If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: გეომეტრიის საფუძვლები > თემა 4

გაკვეთილი 1: საკოორდინატო სიბრტყე: პირველი მეოთხედი

წერტილების მონიშვნა - მიმოხილვა (მხოლოდ დადებითი რიცხვებისთვის)

მიმოვიხილოთ წერტილების მონიშვნა და წერტილების პოვნა საკოორდინატო სიბრტყის პირველ მეოთხედში.  შემდეგ სცადეთ სავარჯიშო ამოცანები. 

წერტილების მონიშვნა საკოორდინატო სიბრტყეზე

საკოორდინატო სიბრტყეზე წერტილები განისაზღვრებიან კოორდინატებით, რაც ასეთი ფორმით იწერება (x,y).
x–კოორდინატი წარმოადგენს მნიშვნელობას  ჰორიზონტალურ ღერძზე.
y–კოორდინატი წარმოადგენს მნიშვნელობას ვერტიკალურ ღერძზე.
მაგალითი:
მონიშნეთ წერტილი (6,4).
(6,4)-ის შემთხვევაში x კოორდინატია 6 და y კოორდინატია 4.
პირველ რიგში, ვიპოვოთ 6 x ღერძზე:
ახლა ავდივართ 4-ზე y ღერძზე და მოვნიშნავთ წერტილს (6,4):
გინდათ, უფრო მეტი ისწავლოთ წერტილების მონიშვნის შესახებ? ნახეთ ეს ვიდეო.
გინდათ, ისწავლოთ უარყოფითი რიცხვების მონიშვნის შესახებაც? ნახეთ ეს სტატია.

სავარჯიშოები 1: წერილების მონიშვნა

ამოცანა 1A
მონიშნეთ წერტილი (1,5).

გინდათ, უფრო მეტი ასეთი ამოცანა გააკეთოთ? ნახეთ ეს სავარჯიშო.

წერტილების პოვნა

მოცემული წერტილის კოორდინატების (ანუ, კოორდინატთა წყვილის) დასადგენად, ჩვენ უნდა დავითვალოთ, თუ რა მანძილითაა დაშორებული წერტილი ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად საკოორდინატო სათავიდან (0, 0).
მაგალითი:
გამოიყენეთ ეს საკოორდინატო სიბრტყე მოცემული წერტილის კოორდინატთა წყვილის საპოვნელად.
დავიწყოთ მანძილის დათვლით (0,0)–იდან x–ღერძზე მოცემულ წერტილამდე:
წერტილი საკოორდინატო სათავიდან მარჯვნივ 3 ერთეულითაა დაშორებული.
ახლა დავთვალოთ მანძილი (0,0)-დან y ღერძზე მოცემულ წერტილამდე:
წერტილი საკოორდინატო სათავიდან მაღლა 1 ერთეულითაა დაშორებული.
წერტილის კოორდინატებია (3,1).

სავარჯიშოები 2: წერტილების პოვნა

ამოცანა 2A
რა არის ქვემოთ მონიშნული წერტილის x–კოორდინატი?
  • თქვენი პასუხი უნდა იყოს
  • მთელი რიცხვი, როგორიცაა 6
  • გამარტივებული წესიერი წილადი, მაგალითად 3/5
  • გამარტივებული არაწესიერი წილადი, მაგალითად 7/4
  • შერეული რიცხვი, როგორიცაა 1 3/4
  • ზუსტი ათწილადი, მაგალითად 0.75
  • pi-ს ჯერადი, როგორიცაა 12 pi ან 2/3 pi

გინდათ, უფრო მეტი ასეთი ამოცანა გააკეთოთ, ნახეთ ეს სავარჯიშოები: კოორდინატების დადგენა
წერტილების პოვნა

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.