თუ თქვენ ხედავთ ამ შეტყობინებას, ესე იგი საიტზე გარე რესურსების ჩატვირთვისას მოხდა შეფერხება.

If you're behind a web filter, please make sure that the domains *.kastatic.org and *.kasandbox.org are unblocked.

ძირითადი მასალა

კურსი: გეომეტრიის საფუძვლები > თემა 5

გაკვეთილი 2: მართკუთხედების ფართობი

მართკუთხედის ფართობი (მიმოხილვა)

მიმოვიხილოთ მართკუთხედის ფართობის საფუძვლები და ვივარჯიშოთ ამოცანების ამოხსნაში.

რა არის ფართობი?

ფართობი არის ორგანზომილებიანი ფიგურის შიგნით არსებული სივრცე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ფართობი არის სრული სივრცე, რომელსაც ფიგურა ფარავს.
მაგალითად, ქვემოთ მოცემული მართკუთხედის ფართობია 12 კვადრატული ერთეული, რადგან ის ფარავს 12 კვადრატულ ერთეულს.
გინდათ, მეტი ისწავლოთ ფართობის ცნებაზე? ნახეთ ეს ვიდეო.

მართკუთხედის ფართობის ფორმულა

მართკუთხედის ფართობის საპოვნელად მართკუთხედის სიგრძეს ვამრავლებთ მართკუთხედის სიგანეზე.
მართკუთხედის ფართობი=სიგრძე×სიგანე
გინდათ, რომ იცოდეთ, რატომ მუშაობს ეს ფორმულა? ნახეთ ეს ვიდეო.

მაგალითი 1:

ფართობი=სიგრძე×სიგანე
ფართობი=6×2
ფართობი=12 კვადრატული ერთეული

მაგალითი 2:

ფართობი=სიგრძე×სიგანე
ფართობი=7×4
ფართობი=28 კვადრატული ერთეული

სავარჯიშოები 1: გაამრავლეთ, რომ იპოვოთ ფართობი

ამოცანა 1A
რას უდრის მართკუთედის ფართობი?
  • თქვენი პასუხი უნდა იყოს
  • მთელი რიცხვი, როგორიცაა 6
  • გამარტივებული წესიერი წილადი, მაგალითად 3/5
  • გამარტივებული არაწესიერი წილადი, მაგალითად 7/4
  • შერეული რიცხვი, როგორიცაა 1 3/4
  • ზუსტი ათწილადი, მაგალითად 0.75
  • pi-ს ჯერადი, როგორიცაა 12 pi ან 2/3 pi
კვადრატული ერთეული

გინდათ, რომ კიდევ ამოხსნათ ამოცანები მართკუთხედის ფართობზე? ნახეთ ეს სავარჯიშო:
მართკუთხედის ფართობი

სავარჯიშოები 2: დაითვალეთ კვადრატული ერთეულები, რომ იპოვოთ ფართობი

ამოცანა 2A
რა არის ფიგურის ფართობი? ბადის თითოეული კვადრატი 1×1 ერთეულოვანი კვადრატია.
  • თქვენი პასუხი უნდა იყოს
  • მთელი რიცხვი, როგორიცაა 6
  • გამარტივებული წესიერი წილადი, მაგალითად 3/5
  • გამარტივებული არაწესიერი წილადი, მაგალითად 7/4
  • შერეული რიცხვი, როგორიცაა 1 3/4
  • ზუსტი ათწილადი, მაგალითად 0.75
  • pi-ს ჯერადი, როგორიცაა 12 pi ან 2/3 pi
კვადრატული ერთეული

სავარჯიშოები: გამოწვევები

ამოცანა 3A
კატისა და ჩიტის სურათის ფართობია 56 კვადრატული სანტიმეტრი. სურათის სიმაღლეა 7 სანტიმეტრი.
რას უდრის სურათის სიგანე?
  • თქვენი პასუხი უნდა იყოს
  • მთელი რიცხვი, როგორიცაა 6
  • გამარტივებული წესიერი წილადი, მაგალითად 3/5
  • გამარტივებული არაწესიერი წილადი, მაგალითად 7/4
  • შერეული რიცხვი, როგორიცაა 1 3/4
  • ზუსტი ათწილადი, მაგალითად 0.75
  • pi-ს ჯერადი, როგორიცაა 12 pi ან 2/3 pi
სანტიმეტრი

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.