იტვირთება
თეგები

ვიდეოს აღწერა

ამ ვიდოში ვილაპარაკებ წილადების შინაარსზე. წილადებს ბევრნაირად შეგვიძლია, შევხედოთ, თუმცა ჯერ ვისაუბროთ საფუძვლებზე. ვთქვათ, მაქვს ეს კვადრატი. ჩავთვალოთ, რომ ეს კვადრატი არის ერთი მთელი, (მოდით, დავწერ) ანუ, ეს არის მთლიანი, სრული კვადრატი. ახლა მას გავყოფ ოთხ ტოლ ნაწილად. ჯერ ასე გავჭრი. გავყოფ მას ორ ტოლ ნაწილად. ასე, გავყოფ ოთხ ტოლ ნაწილად... 4 ტოლი ნაწილი. მას შემდეგ, რაც მივიღეთ 4 ტოლი ნაწილი, ამოვიღებ მის ერთ ნაწილს. მოდი, ავირჩევ ამ ნაწილს და გავაფერადებ. გვაინტერესებს, მთლიანის რა ნაწილია - - ნაწილი, რომელიც წითლად გავაფერადე? ეს არის ერთი, ოთხი ნაწილიდან. ერთი, ორი, სამი, ოთხი ტოლი ნაწილიდან გავაფერადე ერთი. ეს არის წილადი, ანუ, მთელის ერთი მეოთხედი ნაწილი. ორნაირად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. შეგიძლიათ, აღვიქვათ, როგორც ერთი ოთხი ტოლი ნაწილიდან, ან, როგორც მთელი გაყოფილი ოთხზე, რაც ამხელა ნაწილს გვაძლევს. გავაკეთოთ კიდევ ერთი. ახლა დავფიქრდეთ, რას წარმოადგენს ერთი მერვედი. ანუ, ერთი მერვედი. ამ შემთხვევაში მთელი ეს მართკუთხედია და სწორედ მას დავყოფთ. შეგვიძლია მთელი დავყოთ რვა ტოლ ნაწილად ... მოდი მართლაც დავყოთ. ასე გავყოფ ორ ტოლ ნიწილად, კარგად გამოიყურება... ახლა თითოეულს ორ-ორ ტოლ ნაწილად გავყოფ და მივიღებ ოთხ ტოლ ნაწილს. თუკი თითოეულს კიდევ ორ ნაწილად გავყოფ, მივიღებ რვა ტოლ ნაწილს. ეს არ არის ზუსტი ნახაზი, რადგან ხელით დავხაზე მაგრამ, იმედია, აზრს გამოიტან. ახლა მაქვს 8 ტოლი ნაწილი და ავირჩევ ზუსტად ერთ მათგანს. რომელიც იქნება ერთი მერვედი. შემიძლია, ნებისმიერი მათგანი ავირჩიო. მოდით, ამას ავირჩევ. არ არის აუცილებელი, პირველი ავირჩიოთ. კიდევ ერთხელ, ეს წითელი კვადრატი არის მთლიანის ერთი მერვედი. გაჩვენებთ კიდევ რამდენიმე მაგალითს, რომლებიც წინასწარ გავაფერადე. ახლა მინდა რომ გააჩეროთ ვიდეო და გაიაზროთ, ან ფურცელზე დაწეროთ: თუკი იასამნისფერი კვადრატი მთელია, მის რა ნაწილს წარმოადგენს წითელი ნაწილი? თუკი ეს ლურჯი წრე მთელია, მის რა ფრაქციას წარმოადგენს წითელი ნაწილი? თუკი ეს ყვითელი სამკუთხედი მთელია, მის რა ფრაქციას წარმოადგენს წითელი ნაწილი? მოდი, ახლა შეაჩერე ვიდეო. ახლა, დავაკვირდეთ თითოეულ მათგანს. ამ მართკუთხედის შემთხვევაში, გვაქვს სამი ტოლი ნაწილი. გავაფერადეთ ერთი მათგანი. ანუ, ეს წითელი მართკუთხედი არის მთელის ერთი მესამედი. შევხედოთ ამ ნამცხვრის მსგავს ფიგურას... აქ გვაქვს 1, 2, 3, 4, 5 ტოლი ნაწილი. 5 ტოლი ნაწილი და გაფერადებულია ერთ-ერთი ამ ხუთთაგანი. ანუ, ნამცხვრის ეს ნაწილი წარმოადგენს მთლიანი ნამცხვრის ერთ მეხუთედს. ეს სამკუთხედი საინტერესოა. ალბათ, შენ იტყოდი: "მოცემული მაქვს ოთხი ნაწილი და ერთი გაფერადებულია, ანუ ის არის ერთი მეოთხედი." მაგრამ დაიმახსოვრე! აუცილებლად ტოლი ნაწილები უნდა იყოს! აშკარად ჩანს, რომ ეს ნაწილი კუთხეში არ არის შუა ნაწილის ტოლი. არც ამ ნაწილის ტოლია. ანუ, არ არის მოცემული 4 ტოლი ნაწილი. ამიტომაც ვერ ვიტყვით, რომ ეს არის სამკუთხედის ერთი მესამედი. სამწუხაროდ, ეს არასწორია.