ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:4:18

ვიდეოს აღწერა

მოცემული გვაქვს მართკუთხა პრიზმა. ის თავისი ფორმით აგურს და აკვარიუმს მოგაგონებთ. იგი შედგება ამ მცირე კუბებისაგან, თითოეული კუბის მოცულობა უდრის 1/4 გამრავლებული 1/4 გამრავლებული 1/4 ფუტზე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, მოდით ამას ასე ჩავწერ, როგორც 1/4 ფუტი გამრავლებული 1/4 ფუტზე და გამრავლებული 1/4 ფუტზე ესენია მისი: სიგრძე, სიმაღლე და სიგანე ამ მონაცემებზე დაყრდნობით მოდით ვნახოთ, რას უდრის მოცემული მართკუთხა პრიზმის მოცულობა. ალბათ სცადეთ მისი გამოთვლა. გამოთვლის რამოდენიმე ხერხი არსებობს. პირველი გზაა თითოეული ერთეული კუბის მოცულობის პოვნა და დადგენა, თუ რამდნი ასეთი ერთნაირი კუბია. ასე გავაკეთოთ. ერთეული კუბის მოცულობა უდრის 1/4 ფუტი გამრავლებული 1/4 ფუტი გამრავლებული 1/4 ფუტზე, ან 1/4 გავამრავლოთ 1/4-ზე და გავამრავლოთ 1/4 კუბურ ფუტზე მას ზოგჯერ ფიტს უწოდებენ, კუბურ ფიტს 1/4 გამრავლებული 1/4-ზე უდრის 1/16-ს. 1/16 გამრავლებული 1/4-ზე ტოლია 1/64-ის. ეს იქნება ერთი შეფარდებული 64 კუბურ ფიტთან, ანუ ეს იგივეა, რაც 1/64 კუბური ფუტი. ეხლა მოდით დავითვალოთ რამდნი კუბი გვაქვს. გავყოთ ისინი ორ ნაწილად. პირველ ფენაში გვაქვს: 1,2,3,4,5,6,7,8 ესეც ჩვენი პირველი ფენა აქვე გვავქს მეორე ფენა, აქაც იგივე რაოდენობა ანუ რვა კუბი შესაბამისად რვას დავუმატოთ რვა ტოლია 16-ის მთლიანი მოცულობა იქნება 16 გამრავლებული 1/64 კუბურ ფუტზე, ეს იგივეა, რაც 16/64 კუბური ფიტი. 16/64 უდრის 1/4-ს. გავყოთ მრიცხველი და მნიშვნელი 16-ზე ეს უდრის 1/4 კუბურ ფუტს. ესეც ჩვენი მოცულობა. არსებობს გამოთვლის სხვა ხერხებიც შეგიძლიათ სიგრძის, სიგანისა და სიმაღლის მნიშვნელობები იპოვოთ. აქ, სიგანე უდრის ორი გამრავლებული 1/4 ფუტზე, მათი ნამრავლი ტოლია 1/2 ფუტის, სიმაღლეც იგივეა. ეს იქნება ორი გამრავლებული 1/4 ფუტზე, მათი ნამრავლი ტოლია 2/4-ის ან 1/2 ფუტს სიგრძე უდრის ოთხი გამრავლებული 1/4 ფუტზე ეს ტოლია 4/4 ფუტს, რაც თავის მხრივ უდრის ერთს. მოცულობის გამოსათვლელად შეგვეძლო სიგრძე, სიგანე და სიმაღლე გადაგვემრავლებინა. ეს წერტილები ათეულს არ აღნიშნავს, ისინი უფრო ზევით არიან და გამრავლებას ნიშნავს, x-ის მაგვარი რაღაცის დაწერის თავიდან ასაცილებლად. სიგრძე უდრის ერთს სიგანე არის 1/2 ფუტი გამრავლებული 1/2-ზე და სიმაღლე არის კვლავ 1/2. მოდით ამას ასე გავაკეთებ სიმაღლე 1/2-ია. რამდენი იქნება ერთხელ 1/2 გამრავლებული 1/2-ზე? ეს იქნება 1/4. ეს არის ფუტი ესეც ფუტია და ესეც ფუტია. ფუტი გამრავლებული ფუტზე, გამრავლებული ფუტზე იქნება კუბური ფიტი 1/4 კუბური ფუტი. ორივე გზით ამოხსნისას მივიღეთ ერთი და იგივე პასუხი.