ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:5:06

ორი წილადის გამრავლება: შესავალი

ვიდეოს აღწერა

დავფიქრდეთ, რას ნიშნავს 2/3-ის გამრავლება 4/5-ზე. წინა ვიდეოში ვნახეთ, როგორ შეგვიძლია ამის გამოთვლა. ეს იქნება ტოლი-- მრიცხველში, უბრალოდ გადავამრავლებთ მრიცხველებს. ეს იქნება ორჯერ 4. მნიშვნელში, უბრალოდ გავამრავლებთ მნიშვნელებსაც. ეს იქნება სამჯერ 5. გამოდის, რომ მრიცხველი იქნება 8, მნიშვნელი იქნება 15. ეს ყველაზე მარტივი გზაა, რომლითაც შეგვიძლია გავაკეთოთ. რვას და თხუთმეტს არ აქვს საერთო მამრავლი, ერთის გარდა. ეს არის 8/15. როგორ, რატომ არის ეს სწორი? ვიფიქრებთ ორ გზაზე, რომლითაც ვიზუალურად გამოვსახავთ ამას. დავხატოთ 2/3 და ავიღებ მის 4/5 ნაწილს. ეს არის 1/3. ეს იქნება 2/3. დავხატე მესამედები. ორი მესამედი გამოსახავს ორ მათგანს. ერთი გზა, რომ დაფიქრდეთ, არის ის, რომ 2/3-ჯერ 4/5 არის ამ 2/3-ის 4/5 ნაწილი. როგორ ვყოფთ ამ ორ მესამედს მეხუთედებად? თითო ნაწილი გავყოთ ხუთად. 1, 2, 3, 4, 5. შემიძლია, ესეც გავყო ხუთ ნაწილად. 1, 2, 3, 4, 5. ჩვენ გვინდა ავიღოთ ამ ნაწილის 4/5 ნაწილი. რამდენი მეხუთედი გვაქვს? გვაქვს 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10. ფრთხილად უნდა ვიყოთ. ესენი არ არიან მეხუთედები. ესენი სინამდვილეში არიან მეთხუთმეტედები, რადგან ეს არის მთელი. ამიტომ, უნდა გკითხოთ, რამდენი მეთხუთმეტედი გვაქვს? აი. საიდან მოვიტანეთ ეს რიცხვი. ხედავთ, რომ გვაქვს 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15. საიდან მოვიდა ეს? მე მქონდა მესამედები. თითოეული ეს მესამედი დავყავი მეხუთედებად. ამიტომ, ახლა მაქვს ხუთჯერ მეტი ნაწილი. სამჯერ 5 არის 15. ახლა გვინდა ამის 4/5 ნაწილი. ეს არის 10/15. ყურადღება მიაქციეთ, ეს იგივეა, რაც 2/3. 4/5 ნაწილის აღება თუ გვინდა და გვაქვს 10 ნაწილი, 4/5 იქნები მათგან 8 ნაწილი. გამოდის, რომ უნდა ავიღოთ 8 ნაწილი. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8. 15 ტოლი ნაწილიდან ავიღეთ 8 ნაწილი და ეს არის 8/15. მეორე გზით ვიფიქროთ, და დავიწყოთ მეხუთედებით. დავხატავ ერთ მთელს. ეს არის მთელი. გავყოფ ამას ხუთ ტოლ ნაწილად. 1, 2, 3, 4, 5. 4/5 ანუ, გავაფერადებთ 5 ტოლი ნაწილიდან 4 ნაწილს. 3, 4. ახლა ავიღოთ 3/4 ნაწილი. როგორ გავაკეთოთ ეს? 5 ნაწილიდან თითოეული გავყოთ სამ ნაწილად. ისევ გვექნება მეთხუთმეტედები. 1,2,3,4,5, 6, 7, 8, 9, 10, 11,12,13,14,15. გვინდა, რომ ამ ყვითელი ნაწილის 2/3 ნაწილი ავიღოთ. ჩვენ მთელი ნაწილის 2/3-ს არ ავიღებთ. ჩვენ ვიღებთ 4/5-ის 2/3 ნაწილს. რამდენი მეთხუთმეტედი გვაქვს? გვაქვს 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8,9,10,11,12. თუ გაქვს 12 ნაწილი და გინდა მისი 2/3 ნაწილი ავიღოთ, უნდა აიღო 8. უნდა აიღო 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 მეთხუთმეტედებიდან. ნებისმიერი გზით იმავე პასუხს იღებთ. პირველი გზით, იღებთ 2/3-ის 4/5 ნაწილს. მეორე გზით, იღებთ 4/5-ის 2/3 ნაწილს.