If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ტოლი წილადები

სალი გვაცნობს ტოლ წილადებს პიცის დახმარებით. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მაქვს მთლიანი პიცა და ვთქვათ, რომ ვაპირებდი მის ორ ტოლ ნაწილად გაჭრას. მოდით გავჭრი ორ ტოლ ნაწილად. ვთქვათ, რომ ამ ორიდან ერთი შევჭამე. ვთქვათ, ეს ყველაფერი ვჭამე. პიცის რა ნაწილი შევჭამე? ავიღე მთლიანი პიცა და დავყავი ის ორ ტოლ ნაწილად, შემდეგ ერთი ნაწილი შევჭამე. ეს ნიშნავს, რომ მე შევჭამე პიცის ნახევარი (1/2) ახლა მოდით წარმოვიდგინოთ, რომ პიცა ორი ტოლი ნაწილის ნაცვლად, ოთხ ტოლ ნაწილად დავჭერი. მოდით ეს ყველაფერი დავხატოთ. შემიძლია ერთხელ ასე გავჭრა და ერთხელ ასე. მივიღებ ოთხ ტოლ ნაწილს. მოდით ვთქვათ, რომ მინდა იმავე რაოდენობის პიცის ჭამა ამ ოთხი ტოლი ნაწილიდან რამდენი უნდა ვჭამო? გირჩევთ შეაჩეროთ ვიდეო და დაფიქრდეთ ამაზე. მე შევჭამ ამ ორ ნაწილს. მე შევჭამ ამ ნაწილს და ამ ნაწილს. გამოვა, რომ ზუსტად იგივე რაოდენობის პიცა შევჭამე წარმოვიდგინოთ, რომ თითოეული ამ ნაწილთაგან გავჭერით ორ ნაწილად. ახლა მომიწევს ვჭამო ოთხიდან ორი ნაჭერი და არა ორი ნაჭრიდან ერთი. მე შევჭამე ორი ნაჭერი ოთხი ნაჭრიდან. მიუხედავად იმისა, რომ აქ განსხვავებულ რიცხვებს ვიყენებ, აქ ვიყენებ ერთს მრიცხველად და ორს მნიშვნელად აქ ვიყენებ ორს მრიცხველად და ოთხს მნიშვნელად ეს ორი წილადი წარმოადგენს ერთსა და იმავე რაოდენობას. მე ვჭამე ერთი და იმავე მოცულობის პიცა თუ მე შევჭამე ორი მეოთხედი პიცა, ანუ ორი ოთხი ტოლი ნაწილიდან გამოდის, რომ შევჭამე იმდენივე, რამდენიცაა ორიდან ერთი ნაჭრის ჭამა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ორი ექვივალენტური წილადებია. მოდით კიდევ ერთი მსგავსი ამოცანა ამოვხსნათ ამჯერად ოთხად გაჭრის ნაცვლად მოდით პიცა რვა ტოლ ნაწილად გავჭრათ. ჯერ გავჭრათ ასე და მივიღებთ ორი ტოლ ნაწილს. ერთხელ ასე გავჭრათ, და მივიღებთ ოთხ ტოლ ნაწილს შემდეგ კი ამ ოთხიდან თითოეული კიდევ ორად გავჭრათ. მინდა, ყველა ნაწილი ტოლი გამოვიდეს დაახლოებით ტოლი ნაწილები გამოგვდის. რამდენი ტოლი ნაწილი გვაქვს ახლა? გვაქვს რვა ტოლი ნაწილი. მოდით ვთქვათ, რომ იმავე ოდენობის პიცის ჭამა მინდა. უნდა ვჭამო ეს ნაწილები. რამდენი ტოლი ნაწილი შევჭამე რვიდან? მე ვჭამე 1, 2, 3, 4 ტოლი ნაწილი რვიდან. ეს წილადი, ოთხი რვიდან ანუ 4/8, 2/4-ის ტოლია, რაც თავისმხრივ 1/2-ს ტოლია შეიძლება აქ კანონზომიერებაც შევამჩნიოთ. პირველი შემთხვევიდან მეორეზე გადასვლისას ორჯერ მეტი ტოლი ნაჭერი მივიღე ორჯერ მეტი ტოლი ნაჭრის ქონისას, ორჯერ მეტი ნაჭერი უნდა ვჭამო. ამის გამო, მრიცხველს ვზრდი ორჯერ ამასთანავე ორჯერ ვზრდი მნიშვნელსაც. თუ გავზრდი მრიცხველსა და მნიშვნელს ერთსა და იმავეჯერ წილადის მნიშვნელობა არ იცვლება. რასაც აქაც ხედავთ. ოთხი ნაჭრისგან რვა ნაჭრის მიღებისთვის, თითოეულს ვჭრი ორ ნაწილად ასე, რომ მაქვს ორჯერ მეტი ნაჭერი. და თუ მინდა იგივე ოდენობის ჭამა, ორჯერ მეტი ნაწილი უნდა ვჭამო. ეს ყველა, 1/2-დან შემიძლია მივიღო 2/4, 4/8 და ა.შ. შემიძლია მივიღო 8/16. შემიძლია მივიღო 16/32. ყველა ჩამოთვლილი ერთმანეთის ექვივალენტური წილადებია.