If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: გეომეტრიის საფუძვლები > თემა 6

გაკვეთილი 3: ზედაპირის ფართობი

ზედაპირის ფართობის გამოთვლა ბადის დახმარებით: სამკუთხა პრიზმა

ისწავლეთ, როგორ გამოთვალოთ სამკუთხა პრიზმის ზედაპირის ფართობი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ამ ვიდეოში მინდა ვივარჯიშოთ ფიგურების ზედაპირის ფართობის პოვნაში, მათი შლილებად გახსნის დახმარებით. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ასეთი ფიგურა, ვთქვთ, მუყაოსგან დამზადებული, და წარმოიდგინეთ, რომ დაჭერით ეს ფიგურა, მოდით, წითლად დავხატავ, უკეთ რომ ჩანდეს, აქაც გაჭერით, აქაც... და უკანაც, ამ ნახაზზე არ ჩანს ის გვერდი, თქვენი ყუთი გაიშლება ასე, ვთქვათ, გადახსენით და როცა გახსნით, უფრო მარტივი იქნება მისი ზედაპირის ფართობის გამოთვლა. თუ ამ ფიგურას გადავშლით, გამოვთვლით ამ ცალკეული ნაწილების ფართობებს. დავფიქრდეთ... ჯერ გავიგოთ, რა არის აი, ამ ნაწილის ზედაპირის ფართობი. შლილში ამ ნაწილს შეესაბამება ეს ფართობი, ეს არის სამკუთხედი, მისი ფუძეა 12 და სიმაღლე - რვა. ანუ, ეს ფართობი იქნება ერთი მეორედი გამრავლებული ფუძეზე, ანუ 12-ზე, და გამრავლებული სიმაღლეზე, ანუ რვაზე. ეს იგივეა, რაც ექვსჯერ რვა, ანუ 48, ნებისმიერ ერთეულში, ან კვადრატულ ერთეულში. ეს უნდა იყოს ფართობის ერთეული. ანუ, 48 კვადრატული ერთეული. აქ, ზევით, ზუსტად იგივე ფიგურაა. ამ ფიგურაზე ვერ ხვედავთ ამ გვერდს, მაგრამ გამჭვირვალე რომ ყოფილიყო, ეს გვერდი იქნებოდა ფიგურის უკანა მხარე. ამ გვერდის ფართობიც არის 48 კვადრატული ერთეული. ახლა შეგვიძლია ვიფიქროთ გვერდებზე. ეს არის ერთ-ერთი გვერდი, მისი სიმაღეა 14 და სიგანე 10. ეს მეორე გვერდია და მასაც იგივე სიგრძე და სიგანე აქვს. ეს სიგრძე იგივეა, რაც აქეთ, ანუ ამ გვერდის სიგრძეც 14-ია და სიგანე 10. ეს გვერდი არის აი, ეს ფიგურაზე და მეორე არის მეორე მხარეს. თითოეული მათგანის ფართობია 14-ჯერ 10, ანუ 140. ესეც 140 კვარდატული ერთეულია. და, ბოლოს, უნდა გავიგოთ ამ ფიგურის ფუძის ფართობი, აი, ეს მთლიანი მართკუთხედი, შვლილში კი - ეს ნაწილი. ამ მართკუთხედის ფართობი იქნება 12 გამრავლებული 14-ზე. ანუ, ამ ნაწილის ფართობია 12-ჯერ 14 და ვნახოთ, რამდენია ეს ნამრავლი. 12-ჯერ 12 არის 144, დამატებული კიდევ 24 არის 168. სულ ფართობი არის... ვნახოთ, თუ ამას და ამას შევკრებთ, მივიღებთ 96-ს, 96 კვადრატული ერთეული, ორი მაჯენდა, ანუ გვერდები, 140-ს დამატებული 140, სულ 280. 280 და შემდეგ ფუძე, რომლის ფართობიცაა 168. იგივე ფერით დავწეროთ, 168... შევკრიბოთ ეს რიცხვები და მივიღებთ მთლიანი ფიგურის ზედაპირის ფართობს. ძალიან სასარგებლო იყო ამ ფიგურის გაშლა, რადგან ასე ყველა გვერდს კარგად ვხედავთ. არ დაგვჭირდა გონებაში ფიგურის მობრუნება, თუმცა ასეც შეიძლებოდა. ესე იგი, ექვსს დამატებული ნული და დამატებული რვა არის 14. გადავაჯგუფოთ ერთი ათეული ათეულების ადგილას, ეს არის ერთი ათეული, ერთს დამატებული ცხრა არის ათი, დამატებული რვა არის 18, დამატებული ექვსი არის 24, და შემდეგ გვაქვს ორს დამატებული ორი და დამატებული ერთი, ანუ სულ ხუთი. ანუ, ამ ფიგურის ზედაპირის ფართობი არის 544 კვადრატული ერთეული.