ძირითადი მასალა
არითმეტიკა
კურსი: არითმეტიკა > თემა 4
გაკვეთილი 12: მთელი რიცხვებისა და წილადების გამრავლებატოლფასი წილადებისა და მთელი რიცხვების გამრავლება
სალი უკავშირებს შერეულ რიცხვებსა და ამოცანებს მთელი რიცხვების/წილადების გამრავლებაზე. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
მოცემული გვაქვს: ორი გამრავლებული
4/3-ზე უდრის რვაჯერ უცნობს. გირჩევთ შეაჩეროთ ვიდეო და
სცადოთ დამოუკიდებლად ამოხსნა. რა უნდა ჩავწეროთ ცარიელ ადგილას? თუ უკვე სცადეთ დამოუკიდებლად მოდით, დავფიქრდეთ. მოცემული გვაქვს ორი გამრავლებული 4/3-ზე. ეს შეგვიძლია ასე წარმოვიდგინოთ: გადავწეროთ ოთხი მესამედი, ეს იგივეა, რაც ორი გამრავლებული, ნაცვლად 4/3-ის დაწერისა, ოთხჯერ დავწეროთ ერთი მესამედი. გამოდის, რომ თითქოს ორჯერ გავიმეორე
ერთი და იგივე წინადადება. უბრასლოდ 1/3 დავწეროთ ოთხჯერ. 1/3 პლუს 1/3 პლუს 1/3 პლუს 1/3. თუ თითოეულ მათგანს ვუწოდებთ მესამედს, მაშინ უბრალოდ ოთხი მათგანი გვექნება. ეს არის ოთხი მესამედი. ორჯერ 4/3 იგივეა, რაც ორი
გამრავლებული ოთხჯერ ერთ მესამედზე. რას უდრის ეს? მოდით, ამას ამოვჭრი და ჩავსვამ. ეს იქნება ორჯერ ეს. ეს არის მესამედების ერთი ჯგუფი, ანუ ოთხი ცალი 1/3, ან ერთი ჯგუფი ოთხი მესამედისა. აქ გვაქვს მეორე ჯგუფი. მოდით შევკრიბოთ ეს ორი ჯგუფი. ეს არის ორჯერ ოთხი მესამედი. მოდით, დავუმატოთ. რა მივიღეთ? გვაქვს ბევრი მესამედი,
რომლებიც უნდა შევკრიბოთ. მივიღებთ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 მესამედი. რათა ავხსნათ, თუ რა გავაკეთე ახლა, შეგვიძლია ფრჩხილები უგულებელვყოთ
და უბრალოდ შევკრიბოთ მესამედები. ალბათ ახლა უფრო გასაგებია. მოდი გავაკეთებ ამას. ავიღე რვა ცალი მესამედი და შევკრიბე ისინი. ეს იგივეა, რაც 8/3. მოდით, წავშლი ამას და ამას. ეს აშკარად რვაჯერ 1/3-ია. მაქვს 8 ცალი მესამედი. დავუბრუნდეთ პირველ შეკითხვას-
რას უდრის ეს? ორჯერ 4/3 იგივეა, რაც რვაჯერ 1/3. როგორც ვნახეთ, რვა გამრავლებული
1/3-ზე უდრის რვა მესამედს. მოდით, დავწეროთ 8 შეფარდებული 3-ზე. სხვა ფერს გამოვიყენებ. რვა მესამედი.
მივიღეთ 8/3.