If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: გეომეტრიის საფუძვლები > თემა 6

გაკვეთილი 3: ზედაპირის ფართობი

ზედაპირის ფართობი გამეორება

გაიმეორეთ ზედაპირის ფართობი და ივარჯიშეთ ამოცანებზე.

რა არის ზედაპირის ფართობი?

ზედაპირის ფართობი არის იმ სივრცის ოდენობა, რომელიც სამგანზომილებიან ფიგურას გარედან ფარავს.

ზედაპირის ფართობის პოვნა

ზედაპირის ფართობის გამოსათვლელად სამგანზომილებიანი ფიგურის ყველა წახნაგი უნდა შევკრიბოთ.
გინდათ, მეტი გაიგოთ ზედაპირის ფართობის პოვნის შესახებ? ნახეთ ეს ვიდეო.

მაგალითი: მართკუთხა პრიზმა

იპოვეთ ქვემოთ მოცემული წესიერი მართკუთხა პრიზმის ზედაპირის ფართობი.
მოდით, დავხაზოთ მართკუთხა პრიზმის ბადე.
თითოეული წახნაგი მართკუთხედია, გვერდებით 4 და 1,5.
მართკუთხედის ფართობი=სიგრძესიგანე=41,5=6
ორივე წახნაგის ჯამური ფართობია 26=12.
ზედა და ქვედა ორივე მართკუთხედია, გვერდებით 4 და 5.
მართკუთხედის ფართობი=სიგრძესიგანე=45=20
ქვედა და ზედა წახნაგების ჯამური ფართობია 220=40.
წინა და უკანა ორივე მართკუთხედია, გვერდებით 1,5 და 5.
მართკუთხედის ფართობი=სიგრძესიგანე=1,55=7,5
უკანა და წინა წახნაგების ჯამური ფართობია 27,5=15.
მოდით, შევკრიბოთ ფართობები და ვიპოვოთ ზედაპირის ფართობი.
ზედაპირის ფართობი=12+40+15=67
მართკუთხა პრიზმის ზედაპირის ფართობია 67 ერთეული2.

პრაქტიკა

ამოცანა 1
იპოვეთ ქვემოთ მოცემული კვადრატული პირამიდის ზედაპირის ფართობი.
  • თქვენი პასუხი უნდა იყოს
  • მთელი რიცხვი, როგორიცაა 6
  • გამარტივებული წესიერი წილადი, მაგალითად 3/5
  • გამარტივებული არაწესიერი წილადი, მაგალითად 7/4
  • შერეული რიცხვი, როგორიცაა 1 3/4
  • ზუსტი ათწილადი, მაგალითად 0.75
  • pi-ს ჯერადი, როგორიცაა 12 pi ან 2/3 pi
ერთეული2

გინდათ, გააკეთოთ მეტი ამოცანა ზედაპირის ფართობზე? ნახეთ ეს სავარჯიშო.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.