If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:2:22

ვიდეოს აღწერა

მე დავაკოპირე ეს ამოცანა ხანის აკადემიის სავარჯიშოებიდან. დაალაგეთ მოცემული გამოსახულებები უმცირესიდან უდიდესამდე ქვემოთ მოცემულ მართკუთხედზე დაფუძვნებით. ანუ ჩვენ უნდა გავარკვიოთ თუ რას უდრის y, z და x და დავალაგოთ ისინი. პირველ რიგში ვნახოთ y. და ეს დამაბნევებელია, რადგან ისინი იყენებენ y-ს იმისათვის, რომ აღნიშნონ ამ წერტილის x-კოორდინატი. ამ წერტილის x-კოორდინატი. შეგვიძლია თუ არ გავიგოთ, რას უდრის ამ წერტილიტ x-კოორდინატი? ეს არის მართკუთხედი. ამ წერტილის x-კოორდინატი უნდა უდრიდეს ამ წერტილის x-კოორდინატს. ისინი ერთ ვერტიკალურ ხაზზე იმყოფებიან ნახატის მიხედვით. თუ ამის x-კოორდინატია-- x უდრის ოთხს მაშინ ამის x-კოორდინატიც იქნება ოთხი. და ჩვენ გამოვიყენეთ y ცვლადი x-კოორდინატისათვის, რაც ცოტა უცნაურია, მაგრამ ეს წერტილი იქნება ოთხი, მძიმე, შვიდი. y უდრის ოთხს. ახლა ვნახოთ თუ რისი გარკვევა შეგვიძლია z-ზე. z არის y-კოორდინატი -- სხვა ფერს გამოვიყენებ z არის ამ წერტილის y-კოორდინატი. სხვა რომელ წერტილს ექნება იგივე y-კოორდინატი? ეს წერტილი უნდა იყოს იმავე დონეზე ვერტიკალურთან მიმართებით, ისინი ერთ ჰორიზონტალურ ხაზზე იქნებიან. ამიტომ ამას ექნება იგივე y-კოორდინატი რაც აი ამ წერტილს. ამ წერტილის y-კოორდინატია სამი. ამიტომ ამ წერტილის y-კოორდინატი იქნება სამი. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ z არის სამი. ანუ ეს უდრის სამს. და საბოლოოდ უნდა გავარკვიოთ რას უდრის x და x არის x-კოორდინატი. --სხვა ფერს ავიღებ x არის ამ წერტილის x-კოორდინატი. ამ წერტილის x-კოორდინატი იქნება იგივე რაც ამ წერტილის x-კოორდინატი, რომელიც უდრის ორს. ისინი ერთ ვერტიკალურ ხაზზე არიან. ისინი არიან ხაზზე, რომელიც მდებარეობს x უდრის ორზე. ამიტომ x იქნება ორის ტოლი. ეს არის x-კოორდინატი და ასევე ცვლადი x. ეს იქნება ორის ტოლი. თუ ჩვენ გვინდა მათი დალაგება უმცირედისან უდიდესამდე x არის ყველაზე პატარა, შემდეგ გადავალთ-- სინამდვილეში ია ყველაფერი იმის საპირისპიროა, რაც ჩვენ გვინდა. x, შემდგომ z, შემდგომ y. 2, მერე 3, მერე 4. მოდით სავარჯიშოს გაჩვენებთ და შევამოწმოთ ჩვენი პასუხი. x არის ყველაზე პატარა, შემდგომ z არის შუაში, და y არის ყველაზე დიდი. შევამოწმოთ ჩვენი პასუხი. სწორია.