If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

წრის ფართობი

წრის ფართობი არის pi გამრავლებული რადიუსის კვადრატზე (A = π r²). ისწავლეთ ამ ფორმულის გამოყენება წრის ფართობის საპოვნელად, როდესაც მოცემული გაქვთ დიამეტრი. შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

დანადგარი აკეთებს წრის დისკის ფორმის შოკოლადის ვაფლებს. თითეული ვაფლის დიამეტრია 16 მილიმეტრი. რამდენია ვაფლის ფართობი? ანუ ვაფლი არის წრიული დისკის ფორმის და მისი დიამეტრია 16 მილიმეტრი. წრის გასწვრივ დავხატავ წრფეს, რომელიც გადის წრის ცენტრზე. ამ ხაზის სიგრძე არის 16 მილიმეტრი. ანუ დიამეტრი არის 16 მილიმეტრი. გვეუბნებიან, გავიგოთ ამ ვაფლის ფართობი. ანუ, ამ წრის ფართობი უნდა გავიგოთ. როცა ფართობზე ვფიქრობთ, ვიცით, რომ წრის ფართობია პი გამრავლებული რადიუსის კვადრატზე. მათ მოგვცეს დიამეტრი, მაშინ, რა იქნება რადიუსი? ალბათ გახსოვთ, რომ რადიუსი დიამეტრის ნახევარია. ეს არის ამ წრეწირის ცენტრიდან მის საზღვრამდე მანძილი. ანუ, მანძილი აი, აქამდე. რაც ზუსტად დიამეტრის ნახევარია, ანუ რვა მილიმეტრი. ანუ, სადაც რადიუსს ვხედავთ, ჩავსვათ რვა მილიმეტრი. ფართობი იქნება პი გამრავლებული რვის კვადრატზე. ეს არის 64 კვადრატული მილიმეტრი. უმეტესად, პის 64-ის შემდეგ წერენ. ალბათ ხშირად გინახავთ ასე, 64 პი მილიმეტრი კვადრატში. ეს არის პასუხი: 64 პი კვადრატული მილიმეტრი. ზოგჯერ არ არის საკმარისი პასუხის ასე დატოვება. შეგვიძლია ვთქვათ, რა რიცხვთანაა ეს პასუხი ახლოს. შეგვიძლია გამოვიყენოთ პის მიახლოებითი სიდიდე. ყველაზე ახლოს პისთან, 3.14 ანუ, შეგვიძლია დავწეროთ, რომ ეს ტოლია 64 გამრავლებული 3.14-ზე კვადრატული მილიმეტრის. შეგვიძლია კალკულატორით გამოვთვალოთ, რამდენია ეს. 64 გამრავლებული 3.14-ზე არის 200.96 ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფართობი დაახლოებით არის 200.96 კვადრატული მილიმეტრი. თუ გვინდა უფრო ზუსტი გამოსახვა, პი ხომ უსასრულოდ გრძელდება, შეგვიძლია დავწეროთ 64 და შემდეგ მოვძებნოთ პი კალკულატორზე, აი, ეს ყვითელი ღილაკია ახლა ვიყენებთ კალკულატორში ჩაწერილ პის მნიშვნელობას, ამიტომ ის უფრო ზუსტი იქნება, ვიდრე რაც ჩვენ დავწერეთ. მივიღეთ 201.06, დამრგვალებული მეასედებამდე. ანუ, უფრო ზუსტი პასუხია 201.06 კვადრატული მილიმეტრი. ეს უფრო ახლოსაა სწორ პასუხთან, რადგან გამოვიყენეთ კალკულატორის მონაცემები, რაც უფრო ზუსტია, ვიდრე ეს უხეში მიახლოება პისთან.