If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: გეომეტრიის საფუძვლები > თემა 5

გაკვეთილი 7: წრის ფართობი და წრეწირი

წრეწირის პოვნა, როცა მოცემულია წრის ფართობი

ისწავლეთ, როგორ იპოვოთ წრერირის გარშემოწერილობა, მანძილი წრეწირის ირგვლივ, როცა მოცემული გაქვთ მისი ფართობი. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

თუ ვიცით რომ წრის ფართობი არის 36 პი, ანუ ფართობი 36 პია, შეგვიძლია გავიგოთ რა არის წრეწირის სიგრძე? გირჩევთ გააჩეროთ ვიდეო და თავად დაფიქრდეთ ამ კითხვაზე. მაშ ასე, ფართობიდან შეგვიძლია გავიგოთ წრის რადიუსი და რადიუსიდან უკვე წრეწირის სიგრძესაც გავიგებთ. ვიცით ფართობი, რომელიც 36 პი-ს ტოლია რაც უდრის პი გამრავლებული რადიუსის კვადრატზე. თუ გავყოფთ, მოდით უფრო გარკვევით დავწერ, სხვა ფერით. გვაქვს ტოლობა პი გამრავლებული რადიუსის კვადრატზე ტოლია 36 პი-ს. თუ გვინდა რადიუსის პოვნა, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ არის ტოლობის ორივე მხარე გავყოთ პი-ზე. დაგვრჩება, რომ რადიუსის კვადრატი ტოლია 36-ის. თუ მას ამოვხსნით, როგორც არითმეტიკული განტოლებას, ვიტყვით, რომ კვადრატული ფესვი 36-დან იქნება უარყოფითი და დადებითი რიცხვები. რადიუსი შეიძლება იყოს პლუს ან მინუს ექვსი, მაგრამ რადიუსი მანძილია და დადებითი მნიშვნელობა გვაინტერესებს. მაშასადამე, თუ ამოვიღებთ 36-დან კვადრატულ ფესვს, მივიღებთ ექვსის ტოლ რადიუსს. აქედან შეგვიძლია წრეწირის სიგრძის გამოთვლა. წრეწირის სიგრძე ტოლია ორი პი გამრავლებული რადიუსზე. ამ შემთხვევაში რადიუსი ექვსის ტოლია. სიგრძე ტოლია ორი პი გამრავლებული ექვსზე, რაც 12 პი-ს უდრის. ცალსახაა. ფართობი 36 პია, რაც არის პი გამრავლებული რადიუსის კვადრატზე. გავიგეთ რომ რადიუსი ექვსის ტოლია. და რომ წრეწირის სიგრძე 12 პი-ს უდრის.