ძირითადი მასალა
არითმეტიკა
კურსი: არითმეტიკა > თემა 4
გაკვეთილი 6: წილადების დაშლაწილადის დაშლა ვიზუალურად
სალი 7/9-ის დასაშლელად იყენებს კუბიკებიან დიაგრამას. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
ვიფიქროთ,
ყველა იმ განსხვავებულ გზაზე, რომლითაც
შეგვიძლია, გამოვსახოთ 7/9. ვიზუალურად წარმოვადგინოთ 7/9. მოკლედ, მაქვს 9 ტოლი ნაწილი. 7/9 შეგიძლიათ,
წარმოადგინოთ, როგორც 7 ნაწილი 9 ტოლი ნაწილიდან. -- დასახატად უფრო სქლად ავიღებ
ფერს, რომ მალე გავაფერადო -- დავიწყეთ... 1, 2, 3, 4, 5, 6 და 7. ეს არის
7/9 გამოსახვის ერთი გზა. ეს უკვე
ვიცოდით, არც ისე საინტერესოა. ვნახოთ,
თუ შეგვიძლია გამოვსახოთ 7/9, სხვადასხვა
წილადების ჯამის სახით. წარმოვიდგინოთ,
რომ შეგვიძლია ეს გამოვსახოთ-- გამოვსახოთ ეს, როგორც 2/9. 2/9 დამატებული 3/9. ეს ჯერ კიდევ არ არის 7/9. 2/9-ს დამატებული 3/9 იქნება 5/9. კიდევ 2 გვჭირდება. კიდევ უნდა დავუმატოთ ერთი 2/9. ეს როგორ გამოიყურება? დავხატავ კიდევ ერთ მწკრივს. -- ვეცდები, ამის ქვემოთ დავსვა, რომ ვნახოთ,
როგორ შეესაბამებიან ერთმანეთს -- მოკლედ, გვაქვს 2/9. თითოეული ეს ნაწილი
წარმოადგენს ერთ მეცხრედს. გვაქვს 9 ტოლი ნაწილი. 2/9 იქნება -- ავიღოთ, 1 და 2. კიდევ, დავუმატოთ 3 მეცხრედი. 1, 2, 3. ეს არის 3/9 და კიდევ 2 მეცხრედი, 1 და 2. ყურადღება მიაქციეთ,
როცა შევკრიბე 2/9, 3/9 და 2/9 ეს უდრის 7/9-ს. ჩვენ ვიცით,
როცა ვკრებთ ბევრ ასეთ წილადს, რომლებსაც
აქვთ ერთნაირი მნიშვნელი, შეგვიძლია, უბრალოდ
შევკრიბოთ მრიცხველები. ამიტომ, 2/9-ს დამატებული
3/9, დამატებული 2/9 უდრის 7/9-ს. გავაკეთოთ ეს კიდევ ერთხელ. საკმაოდ სახალისოა. ისევ დავხატავ ბადეს და
ვნახოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. -- ავირჩევ სახატავ
ფუნჯს და შევამოწმებ, რომ სქელია- დავუმატოთ ამას
კიდევ რამოდენიმე მეცხრედი. დავუმატოთ ჯერ მეცხრედი. -- ყველა მეცხრედს
ცისფერი ფერით დავწერ. -- დავამატოთ მეორე მეცხრედი. შემდეგ, დავამატოთ
-- არ ვიცი, შეგვიძლია დავამატოთ -- შეგვიძლია
დავამატოთ მესამე მეცხრედი. ვეცდები,
შევკრიბო ეს ოთხი წილადი. დავუმატოთ, ჯერ
1/9 და ვნახოთ, სად მიგვიყვანს ეს. ეს არის 1/9. ამას დავუმატეთ 2/9. ეს არის 1 და 2 ანუ 2/9. ეს ჯერ
არ გვაძლევს პასუხს, ეს არის 3/9. ერთს
დამატებული 2 არის 3 ანუ 3/9. ახლა დავუმატოთ 4/9. ვნახოთ ეს სად მიგვიყვანს. მოკლედ, 4/9. ეს არის 1, 2, 3, 4. ჩანს, რომ ყველა გავაფერადეთ. რადგან, ერთს დამატებული 2,
დამატებული 4 იქნება 7 ანუ 7/9. აქ რისი ჩასმა შეგვიძლია?
ნული მეცხრედის? რატომაც არა? შეგვიძლია.
ამას ვუწოდოთ ნული მეცხრედი. ვიზუალურად
როგორ გამოვსახავთ ამას? აქედან ვერც ერთს გავაფერადებთ. ვერც ერთ მეცხრედს გავაფერადებთ. ეს არის 1/9-ს დამატებული 2/9,
დამატებული 4/9 ტოლია 7/9-ის. ეს არის ყველა სხვადასხვა გზა, ერთი და იგივე
წილადის დასაშლელად.