If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:3:49

ვიდეოს აღწერა

რა არის ამ ფიგურის ფართობი? ამ ფიგურას ფრანსაც უწოდებენ, თავისი ფორმიდან გამომდინარე. აქ რომ თოკი მიგებათ, სანაპიროზე ფრენა მოგინდებოდათ. სხვა თვალით თუ შევხედავთ ფრანს, ის ოთხკუთხედია, სიმეტრიული დიაგონალის მიმართ. სწორედ აქ არის ოთხკუთხედის დიაგონალი. ფიგურა მის გარშემო სიმეტრიულია. ზემოთა და ქვემოთა ნაწილები სარკეში არეკლილი სურათებივითაა. ვიფიქროთ, როგორ დავადგინოთ მისი ფართობი. მოცემულია ფრანის სიგანე და სიმაღლე. თუ გვერდულად შევხედავთ ეს იქნება სიმაღლე და რვა სანტიმეტრი - სიგანე. ზომები მოცემულია, როგორ უნდა ვიპოვოთ ფართობი? ამის გასაგებად მოდი, დავაკოპიროთ ფრანის ნახევარი. ეს არის ფრანის ქვედა ნაწილი. ხოლო ზედა ნაწილი მოდი დავყოთ სხვადასხვა სეგმენტებად. აქ გვაქვს პატარა წითელი სეგმენტი. ვეცდები, რომ გავაფერადო, რათა გამოვყოთ ის სხვა ნაწილებისგან. ამ ხაზს გავაფერადებ მწვანედ და იასამნისფრად. წარმოიდგინეთ, რომ ავიღეთ ეს პატარა სამკუთხედი. ხოლო ამას ლურჯად გავაფერადებ. შემდეგ სურათს მივიღებთ. ვცდი, რომ კარგად გავაფერადო. შემდეგ ეს სეგმენტი გავაკეთოთ, ამას ნარინჯისფრად გავაფერადებ. მოდი, დავიწყოთ წითელი სამკუთხედის ანალიზი. წარმოიდგინე, რომ გადმოვაბრუნეთ სამკუთხედი და ჩამოვიტანეთ ქვემოთ. რას მივიღებდით? მწვანე ნაწილი აქ იქნება, ეს მოვარდისფრო მხარე მაინც ქვემოთაა. წითელი სამკუთხედი დაახლოებით ასე გამოიყურება. მოდი, იგივე გავაკეთოთ ლურჯ სამკუთხედზეც. გადმოვაბრუნოთ და ქვემოთ ჩამოვიტანოთ. ეს მწვანე ხაზი იქნება აქ. და ნარინჯისფერი ხაზი ახლა აქ იქნება. ლურჯიც მსგავსად გადმოგვაქვს. მიზეზი, რატომაც ვიცით, რომ ზუსტად ჯდება არის სიმეტრიის ხაზი დიაგონალზე. ამიტომაც ეს მანძილები ტოლი იქნება. ამგვარად ისინი ზუსტად ერგება. მას შემდეგ რაც მართკუთხედი ავაგეთ, რომელიც სიგანეში 14 სანტიმეტრია, და არა რვა სანტიმეტრი სიმაღლეში, არამედ მისი ნახევარი. ანუ ოთხი სანტიმეტრი. და ვიცით, როგორ ვიპოვოთ ფართობი. ეს იქნება ოთხი გამრავლებული 14-ზე. ანუ ფართობს მივიღებთ ოთხჯერ 14-ს, რაც იქნება 56-ის ტოლი. ესე იგი თუ გვჭირდება ფრანის ფართობის გაგება, უნდა ავიღოთ ერთი მეორედი სიგანის გამრავლებული სიმაღლეზე, ან ერთი მეორედი სიმაღლის სიგანეზე. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.