იტვირთება

არაწესიერი წილადების შერეული რიცხვების სახით ჩაწერა

ვიდეოს აღწერა

7/4 ჩაწერეთ შერეული რიცხვის სახით. ახლა, ეს არის არაწესიერი წილადი. 7 მეტია ოთხზე. ჩავწეროთ ის, როგორც შერეული რიცხვი. თავიდან გაჩვენებთ ამის გაკეთების საკმაოდ მარტივ გზას და შემდეგ დავფიქრდეთ, რას ნიშნავს ის სინამდვილეში. იმისათვის, რომ გავარკვიოთ, რა შერეულ რიცხვს გამოსახავს 7/4, -- განსხვავებული ფერით დავწერ -- ყველაზე მარტივი იქნება ოთხის გაყოფა შვიდზე. მოკლედ, 4 გაყავით შვიდზე. მეოთხედებთან თუ გაქვთ საქმე, 4 მოთავსდება შვიდში ზუსტად ერთხელ. -- ამას სხვა ფერით გავაკეთებ -- ზუსტად ერთხელ. ერთჯერ 4 არის 4. რამდენია ნაშთი? შვიდს გამოკლებული 4 არის 3. ეს უფრო გასაგებად რომ დავწერო -- მოდით, ჯერ მაგალითს ამოვხსნი და მერე დავფიქრდეთ, რას ნიშნავს ეს -- შვიდში მოთავსდება 4 ერთხელ ანუ, გაქვთ 1 მთელი. გაქვთ 1 მთელი და რას უდრის ნაშთი? ნაშთი არის 3 -- ეს მოდის აქედან. ეს არის შვიდისა და ოთხის განაყოფის ნაშთი. სულ დარჩენილი გვაქვს 3/4. ამ გზით გადავაქციეთ არაწესიერი წილადი შერეულ რიცხვად. შეიძლება, ეს ცოტა ჯადოქრობას გავდეს, რაც ახლა გავაკეთე. 4 გავყავი შვიდზე, რომელშიც ერთხელ მოთავსდება, დამრჩა ნაშთი 3 და მივიღე 1 მთელი და 3/4. რატომ ითვლება ეს სწორად? რატომ აქვს ამას აზრი? დავხაზოთ მეოთხედი. კონკრეტულად, 7 მეოთხედი და იქნებ, უფრო ნათელი გახდეს. დავხაზოთ კვადრატი, როგორც მეოთხედი. ეს არის 1/4. ვნახოთ, რა იქნება 7/4. დავაკოპირებ და ჩავსვამ ამას. ახლა მაქვს ორი ცალი 1/4, ანუ, 2/4. ახლა, მაქვს 3 ერთი მეოთხედი. ახლა მაქვს 4 ერთი მეოთხედი. ეს არის ერთი მთელი. მაქვს 4 ერთი მეოთხედი. ეს არის ერთი მთელი. დავიწყებ მეორე მთელს. ახლა მაქვს 5. ახლა მაქვს 6 ერთი მეოთხედი და ახლა, მაქვს 7 ერთი მეოთხედი. როგორ გამოიყურება ეს? გადავიწერე 7/4 ანუ, 7 ერთი მეოთხედი. -- ეს დავხაზე თქვენთვის -- რას წარმოადგენს ეს? მაქვს 4 მეოთხედი, ეს არის 4/4. ეს არის 3/4. ყურადღება მიაქციეთ, 7/4 არის 4/4 და კიდევ 3/4. რა არის 4/4? 4/4 არის ერთი მთელი. გამოდის, რომ გაქვთ 1 მთელი და კიდევ 3/4. 3/4 არის ნაწილი და 1 არის მთელი. იმედია, ეს გასაგებია და იმედია, მიხვდით, რატომ ვაკავშირებთ მათ. რამდენი მთელი გაქვთ? როცა 7 გაყავით ოთხზე მიიღეთ 1, მაშინ დასვით კითხვა, რამდენი მთელი გვაქვს? მთელი რაოდენობა შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, როგორც მთელი ღვეზელი. რამდენი ნაჭერი გვაქვს კიდევ დარჩენილი? გვაქვს, 3 ნაჭერი და თითოეული არის მეოთხედი. ანუ. დარჩენილი ნაწილია 3/4. გამოდის, რომ გვაქვს 1 მთელი ღვეზელი და კიდევ 3 ნაჭერი თითოეული მათგანი კი არის დარჩენილი მეოთხედი ნაწილი.