If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: გეომეტრიის საფუძვლები > თემა 4

გაკვეთილი 5: ოთხკუთხედები საკოორდინატო სიბრტყეზე

პარალელოგრამის ფართობი საკოორდინატო სიბრტყეზე

ისწავლეთ, როგორ იპოვოთ პარალელოგრამის ფართობი საკოორდინატო სიბრტყეზე.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ვნახოთ, თუ შევძლებთ ამ პარალელოგრამის ფათობის პოვნას. მოგიწოდებთ, დააპაუზოთ ვიდეო და ნახოთ, თავად თუ გააკეთებთ. უნდა გავიხსენოთ, რომ პარალელოგრამის ფართობია ფუძე... მოდით, სხვა ფერით დავწერ, ფართობია ფუძე... მოდით ამასაც სხვა ფერით დავწერ, ფუძე გამრავლებული პარალელოგრამის სიმაღლეზე. გამრავლებული სიმაღლეზე... ფართობი ფუძისა და სიმაღლის ნამრავლის ტოლია. რომელი გვერდი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ფუძე? მაგალითად, ეს გვერდი. ეს იყოს ფუძე. და რა არის ამ ფუძის სიგრძე? ჩვენ გადავადგილოდით ვერტიკალური მიმართულებით, დავიწყეთ იმ წერტილიდან, სადაც y ხუთის ტოლია და ჩამოვედით მინუს შვიდამდე. ანუ, ფუძის სიგრძეა 12: ხუთი x ღერძს ზევით და შვიდი x ღერძს ქვევით, ჯამში 12. შეგვიძლია დავითვალთ: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12. ანუ, ეს არის ჩვენი ფუძე. დავწეროთ: ფუძე არის 12. და ახლა ვნახოთ რა შეიძლება იყოს სიმაღლე. შეგვიძლია, სიმაღლედ განვიხილოთ აი, ეს მონაკვეთი. რა არის მისი სიგრძე? ნათლად ჩანს, რომ სიმაღლე არის ოთხი. ალბათ ცოტა უცნაურად გეჩვენებათ, რაგდან საერთოდ, როცა ვსაურბრობთ სიმაღლეზე, ვგულისხმობთ, რამდენად მაღალია რაღაც. შეგიძლიათ, გონებაში მოატრიალოთ ეს პარალელოგრამი ისე, რომ ფუძე აღმოჩნდეს ქვევით და მაშინ სიმაღლე იქნება ჩვეულებრივად. ანუ, h ტოლია ოთხის. ამის შემდეგ კი ყველაფერი ძალიან მარტივია. ფართობი იქნება 12, ანუ ფუძის სიგრძე, გამრავლებული სიმაღლეზე, ანუ ოთხზე და ეს ნამრავლი არის 48. 48 კვადრატული ერთეული.