If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:3:48

ვიდეოს აღწერა

კვადრატი დაყოფილია 1,2,3,4,5,6,7,8,9 ტოლ ნაწილად. თუ მათგან ერთს გავამუქებთ, მაგალითად, კვადრატის ამ შუა ნაწილს, ეს აროს ერთი ნაწილი ცხრა ტოლი ნაწილიდან. თუ გვკითხავენ, მთელის რა ნაწილია ეს იასამნისფერი კვადრატი ვუპასუხებთ, რომ ეს არის მთელის ერთი მეცხრედი. რა მოხდება თუ გავამუქებთ ერთზე მეტ ნაწილს? მაგალითად, კიდევ ამ სამ ნაწილს. მთელის რა ნაწილი გავამუქეთ? თითოეული გამუქებული კვადრატი ცალკე წარმოადგენს ერთ მეცხრედ ნაწილს. მაგრამ სულ რამდენი მეცხრედი გვაქვს გამუქებული? გვაქვს 1,2,3,4 გამუქებული ნაწილი. ჯამში - ოთხი მეცხრედი. ცხრა ტოლი ნაწილიდან ოთხი არის გამუქებული. გამოდის, რომ მთელი ნაწილის ოთხი მეცხრედი გვაქვს გამუქებული. ახლა უფრო საინტერესოზე გადავიდეთ. გვაქვს ხუთი ტოლი ნაწილი. გავამუქებ ხუთივე მათგანს. 1,2,3,4,5. ჩვენ უკვე ვიცით, რომ თითოეული ნაწილი ერთი მეხუთედი ნაწილია. მაგრამ ახლა რა ნაწილი მაქვს გამუქებული? ხუთი ტოლი ნაწილიდან ხუთივე მაქვს გამუქებული გამოდის, რომ გავამუქე ხუთი მეხუთედი ნაწილი. თუ ხუთივე ნაწილი გავამუქე, გამოდის, რომ მთლიანი ფიგურა გავამუქე. და ეს სწორია. ხუთი მეხუთედი ტოლია ერთი მთელის. ახლა მინდა, შეაჩეროთ ვიდეო და ფურცელზე დაწეროთ ან, უბრალოდ, დაფიქრდეთ, მოცემული ფიგურების რა ნაწილებია გამუქებული. პირველის შემთხვევაში გვაქვს 1,2,3,4,5,6 ტოლი ნაწილი. ვხედავთ, რომ 1,2,3,4 მათგანია გამუქებული. გამოდის, რომ ფიგურის ოთხი მეექვსედია გამუქებული. აქ გვაქვს 1,2,3,4,5 ტოლი ნაწილი. 1,2,3,4 არის გამუქებული. ამ წრის ოთხი მეხუთედია გამუქებული. ეს ფიგურა ორ ტოლ ნაწილად არის გაყოფილი და ორივე მათგანი გამუქებულია. ამ ფიგურის ორი მეორედია გამუქებული, ანუ, მთლიანად გამუქებულია, რაც ნიშნავს მთელ ნაწილს. ამ ფიგურის შემთხვევაში გვაქვს 1,2,3,4 ნაწილი. აქედან 1,2,3 არის გამუქებული და ანუ, წითელი ნაწილი ფიგურის სამი მეოთხედია. მაგრამ, დაიმახსოვრეთ, რომ ნაწილები უნდა იყოს ტოლი. ეს წითელი ნაწილი კი ძალიან დიდია. დარჩენილი სამი ნაწილის ჯამზე დიდიც კია. გამოდის, ოთხი ტოლი ნაწილი არ გვაქვს, ამიტომ, ნახატის მიხედვით ვერ ვიტყვით, რომ ფიგურის სამი მეოთხედია გამუქებული.