ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:7:37

ვიდეოს აღწერა

როგორც ვიცით, კუთხე მაშინ იქმნება, როდესაც ორი სხივი ერთ საწყის წერტილს იზიარებს მაგალითად, ეს პირველი სხივი და ეს მეორე სხივი ერთად კუთხეს ქმნიან ამ წერტილს კი კუთხის წვერო ეწოდება ასევე ვიცით, რომ ყველა კუთხე არ არის ერთნაირი მაგალითად, შეგვიძლია გვქონდეს კუთხე, რომელიც ასე გამოიყურება ისე გამოდის, თითქოს ეს კუთხე უფრო ღიაა ეს კუთხე კი ნაკლებად ღიაა იმისთვის, რომ ასეთი ფრაზები არ გამოვიყენოთ და უფრო ზუსტები ვიყოთ უნდა გავზომოთ, თუ რამდენად ღიაა კუთხე საჭიროა გვქონდეს კუთხის საზომი არსებობს კუთხეების გაზომვის ორი საშუალება ყველაზე გავრცელებული ერთეულია გრადუსები თუმცა მაღალ კლასებში რადიანებსაც ისწავლით ვისაუბროთ გრადუსებზე გრადუსები გამომდინარეობენ წრეწირიდან დავხატოთ წრეწირი მიღებულია,რომ წრეწირში არის 360 გრადუსი ავხსნათ, თუ ეს წრეწირის ცენტრია და თუ ვაქცევთ ამ სხივს ჩვენი კუთხის ერთ ნაწილად თუ წრეწირს აქედან შემოვუვლით,მივიღებთ 360 გრადუსს ეს მცირე წრე აღნიშნავს გრადუსს ნიშნავს,რომ წრე 360 გრადუსია ალბათ დაინტერესდით, თუ საიდან მივიღეთ ეს რიცხვი, 360 ეს ზუსტად არავინ იცის,თუმცა არსებობს მინიშნებები ისტორიაში და ბუნებაში, თუნდაც იმაშიც თუ როგორ ტრიალებს დედამიწა მზის მიმართ გარშემო ალბათ გახსოვთ, რომ წელში 365 დღეა ნაკიან წელიწადში კი 366 ამიტომ, შესაძლოა, ძველმა ასტრონომებმა დაასკვნეს, რომ ეს რიცხვი ძალიან ახლოს იყო 360 თან ძველ სპარსულ და მაიურ კალენდრებში წელიწადი 360 დღისგან შედგებოდა 360 თან გაცილებით უფრო მოწესრიგებული რიცხვია, ვიდრე 365 უფრო მეტი რამ ეტყობა მას, მარტივად დასანახია ეს არის მხოლოდ პირობითობა, ისტორიამ დაგვიტოვა, რომ წრეში უნდა იყოს 360 გრადუსი ამიტომ, კუთხის გასაზომად, შეგვიძლია გავავლოთ ერთი სხივი წრეწირის აი ამ ნაწილში მეორე სხივი კი აქ ხოლო წრეწირის ის ნაწილი, რომელიც ამ სხივებს შორის მოექცა, მისი ზომა იქნება 360 გრადუსის შესაბამისი ნაწილი მაგალითად,ვთქვათ,რომ წრეწირის ამ ნაწილის სიგძე არის მთელი წრეწირის სიგრძის, გარშემოწერილობის ერთი მეექვსედი თუ ეს ნაწილი წრეწირის სიგრძის ერთი მეექვსედია, მაშინ ეს კუთხე 360 გრადუსის ერთი მეექვსედი იქნება ამ შემთხვევაში,ეს კუთხე 60 გრადუსი იქნება შეგვიძლია მოვიყვანოთ სხვა მაგალითიც ვთქვათ,რომ გვაქვს ასეთი წრე და დავხატავ კუთხეს წრეწირის ცენტრიდან კუთხის წვერო წრეწირის ცენტრი იქნება ერთ სხივს აქ გავავლებ, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს ნული გრადუსია მეორე სხივს კი ზუსტად ზემოთ მივმართავ ამ შემთხვევაში,სხივებს შორის მოქცეული წრეწირის ნაწილი არის წრეწირის სიგრძის, გარშემოწერილობის ერთი მეოთხედი ამიტომ ეს კუთხე იქნება 360 გრადუსის ერთი მეოთხედი 360 გაყოფილი ოთხზე კი იქნება 90 გრადუსი ასეთი კუთხე, სადაც ერთი სხივი ზუსტად ზემოთაა მიმართული მეორე კი მიმართულია ზუსტად მარჯვნივ ან მარცხნივ ასეთ კუთხეს მართი კუთხე ეწოდება, ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ორი სხივი ერთმანეთის მიმართ მართობულია მართი კუთხის აღსანიშნავად ასეთ სიმბოლოს ვიყენებთ ეს ნიშნავს, რომ მოცემული კუთხე 90 გრადუსიანია განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი ვთქვათ,რომ გვაქვს ასეთი კუთხე კუთხის წვერო წრეწირის ცენტრზე იქნება ეს არის კუთხის პირველი სხივი ეს კი იქნება კუთხის მეორე სხივი გთხოვთ, დააპაუზოთ ვიდეო და მოიფიქროთ, რამდენი გრადუსი იქნება ეს კუთხე დავფიქრდეთ, თუ სად კვეთენ სხივები წრეწირს ისინი კვეთენ ამ წერტილებში წრეწირის ის ნაწილი, რომელიც მათ აერთიანებს, არის წრეწირის სიგრძის, ანუ გარშემოწერილობის ნახევარი ამიტომ, ეს კუთხე იქნება 360-ის ზუსტად ნახევარი 360-ის ნახევარი კი არის 185 გრადუსი თუ დააკვირდებით, მოცემული სხივები ქმნიან წრფეს გავიაროთ კიდევ ერთი მაგალითი შევქმნათ კიდევ ერთი წრეწირი დავხაზოთ კიდევ ერთი კუთხე ეს იქნება კუთხის პირველი სხივი, ეს კი მეორე ვხედავთ, რომ შეიქმნა ორი კუთხე ზოგადად, აქ ყველგან ორი კუთხეა შექმნილი ერთი კუთხე იქმნება აქ, რომელიც 90 გრადუსიანი კუთხეა მეორე კუთხე კი იქმნება აქ მოცემულ კუთხეს შეესაბამება წრეწირის ეს ნაწილი გამოვიდა, რომ გავიარეთ წრეწირის სამი მეოთხედი ამიტომ, ეს კუთხე იქნება 360-ის სამი მეოთხედი 360 ის ერთი მეოთხედი არის 90, ამიტომ სამი მეოთხედი იქნება 270 გრადუსი