If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:3:51

ვიდეოს აღწერა

ABCD მართკუთხედი აგებულია კოორდინატთა სიბრტყეზე. მოცემულია მართკუთხედის წვეროები და აქ მოცემულია მართკუთხედის წვეროები. მოცემული კოორდინატების მიხედვით, რას უდრის მართკუთხედის AD გვერდის სიგრძე? მოდით ავაგოთ მართკუთხედი, ეს გვერდის გაგების ერთ-ერთი გზაა. ყველა წერტილი პირველ მეოთხედზეა აგებული. ამიტომ ყურადღებას პირველ მეოთხედზე გავამახვილებ. ვთქვათ ეს არის ჩემი y ღერძი. და ახლა დავხატავ x ღერძს. ჩემი x ღერძი. მე მინდა ყურადღება გავამახვილო წერტილებზე A და D. რადგან ჩვენ უნდა ვიპოვოთ გვერდის სიგრძე A წერტილიდან D წერტილამდე. წერტილი A-- სხვა ფერს გამოვიყენებ. A წერტილის კოორდინატებია: x უდრის შვიდს და y უდრის ერთს. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 x უდრის შვიდს. y უდრის ერთს. აი აქ არის A წეეტილი. წერტილი A. მოდი დავაწერ. სად არის წერტილი D? D წერტილს აქვს იგივე x-კოორდინატი. მაგრამ მისი y-კოორდინატი უფრო მაღლაა. მისი y-კოორდინატია ექვსი, ხუთით უფრო მაღლაა D წერტილის კოორდინატებია x არის შვიდი, y არის ექვსი. y არის 1, 2, 3, 4, 5, და 6. y უდრის ექვს და ჩვენ შეგვიძლია დავხატოთ წერტილი აი აქ იქნება წერტილი, ეს არის D წერტილი. ჩვენ შეგვიძლია შევაერთოთ ისინი ხაზით და მართკუთხედის გვერდად ვაქციოთ. მოდით ამას ასე დავხატავ მე ჯერ არც კი დავხატე მთელი მართკუთხედი, მაგრამ ამ ორი წერტილის აგებით ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ AD გვერდის სიგრძე x არ იცვლება A-დან D-მდე, მაგრამ y იზრდება ხუთით. თავიდან y უდრის ერთს, მერე y უდრის ექვსს. y-ის ცვლილება უდრის ხუთს. რა არის ამ გვერდის სიგრძე? ხუთი. ეს იქნება რომელიმე ხუთი ერთეული. AD გვერდის სიგრძე არის ხუთი. ჩვენ გადავედით შვიდი და ერთიდან წერტილზე შვიდი და ექვსი. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის მართკუთხედი ამიტომ შეგვიძლია სიამოვნებისთვის მთლიანი მართკუთხედი ავაგოთ. B წერტილის კოორდინატებია: x უდრის ხუთს და y უდრის ერთს. მე დავხატავ ამას, უბრალოდ გასართობად. ჩვენ უკვე ამოვხსენით ამოცანა, x არის ხუთი, y არის ერთი. ეს იქნება აი აქ ეს არის წერტილი B, მოდი დავაწერ: B წერტილის კოორდინატებია ხუთი და ერთი. და ასევე გვაქვს წერტილი C --სხვა ფერს გამოვიყენებ. C წერტილის კოორდინატებია: x არის ხუთი, y არის ექვსი. x არის ხუთი, y არის ექვსი. წერტილი C არის აი აქ. C წერტილის კოორდინატებია x არის ხუთი და y არის ექვსი. და შეგვიძლია ყველა წერტილი შევაერთოთ თუ გვინდა და ვნახოთ, არის თუ არა ეს მართკუთხედი. შევაერთებ ამ წერტილებს, ამ ორ წერტილს შევაერთებ. და მერე ამ ორს შევაერთებ. და ვხედავთ, რომ მართლაც მართკუთხედია. ჩვენ დიდი ხნის წინ ვიპოვეთ პასუხი, რომ AD გვერდის სიგრძეა ხუთი. თუ სხვა გვერდების სიგრძეები გვაინტერესებს, მაგალითად გვერდის BA, ეს უდრის ორს, განსხვავება x კოორდინატებში. ჰორიზონტალური მიმართულებით, x მიმართულებით განსხვავება ორს უდრის და ხუთის ტოლი განსხვავება y მიმართულებით. თავიდან y უდრის ერთს, მერე y უდრის ექვსს. ჩვენ გავარკვიეთ მართკუთხედის ყველა განზომილება.