მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:4:21

ვიდეოს აღწერა

გაამრავლეთ 1 3/4 7 1/15-ზე. გაამარტივეთ თქვენი პასუხი და დაწერეთ შერეული წილადის სახით. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, დავწეროთ თითოეული ეს რიცხვი არაწესიერი წილადის სახით. ეს ძალიან ძნელია, ყოველ შემთხვევაში, ადვილი არ არის ჩემთვის პირდაპირ გავამრავლო შერეული რიცხვები. ვინმემ შეიძლება, გააკეთოს, მაგრამ უფრო ადვილია, თუ უბრალოდ გადააქცევ მათ არაწესიერ წილადად. ასე რომ, გარდავქმნათ თითოეული მათგანი. მაშ ასე, 1 3/4 ტოლია ----- ეს ისევ მეოთხედი იქნება. ანუ, გამოდის, რომ გექნებათ იგივე მნიშვნელი. მაგრამ არაწესიერი წილადის მრიცხველები იქნება ოთხჯერ ერთი პლუს სამი. ეს ლოგიკურია, იმიტომ, რომ ერთი არის 4/4, ანუ, ერთი არის ოთხჯერ 1/4, ხომ? ერთი იგივეა, რაც 4/4. და გაქვს კიდევ სამი მეოთხედი. ამგვარად, 4/4-ს პლუს 3/4 იქნება 7/4. ანუ, ეს იგივეა, რაც 1 3/4. ახლა გავაკეთოთ 7 1/5. ზუსტად იგივე პროცესია. ისევ მეხუთედს ავიღებთ და ეს იქნება მნიშვნელი. იღებთ ხუთჯერ შვიდს. დაფიქრდით რატომაც. შვიდი არის იგივე, რაც 35/5. ამგვარად, იღებ ხუთჯერ შვიდს, პლუს ეს მრიცხველი. მაშ ასე, შვიდი არის 35/5. გაქვთ კიდევ ერთი მეხუთედი. ასე რომ, გექნებათ 35-ს პლუს 1, რაც უდრის 36/5-ს. ანუ, ეს შედეგი ზუსტად იგივე იქნებოდა, რომ აგვეღო 7/4 ჯერ 36/5-ის შედეგი. ახლა შეგვიძლია გავამრავლოთ. ავიღოთ შვიდჯერ ოცდათექვსმეტი, როგორც, ჩვენი ახალი მრიცხველი, ხოლო ოთხჯერ ხუთი, როგორც ჩვენი ახალი მნიშვნელი. მაგრამ ეს დიდ რიცხვებს მოგვცემს. თავში ვერ გავამრავლებ შვიდჯერ ოცდათექვსმეტს, ან ადვილად ვერ გავაკეთებ. მოდით, ვნახოთ, ჯერ თუ შეგვიძლია მისი გამარტივება. ორივეს, ჩვენს მრიცხველსაც და მნიშვნელსაც აქვთ რიცხვები, რომლებიც იყოფა ოთხზე. ასე რომ, გავყოთ ორივე, მრიცხველიც და მნიშვნელიც, ოთხზე. მრიცხველში შეგვიძლია, გავყოთ ოცდათექვსმეტი ოთხზე და მივიღოთ ცხრა. როდესაც რაღაცას ყოფ ოთხზე მრიცხველში, მნიშვნელშიც რაღაცა უნდა გაიყოს ოთხზე. ხოლო ოთხი აშკარად იყოფა ერთზე და არის ერთი. ასე რომ, ეს გახდება შვიდჯერ ცხრა. და რა იქნება შვიდჯერ ცხრა? ეს იქნება სამოცდასამი, დაბლა ერთჯერ ხუთი. ამგვარად, გვაქვს ჩვენი პასუხი, არაწესიერი წილადის სახით. მაგრამ გვთხოვენ შერეულ რიცხვს ან შერეულ წილადს. ასე რომ, რა არის 63/5? ეს რომ გავარკვიოთ---- მოდით, ავიღოთ ლამაზი ფერი. ვათავსებთ ხუთს სამოცდასამში. ხუთი თავსდება ექვსში ერთხელ. ერთჯერ ხუთი არის ხუთი. ვაკლებთ. ექვსს გამოვაკლოთ ხუთი არის ერთი. ჩამოვიტანოთ სამი. ხუთი თავსდება ცამეტში ორჯერ. შეგეძლოთ, მაშინვე გეთქვათ, რომ ხუთი თავსდება სამოცდასამში თორმეტჯერ. მაგრამ ამ გზით, ყოველშემთხვევაში ჩემთვის, ცოტა კიდევ უფრო ნათელია. შემდეგ ორჯერ ხუთი არის თორმეტი. მაპატიეთ! ორჯერ ხუთი არის ათი. ეს გვეუბნება, რომ არ უნდა შევცვლოთ ხელსაწყო შუა მათემათიკური პრობლემისას. ორჯერ ხუთი არის ათი. როდესაც გამოვაკლებთ, გვრჩება ნაშთი სამი. ანუ, 63/5 იგივეა, რაც თორმეტი მთელი და კიდევ სამი. ან 3/5. თუ გინდათ, დაბრუნდეთ აქედან იქ, უბრალოდ დაფიქრდით; თორმეტი იგივეა, რაც სამოცი მეხუთედი. ამგვარად, 60/5-ს პლუს 3/5 არის 63/5. ანუ, ეს ორი რაღაც არის ერთი და იგივე. ეს ორი რამ არის ეკვივალენტური. ეს არის არაწესიერი წილადი. ესაა შერეული რიცხვი ან შერეული წილადი. ხოლო ეს არის ჩვენი პასუხი: 12 3/5.