If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ნაწილების გადანაცვლების გზით ფართობის პოვნა

ზოგჯერ, გეომეტრიული ფიგურების ნაწილების გადაადგილება გვეხმარება მისი ფართობის პოვნაში. აქ სწორედ ამას გავაკეთებთ. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

დახაზული გვაქვს ოთხი ოთხკუთხედი. მინდა ამ მწვანე ოთხკუთხედს დავუკვირდეთ. დააპაუზეთ ვიდეო და მოიფიქრეთ, რომელ ფიგურას შეიძლება ჰქონდეს იგივე ფართობი, რა ფართობიც აქვს მწვანე ოთხკუთხედს? დააპაუზეთ ვიდეო და დაუფიქრდით. დავუშვებ, რომ უკვე სცადეთ. დავუფიქრდეთ, მოდით ასე გავაკეთოთ, გადავაადგილოთ მწვანე ოთხკუთხედის ნაწილები, რათა მეტად დავამგვანოთ სხვა ოთხკუთხედებს. მაგალითად, აქ თუ წყვეტილ ხაზებს გავუსვამთ, ჩანს, რომ მწვანე ფიგურა შედგენილია სამკუთხედის, მართკუთხედის და კიდევ ერთი სამკუთხედისგან. ამ სამკუთხედებში საინტერესო ისაა, რომ მათ თანაბარი ფართობი აქვთ. თითოეულის ფართობი ამ მართკუთხედის ფართობის ნახევარია. ამ ფერის იყოს. ამ სამკუთხედების ფართობები ამ მართკუთხედის ფართობის ნახევრებია. თუ ამისი წარმოდგენა რთულია, წარმოიდგინეთ ამობრუნებული ქვედა ნაწილი. დაახლოებით ასე. თუ ამოვატრიალებთ ამ მონაკვეთის მიმართ, იქნება დაახლოებით ასეთი. ვცადე კარგად დამეხატა, დაახლოებით ასეთი იქნება. შემდეგ კი გადავიტანოთ და ჩავსვათ აქ. ამას პლუს ეს შეავსებს ამ ადგილს. ესეიგი, საწყის მწვანე ტრაპეციას, თუ ზედა სამკუთხედს ქვემოთ გადმოვიტანთ, აქვს იგივე ფართობი რაც მართკუთხედს, რომლის სიმაღლეა ოთხი, სიგრძე კი ხუთი. ანუ ამისი ფართობი და ტრაპეციის ფართობი ტოლია. ისევ, როგორ გავაკეთეთ ეს? ავიღეთ ზედა ნაწილი, ამოვაბრუნეთ და გადავიტანეთ აქ. გამოვიდა, რომ ასე მართკუთხედი მიიღება. თუ გვინდა გავიგოთ ფიგურის ფართობი, შეგვიძლია დავთვალოთ კვადრატები. მოდით ცოტა უფრო მარტივად გავაკეთებ. გვაქვს 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, და 20. ამდენი ერთეულოვანი კვადრატი გამოგივიდა. ვიცით, რომ ამისთვის უფრომ მარტივი ხერხიცაა. შეგვიძლია სიმაღლე გავამრავლოთ სიგრძეზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამისი სიმაღლეა 1, 2, 3, 4, ხოლო სიგრძე - 1, 2, 3, 4, 5. ოთხჯერ ხუთი მოგვცემს 20 ერთეულოვან კვადრატს. ეს იქნება ტრაპეციის ფართობი კვატრატულ ერთეულებში. ახლა კი ვნახოთ რომელი ფიგურა შეესაბამება მწვანეს. ვთქვათ, ვარდისფერი. რომც არ ჩავთვალოთ ეს ქვედა ნაწილი, ზედას თუ მოვაშორებთ, დაგვრჩება მართკუთხედი სიმაღლით ოთხი და სიგრძით ხუთი, ანუ მხოლოდ ამ ზედა ნაწილის ფართობი უდრის 20-ს, რაც იგივეა, რაც ეს ფიგურა, ამიტომ ვარდისფერ ფიგურას მეტი ფართობი აქვს ვიდრე მწვანე ტრაპეციას. ლურჯი მართკუთხედი არის სამი ხუთზე, ანუ მისი ფართობია 15 კვადრატული ერთეული. წითელი საინტერესო ჩანს. სიმაღლეა 1, 2, 3, 4, ხოლო სიგრძე - 1, 2, 3, 4, 5. ოთხჯერ ხუთი არის 20 კვადრატი. წითელ მართკუთხედს აქვს იგივე ფართობი, რაც მწვანე ტრაპეციას.