ძირითადი მასალა
არითმეტიკა
კურსი: არითმეტიკა > თემა 4
გაკვეთილი 6: წილადების დაშლაშერეული რიცხვის დაშლა
სალი 2 1/4-ის დასაშლელად წილადის მოდელებს იყენებს. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
ვიფიქროთ განსხვავებულ გზებზე, როგორ
გამოვსახოთ არაწესიერი რწილადი. ვთქვათ, ჩვენი
არაწესიერი წილადია 2 მთელი 1/8. უფრო საინტერესო რომ იყოს ავიღებ 2 მთელ ერთ მეოთხედს. ვიფიქროთ
რიცხვის მთელ ნაწილზე, ორიანზე. 2 არის ორი მთელი. შეგიძლიათ, აქ დააკვირდეთ. დახატული
გვაქვს მთელი ნაწილები. თითოეული 8 ტოლ ნაწილად
არის გაყოფილი, ანუ, არის 8/8. 2 არის მთელი ეს არე. ეს არის 1 მთელი. ეს არის 2 მთელი. კიდევ მაქვს 1/4. ეს ქვედა მთელი ნაწილი
გაყოფილია 8 ტოლ ნაწილად. თავდაპირველად,
დავყოფ მეოთხედებად. ეს არის 1/4, 2/4 და 3/4. გვინდა, რომ ამ
მეოთხედებიდან ერთ-ერთი გაფერადებული
იყოს ნარინჯისფერად. შეამჩნევდით, მერვედიდან
მხოლოდ 2 ნაწილი გავაფერადე. ეს იმიტომ,
რომ 1/4 და 2/8 ერთი და იგივეა. გამოვსახე
შერეული რიცხვი 2 მთელი და 1/4. ვნახოთ, როგორ დავშლით მას. დავაბრუნოთ ჩვენი ბადე. როგორ
გავაკეთებ ამას სხვაგვარად? ჩამოვწერ ბევრ
წილადს და ვნახავ, რას მივიღებ. პირველი იქნება ერთნახევარი. როგორ გამოვსახო ერთნახევარი? თუ ავიღებ ერთ-ერთ მთელს და გავყოფ მას ორ ტოლ ნაწილად, ნახევარი იქნება ეს ნაწილი. გავაფერადებ ამას. გვაქვს ნახევარი. შევავსებ,
ჯერ ნახევარს, რაც არის იგივე 4/8. ხედავთ, რომ რვა
ნაწილიდან შევავსე ოთხი ნაწილი, რაც
არის ამ მთელის ზუსტად ნახევარი. ახლა, დავუმატოთ 3/8. როგორ გამოიყურება 3/8? თითოეული პატარა
კვადრატი გამოსახავს მერვედს. მათ ისე
გავაფერადებ, როგორც მინდა. ეს არის 1, 2 და 3. გავაფერადოთ დამატებით 8/8. რა არის 8/8? 8/8 არის
ერთი მთელი და მას აქ ჩავსვამ. ეს ჯერ არ შემივსია,
მაგრამ მაინც ამას გავაფერადებ. ეს არის 1/8, 2/8, 3/8, 4/8, 5/8, 6/8, 7/8 და 8/8, ეს არის მთელი. მოკლედ, მაქვს
ერთი მთელი, ანუ, 8/8. ამას შევავსებ,
რადგან მინდა, მივიღო 2 მთელი, ამიტომ, დავუმატებ კიდევ 1/8. ეს იქნება 1/8. დავამატოთ კიდევ 2/8. ეს ყველა
მერვედია, ამიტომ, 2/8 იქნება მერვედი
ნაწილებიდან ორი ნაწილი. ყურადღება
მიაქციეთ, რომ 2/8 იგივეა, რაც 1/4. 1/4-ს თუ
აიღებთ და ორად გაყოფთ, მიიღებთ ორჯერ
მეტ ნაწილს, ანუ, ის გახდება 2/8. ხედავთ, რომ ერთჯერ
2 არის 2, ოთხჯერ 2 არის 8. ამიტომ, 1/4 არის იგივე, რაც 2/8. ხედავთ,
რომ 8/8 იგივეა, რაც ერთი მთელი. შეგიძლიათ, მიიღოთ კიდევ
ერთი მთელი, თუ ერთნახევარს დაუმატებთ 3/8-ს და დაუმატებთ
1/8-ს. მათი ჯამია ერთი მთელი. გასაგები
რომ იყოს, რატომ მუშაობს ეს, ერთ ნახევარი არის იგივე, რაც 4/8 ხედავთ, რომ გავაფერადეთ
4/8, კიდევ გაქვთ 3/8 და გაქვთ 1/8. ყველა მათგანს
თუ შეკრებთ, 4/8 დამატებული 3/8 დამატებული 1/8-ს
მიიღებთ, მეათედების ფარგლებში, 4/8 დამატებული
3/8 დამატებული 1/8 იქნება 8/8. ოთხს დამატებული
3 დამატებული 1 არის 8 ანუ მიიღეთ 8/8, რაც არის ეს მთელი. იმედია, ეს დაგეხმარებათ
ვიზუალურად გაიგოთ რას ვაკეთებთ, როცა
ვაჯამებთ ან ვშლით ამ წილადებს.