If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კუთხეების გაზომვა გრადუსებში

ისწავლეთ კუთხის გაზომვა ტრანსპორტირის გამოყენებით.   შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

უკვე ვიცით, თუ რა არის კუთხე, ახლა დავფიქრდეთ, თუ როგორ შეიძლება მათი გაზომვა უკვე ვთქვით, რომ ეს კუთხე XYZ უფრო ღიად გამოიყურება, ვიდრე კუთხე BAC ამიტომ შეიძლება XYZ კუთხის ზომა უფრო დიდი უნდა იყოს, ვიდრე BAC-ის ეს სწორი მიდგომაა, ამ ვიდეოში კი გიჩვენებ კუთხეების გაზომვის ზუსტ ხერხს აქ დავხაზე ნახევარწრე, რომელიც ერთ გავრცელებულ სახაზავსაც ჰგავს აქ არის აღებული ნახევარწრე და ეს ნახევარწრე არის 180 ტოლ ნაწილად დაყოფილი თითოეული აღნიშნული რიცხვი 10 ასეთ ნაწილს გამოსახავს კუთხე რომ გაზომო, კუთხის ცენტრი უნდა მოათავსო ნახევარწრის ცენტრში შემდეგ კი კუთხის ერთ-ერთი გვერდი ამ ნულის გასწვრივ უნდა მოათავსო იმ კუთხეს გადმოვხაზავ z მოთავსდება აქ, ნულის გასწვრივ კუთხის მეორე გვერდი კი მოთავსდება სადღაც დაახლოებით აქ ეს გვერდი მიმართულია ნახევარწრის-- დააახლოებით 77-ე ნაწილისკენ ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ XYZ კუთხის ზომა არის-- კუთხე XYZ უდრის 77-ს თითეულ ამ ნაწილს ვეძახით გრადუსებს ამიტომ კუთხე XYZ უდრის 77 გრადუსს გრადუსი ასე აღინიშნება, ტემპერატურასავით თითოეული ეს ნაწილი არის ერთი გრადუსი კუთხე გრადუსებში იზომება თუმცა გრადუსი არ არის ერთადერთი საზომი ტრიგონომეტრიაში ისწავლი, რომ კუთხეების გაზომვა რადიანებშიც შეიძლება ახლა გავზომოთ მეორე კუთხეც, კუთხე BAC A-ს მოვათავსებ ცენტრში, AC გვერდს კი - ნახევარწრის ნული გრადუსის გასწვრივ AB კი იქნება აქ, როგორც ჩანს ის მიმართულია 30 გრადუსისკენ ანუ BAC კუთხე უდრის 30 გრადუსს ერთი შეხედვით აშკარად ჩანს, რომ 77 გრადუსი მეტია 30 გრადუსზე ამიტომ ის უფრო დიდი კუთხე იქნება, რაც მართალია, ის უფრო ღიაა, ფართოა ზოგადად, არსებობს რამდენიმე საინტერესო კუთხე ნულგრადუსიანი კუთხე იქნება ასეთი, ფაქტიურად წრფე რაც უფრო ფართო გახდება კუთხე, დადგება მომენტი, როცა ერთი სხივი აბსოლუტურად ვერტიკალურად იდგება, მეორე კი - აბსოლუტურად ჰორიზონტალურად იწვება ეს კუთხე იქნება ასეთი, სადაც ერთი სხივი პირდაპირ მაღლაა მიმართული ასე ხოლო მეორე წრფე პირდაპირ მარცხნიდან მარჯვნივ მიდის ან შეგიძლია წარმოიდგინო ასეთ კუთხე სადაც არცერთი სხივი არაა მიმართული პირდაპირ ქვემოდან ზემოთ ან მარცხნიდან მარჯვნივ, არამედ თუ შემოატრიალებ, ზუსტად ასეთი გამოვა სადაც ერთ სხივი პირდაპირ მაღლაა მიმართული მეორე კი პირდაპირ მარცხნიდან მარჯვნივ საზომიდან ჩანს, რომ ასეთი კუთხე არის 90-გრადუსიანი ეს არის ძალიან საინტერესო კუთხე, რომელიც ბევრგან გვხვდება ასეთ კუთხეს ცალკე მართ კუთხესაც ეძახიან ამიტომ, ამას ქვია მართი კუთხე იმის საჩვენებლად, რომ ეს კუთხე მართია, ასეთ კვადრატს ახატავენ ხოლმე კუთხეს რაც უფრო მეტად გააფართოებ კუთხეს, ბოლოს მიიღებ აი ასეთ კუთხეს ამ კუთხეში ორივე შემადგენელი სხივი ერთ წრფეს შექმნიან ეს იყოს წერტილი x, ეს წერტილი y, ეს კი წერტილი z ეს იქნება კუთხე zxy, თუმცა ის იმდენად ღიაა რომ ერთ წრფეს ქმნის ეს არის 180-გრადუსიანი კუთხე zxy კუთხის ზომა არის 180 გრადუსი ასევე შეგიძლია მთლიანად შემოუარო, მიაღწიო 360 გრადუსს და გააგრძელო წრის ირგვლივ სიარული ამაზე მეტს ტრიგონომეტრიაში ისწავლი კიდევ მსურს ორი რაღაც გასწავლო ამ ვიდეოში თუ კუთხე არის 90 გრადუსზე ნაკლები-- საწყისი ორივე კუთხე 90-ზე ნაკლები იყო ასეთებს ეწოდებათ მახვილი კუთხეები ეს ორივე მახვილი კუთხეებია, მათი ზომა 90 გრადუსზე ნაკლებია არამახვილი კუთხე კი იქნება 90 გრადუსზე მეტი ზომის მაგალითად, ამ კუთხის ზომა აშკარად 90 გრადუსზე მეტია მისი ზომა იქნება დაახლოებით 128 გრადუსი ასეთს ეწოდება ბლაგვი კუთხე ასე მოიხსენიებენ სხვადასხვანაირ კუთხეებს 90 გრადუსზე ნაკლები თუა, მაშინ კუთხე არის მახვილი 90 გრადუსის ტოლი თუა, მაშინ კუთხე არის მართი ხოლო 90 გრადუსზე მეტი თუა, მაშინ ასეთ კუთხეს ბლაგვი ეწოდება ხოლო 180-გრადუსიანი კუთხე უკვე წრფეს ქმნის