If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ამოცანები წილადების გამრავლებაზე: ველოსიპედი

სალი ხსნის ამოცანას წილადისა და შერეული რიცხვის გამრავლებით. შემქმნელია სალ ხანი.

ვიდეოს აღწერა

ატარებ ველოსიპედს 1/5 კმ/წუთში სიჩქარით. თუ მეგობრის სახლამდე მისასვლელად 3 მთელი 1/3 წუთი გჭირდება, მაშინ რამდენი კილომეტრია მეგობრის სახლამდე? აი, ველოსიპედიანების სურათები. აშკარაა რომ სამსახურისკენ არ მიდიან, ზოგი სულაც არ ატარებს. დავუბრუნდეთ შეკითხვას. ატარებ ველოსიპედს 1/5 კმ/წუთში სიჩქარით. მისასვლელად 3 მთელი 1/3 წუთი გჭირდება-- გამრავლებული 3 მთელ 1/3-ზე. დავადგინოთ, როგორ გავამრავლოთ 1/5 3 მთელ 1/3-ზე. რამდენიმე გზა არსებობს. შეგიძლიათ, 3 მთელი 1/3 აღიქვათ, როგორც1/5 გამრავლებული 3-ს დამატებული 1/3-ზე. ეს არის ზუსტად სამი მთელი 1/3. და შემდეგ დაცალკევება. ეს იქნება1/5 სამჯერ-- ფერებს იგივეს დავტოვებ-- დამატებული 1/5-ჯერ 1/3. ეს იქნება ტოლი-- გადავწეროთ 1/5-ჯერ სამი როგორც 1/5-ჯერ 3/1. ეს არის სამი წილადის სახით ჩაწერილი. და დამატებული 1/5-ჯერ 1/3. მოვიფიქროთ, რა რას გამოსახავს. აქ მრიცხველებიც და მნიშვნელების გაამრავლეთ. ეს იქნება ერთჯერ სამი შეფარდებული ხუთჯერ ერთთან. და აი, ეს იქნება-- დაიმახსოვრეთ თანმიმდევრობა გამოთვლების. პირველ რიგში უნდა გავამრავლოთ. ერთჯერ ერთი შეფარდებული ხუთჯერ სამთან. ეს იქნება 3/5-ს დამატებული 1/15. ახლა სხვადასხვა მნიშვნელები გვაქვს. საბედნიეროდ, 3/5-ის მრიცხველის და მნიშვნელის სამზე გამრავლებით მივიღებთ მნიშვნელში 15-ს. და იქნება 9/15-ს დამატებული 1/15, რაც 10/15-ის ტოლია. თუ გავყოფთ მრიცხველს და მნიშვნელს ორივეს ხუთზე მივიღებთ 2/3-ს. ესე იგი, მეგობარი ცხოვრობს 2/3 კილომეტრით შორს შენისახლიდან. საინტერესოა. მაგრამ ეს გრძელი გზა იყო. მოდით, უფრო მარტივი გზით გავაკეთოთ. ესე იგი, ეს იგივეა, რაც 1/5 გამრავლებული-- დავწერ სამ მთელ 1/3-ს შერეულ რიცხვად. 1/5 გარავლებული სამ მთელ 1/3-ზე ანუ, 9/3-ზე-- უკაცრავად, გადავწერ სამ მთელ 1/3-ს არაწესიერ წილადად, რაც იგივე 9/3-ია-- ეს არის სამი-- დამატებულლი 1/3, რაც იგივე 1/5-- ფერები თავისით იცვლება-- და ეს იგივეა, რაც-- ისევ იგივე ფერი მაქვს-- რაც1/5-ჯერ 9/3 დამატებული 1/3 ანუ, 10/3-ის. ახლა შეგვიძლია მრიცხველების და მნიშვნელების გამრავლება-- ან გავამრავლოთ მრიცხველები. ერთჯერ 10-- ვცდილობ, ფერები არ აირიოს. შეფარდებული ხუთჯერ სამი, და ეს ტოლია, რაც წეღან მივიღეთ. ერთჯერ 10 არის 10. ხუთჯერ სამი 15. 10/15 და უკვე ვთქვით რომ ეს 2/3-ია. ესე იგი, მეგობარი შენი სახლიდან 2/3 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობს.