If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ორი წილადის გამრავლება: წილადის მოდელი

სალი წილადების გასამრავლებლად წილადის მოდელს იყენებს. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

დავფიქრდეთ იმაზე თუ რას ნიშნავს წილადების გამრავლება. ვთქვათ, მინდა ერთი მეორედის ერთ მეოთხედზე გამრავლება. ამის გაკეთების პირველი გზაა, რომ შეგვიძლია ამას შევხედოთ, როგორც ერთი მეოთხედის ნახევარს. რას ვგულისხმობ ამაში? ავიღებ მთელს და დავყოფ მას მეოთხედებად. გავყოფ ოთხ ტოლ ნაწილად. ერთი მეოთხედი ამ ოთხი ტოლი ნაწილიდან ერთია. ჩვენ კი გვჭირდება ამ მეოთხედის ნახევარი. როგორ ავიღოთ ამის ნახევარი? შეგვიძლია ეს ორ ტოლ ნაწილად გავყოთ და ამ ნახევრების ერთი ნაწილი ავიღოთ. გაყაოთ ორ ტოლ ნაწილად და შემდეგ ავიღოთ ერთი მათგანი. მივიღეთ ეს ვარდისფერი ნაწილი, ეს არის მეოთხედის ნახევარი. ეს მთელი ვარდისფერი ნაწილი კი, ერთი მეოთხედია. უნდა ავიღოთ მისი ნახევარი. ეს არის ყვითელი კვადრატი. მთელის რა წილად ნაწილს წარმოადგენს ეს ყვითელი ოთხკუთხედი? ის წარმოადგენს ერთს 1,2,3,4,5,6,7,8 ტოლი ნაწილიდან. ეს წარმოადგენს მთელის ერთ მერვედ ნაწილს. გამოგვივიდა ერთი მეორედი გამრავლებული ერთ მეოთხედზე. ლოგიკურია, რომ ერთი მეოთხედის ერთი მეორედი ნაწილი ერთი მერვედის ტოლია. და ასევე, ისიც გასაგებია, რომ ამ რვას ორის ოთხზე გამრავლებით ვიღებთ. დავიწყეთ ოთხი ტოლი ნაწილით, შემდეგ თითოეული გავყავით ორ ტოლ ნაწილად და ჯამში გამოგვივიდა რვა ტოლი ნაწილი, იმდენი, რამდენადაც დაყავით მთელი ნაწილი. გავაკეთოთ კიდევ ერთი მაგალითი, მაგრამ, ამჯერად, ისეთი წილადები გავამრავლოთ, რომლებსაც არ აქვთ ერთი მრიცხველში. ორი მესამედი გავამრევლოთ ოთხ მეხუთედზე. გირჩევთ შეაჩერით ვიდეო და დამოუკიდებლად გააკეთოთ ეს მაგალითი, ისევე, როგორც ახლახანს გავაკეთეთ. წარმოადგინეთ, მთელის ოთხი მეხუთედი ნაწილი, შემდეგ სცადეთ, წარმოადგინოთ ოთხი მეხუთედის ორი მესამედი ნაწილი. და ნახავთ, მთელის რა წილადი ნაწილი გამოგივათ. შეაჩერეთ ვიდეო და დაფიქრდით ამაზე. გამოვსახოთ ოთხი მეხუთედი. მაქვს ასეთი მთელი, ვცდი მის ხუთ ტოლ ნაწილად გაყოფას. ეს არის ერთი ტოლი ნაწილი, ეს არის 2, 3, 4 და 5 ტოლი ნაწილი. ჩვენ გვჭირდება ოთხი მეხუთედი. ამ ხუთი ტოლი ნაწილიდან გვჭირდება ოთხი ტოლი ნაწილი. ეს იქნება ერთი ტოლი ნაწილი ხუთიდან. 2, 3 და 4. ეს არის ოთხი მეხუთედი. ახლა, შეგვიძლია შევხედოთ ამას - რამდენია ოთხი მეხუთედის ორი მესამედი ნაწილი? როგორ შეგვიძლია ამაზე ვიფიქროთ? შეგვიძლია, ავიღოთ ეს ნაწილი და დავყოთ მესამედებად. ეს არის ერთი მესამედი და ორი მესამედი. ავიღეთ ხუთივე ტოლი ნაწილი და გავყავით ისინი სამ ტოლ ნაწილად. ახლა, რა იქნება ოთხი მეხუთედის ორი მესამედი ნაწილი? ეს იქნება ეს კონკრეტული ნაწილი. ვეცდები უფრო ნათელი გავხადო ეს. ეს არის ოთხი მეხუთედის ერთი მესამედი ნაწილი. ეს იქნება ოთხი მეხუთედის ორი მესამედი ნაწილი. ეს იქნება ოთხი მეხუთედის ორი მესამედი ნაწილი ანუ ოთხ მეხუთეჯერ ორი მესამედი. მთელის რა წილად ნაწილს წარმოადგენს ეს? სულ რამდენი ტოლი ნაწილი გვაქვს ახლა? ჩვენ გვაქვს 1,2,3,4,5, 6,7,8,9,10,11,12,13,14,15. გვაქვს 15 ტოლი ნაწილი. ეს გასაგებიც არის. დავიწყეთ ხუთი ტოლი ნაწილით, შემდეგ მისი თითოეული ნაწილი გავყავით სამ ტოლ ნაწილად. გამოგვივიდა ხუთჯერ სამი ტოლი ნაწილი. რამდენი მათგანია გაფერადებული? ვხედავთ, ეს არის ორჯერ ოთხი. 1,2,3,4,5,6,7,8. მათგან რამდენია ოთხი მეხუთედის ორი მესამედი ნაწილი? რვა ტოლი ნაწილი 15 ტოლი ნაწილიდან. იმედია, ვიზუალურად გასაგებია. აზრობრივადაც გასაგები უნდა იყოს, გვაქვს ორი მესამედი გამრავლებული ოთხ მეხუთედზე. ეს მარტივად საანგარიშოა. უბრალოდ გავამრავლოთ მრიცხველები - ორჯერ ოთხი არის რვა, გავამრავლოთ მნიშვნელებიც - სამჯერ ხუთი არის 15. აზრობრივადაც გასაგებია, რომ ოთხი მეხუთედის ორი მესამედი რვა მეთხუთმეტედია.