებობს. პირველ რიგში, შეგიძლია უბრალოდ განსაზღვრო რამდენი გვერდი აქვს თითოეულ ფიგურას ასე რომ, ერთ-ერთი გზა, მათი გვერდების რაოდენობის გარკვევაა. ფელი : ამას როგორღა გავარკვევ? სალი: უბრალოდ შეხედე თითოეულ ფიგურას და დაფიქრდი, რამდენი გვერდი აქვს? აი, ეს პირველი ფიგურაა, ეს კი არის მისი ერთ-ერთი გვერდი. ეს სწორი ხაზი ამ ორ კუთხეს შორის. ეს არის ერთი გვერდი, ეს მეორე, ეს მესამე და ესეც მეოთხე. გამოდის, რომ ამ ფიგურას აქვს ოთხი გვერდი. ფელი : კარგი, ვფიქრობ რომ გავიგე! რაც შეეხება, აი, ამ ფიქგურას, აი აქ? სალი : მოდი ვნახოთ. აი, ეს? აქაც იგივე პრინციპია. ამ ფიგურასაც აქვს ერთი, ორი, სამი, ოთხი გვერდი. ფელი : და რას იტყვი ამაზე? სალი : კარგი, აი, ეს? საერთოდ, ეს ფიგურა ძალიან საინტერესოა. მას არ აქვს კუთხეები და არ გააჩნია გვერდები. მას არ აქვს სწორხაზოვანი ფორმები, ეს ფიგურა მთლიანად გამრუდებულია. ვინაიდან მას არ აქვს კუთხეები, მას არ ექნება არც გვერდები, მე ასე მგონია. ასე, რომ ამ ფიგურას აქვს ნული გვერდი. მოდი, უფრო გარკვევით დაგიწერ ფელი : კარგი, მიდი, მე მომწონს, როცა ყველაფერი გარკვევით წერია. სალი : კარგი, მას აქვს ნული გვერდი და ნული კუთხე. მოდი, ასე ყველა ფიგურას მივუწეროთ. ამ ფიგურას აქვს ოთხი გვერდი. ჩვენ კუთხეების დათვლაც შეგვიძლია. კუთხე არის ადგილი სადაც ორი გვერდი ერთმანეთს ხვდება. მაშ ასე, გვაქვს, ერთი ერთი, ორი, სამი, ოთხი კუთხე. აი, ამ ფიქგურას ასევე აქვს ოთხი გვერდი. ჩვენ ეს უკვე დავითვალეთ. მას აქვს ერთი, ორი, სამი, ოთხი კუთხე. ოთხი გვერდი და ოთხი კუთხე აქვს თითოეულს ამ ორი ფიგურიდან აი, ამას კი აქვს ნული გვერდი და ნული კუთხე. ფელი : და მწვანეს? სალი : კარგი, მოდი ვნახოთ. მას აქვს ერთი გვერდი, ორი გვერდი, სამი გვერდი, ოთხი გვერდი. და ასევე, ერთი, ორი, სამი, ოთხი კუთხე. ასე, რომ გამოდის რომ მასაც აქვს ოთხი კუთხე და ოთხი გვერდი. ფელი : ყველა ფიგურას ოთხი კუთხე და ოთხი გვერდი აქვს? სალი : არა, არა, არა, საერთოდ არა! შენ იცი, რომ ამ ფიგურას აქვს ნული გვერდი და ნული კუთხე და აი, ამ ბოლო ფიგურას საერთოდ არ ეტყობა, რომ ქონდეს ოთხი კუთხე და ოთხი გვერდი ჩვენ თუ მათ დავითვლით, ვნახავთ, რომ მას აქვს ერთი, ორი და სამი გვერდი. გამოდის, რომ ამ ფიგურას აქვს სამი გვერდი. თუ კუთხეებსაც დავითვალით, გამოვა ერთი კუთხე, ორი კუთხე და სამი კუთხე. ფელი : დიდი მადლობა ბიძა-ბიძაშვილო სალი! ყოველთვის ვიბნევი, რადგან ზუსტად არ ვიცი, შენ ჩემი ბიძა ხარ თუ ბიძაშვილი. მაგრამ ისე ბიძაშვილ სალის გეძახი. ჟურნალში წავიკითხე, რომ ფიგურების დასახარისხებლად სხვა გზებიც არსებობს. მაგალითად, დახარისხება იმის მიხედვით, აქვს თუ არა ფიგურის გვერდებს ტოლი ზომა. ამათგან, რომელს აქვს ყველა გვერდი ერთმანეთის ტოლი? სალი : კარგი, დამშვიდდი, მოდი შევხედოთ. თუ შევხვედავთ ამას, ვნახავთ, რომ მას აქვს ოთხი გვერდი. მაგრამ ჩვენ ვხედავთ,რომ ეს მწვანე გვერდი, უფრო მოკლეა, ვიდრე ეს ვარდისფერი გვერდი. აქ ოთხივე გვერდი ერთმანეთის ტოლი არ არის. მაგრამ თუ ჩვენ ამ ფიგურას დავაკვირდებით, ეს ორი გვერდი ერთი სიგრძის ჩანს. და ეს გვერდიც აი, ამ გვერდის ტოლია. ეს გვერდიც ისეთივე სიგრძისაა, როგორც ეს. გამოდის, რომ ოთხივე გვერდი ტოლი სიგრძისაა. ეს მტკიცება ამ ფიგურისთვისაც სწორია. აი, ეს გვერდი ზუსტად იგივე სიგრძისაა, რაც ეს გვერდი. და ეს გვერდი აი, ამ გვერდი ტოლია. ეს გვერდი კი ამ გვერდის ტოლი ჩანს. სამ-გვერდა ფიგურის შემთხვევაშიც ასეა. ეს გვერდი ამ გვერდის ტოლია, ხოლო აი, ეს გვერდი ამ გვერდისა. ფელი : დიდი მადლობა ბიძაშვილო სალი! მე მზად ვარ ჩემი ფიგურების კოლექციის დასახარისხებლად მაგარია! სალი : მე მიხარია, რომ შევძელი, დაგხმარებოდი!