If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: გეომეტრიის საფუძვლები > თემა 2

გაკვეთილი 5: ვერტიკალური დამატებითი და 180 გრადუსამდე შემავსებელი კუთხეები

ვერტიკალური კუთხეების მიმოხილვა

მიმოვიხილოთ ვერტიკალური კუთხეების საფუძვლები და ვივარჯიშოთ ამოცანების ამოხსნაში.

ვერტიკალური კუთეები

ვერტიკალური კუთხეები არის ორი წრფის გადაკვეთისას მოპირდაპირე კუთხეები.
მაგალითად, შემდეგ დიაგრამაში AXD და BXC ვერტიკალური კუთხეებია:
გინდათ, მეტი ისწავლოთ ვერტიკალური კუთხეების შესახებ? ნახეთ ეს ვიდეო.

პრაქტიკა

ამოცანა 1A
არის თუ არა APD და CPB ვერტიკალური კუთხეები?
ყველა მონაკვეთი, რომელიც სწორი ჩანს, სწორია.
აირჩიეთ 1 პასუხი:

გინდათ, მეტი ასეთი ამოცანა სცადოთ? ნახეთ ეს სავარჯიშო.

გამოიყენეთ ვერტიკალური კუთხეები, რომ იპოვოთ უცნობი კუთხის ზომა

მოდით, ვნახოთ მაგალითი.
რა არის x კუთხის ზომა?
მოდით, თავიდან ვიპოვოთ ვარდისფერი კუთხის ზომა:
ვარდისფერი და ლურჯი კუთხეების ჯამი არის 180, რადგან ისინი 180 გრადუსამდე შემავსებელი კუთხეებია და გაშლილ კუთხეს ქმნიან.
ვარდისფერი კუთხე=180121=59
ვარდისფერი და მწვანე კუთხეების ჯამიც არის 180, რადგან ისინიც 180 გრადუსამდე შემავსებელი კუთხეებია და გაშლილ კუთხეს ქმნიან.
მწვანე კუთხე=18059=121
კუთხის ზომა x=121.

პრაქტიკა

ამოცანა 2A
რა არის x კუთხის ზომა?
  • თქვენი პასუხი უნდა იყოს
  • მთელი რიცხვი, როგორიცაა 6
  • გამარტივებული წესიერი წილადი, მაგალითად 3/5
  • გამარტივებული არაწესიერი წილადი, მაგალითად 7/4
  • შერეული რიცხვი, როგორიცაა 1 3/4
  • ზუსტი ათწილადი, მაგალითად 0.75
  • pi-ს ჯერადი, როგორიცაა 12 pi ან 2/3 pi

გინდათ, მეტი ასეთი ამოცანა სცადოთ? ნახეთ ეს სავარჯიშო.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.