If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: გეომეტრიის საფუძვლები > თემა 2

გაკვეთილი 5: ვერტიკალური დამატებითი და 180 გრადუსამდე შემავსებელი კუთხეები

90 და 180 გრადუსამდე შემავსებელი კუთხეების მიმოხილვა

მიმოვიხილოთ 90 და 180 გრადუსამდე შემავსებელი კუთხეების საფუძვლები და ვივარჯიშოთ ამოცანების ამოხსნაში.

90 გრადუსამდე შემავსებელი კუთხეები

90 გრადუსამდე შემავსებელი კუთხეები ორი ისეთი კუთხეა, რომელთა ჯამიც 90-ია. როგორც წესი, ისინი მართ კუთხეს ქმნიან.

180 გრადუსამდე შემავსებელი კუთხეები

180 გრადუსამდე შემავსებელი კუთხეები ისეთი ორი კუთხეა, რომელთა ჯამიც 180-ია. ხშირ შემთხვევაში, ისინი გაშლილ კუთხეს ქმნიან.
გინდათ, მეტი გაიგოთ 90 და 180 გრადუსამდე შემავსებელ კუთხეებზე? ნახეთ ეს ვიდეო.

პრაქტიკა 1: იპოვეთ 90 და 180 გრადუსამდე შემავსებელი კუთხეები

ამოცანა 1A
როგორი კუთხეებია AXY და YXB?
ყველაფერი, რაც სწორი ჩანს, სწორია.
აირჩიეთ 1 პასუხი:

გინდათ, მეტი ასეთი ამოცანა სცადოთ? ნახეთ ეს სავარჯიშო.

პრაქტიკა 2: იპოვეთ გამოტოვებული კუთხის გრადუსული ზომა

ამოცანა 2A
თუ AOC მართი კუთხეა და mAOB=79, რას უდრის mBOC?
მინიშნება: კუთხეები, შეიძლება, დიდი/მცირე მასშტაბით იყოს დახაზული.
  • თქვენი პასუხი უნდა იყოს
  • მთელი რიცხვი, როგორიცაა 6
  • გამარტივებული წესიერი წილადი, მაგალითად 3/5
  • გამარტივებული არაწესიერი წილადი, მაგალითად 7/4
  • შერეული რიცხვი, როგორიცაა 1 3/4
  • ზუსტი ათწილადი, მაგალითად 0.75
  • pi-ს ჯერადი, როგორიცაა 12 pi ან 2/3 pi

გინდათ, მეტი ასეთი ამოცანა სცადოთ? ნახეთ ეს სავარჯიშო.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.