If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

არითმეტიკა

კურსი: არითმეტიკა > თემა 4

გაკვეთილი 4: წილადების შედარება

ერთნაირ მრიცხველიანი და მნიშვნელიანი წილადების შედარება

შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოდით, შევადაროთ 4/7 და 5/7 წილადები. ახლა მინდა, შეაჩეროთ ვიდეო და დაფიქრდით ამ წილადებიდან, რომელი წარმოადგენს უფრო დიდ რიცხვს. ჩავთვლი, რომ ეს ნასწავლი გაქვთ, და ერთადერთი, რაც თავში მოგივათ, არის, რომ მათ აქვთ იგივე ქვედა რიცხვები, რომელსაც მნიშვნელს უწოდებთ. მათ, ორივეს აქვთ მნიშვნელი შვიდი. ამის ამოხსნის ერთადერთი გზა არის, რომ ის არის ზუსტად 4/7. ხოლო, ეს კი ზუსტად 5/7. ანუ, შეგვიძლია დავწეროთ 4/7, როგორც ზუსტად ოთხჯერ 1/7. ხოლო 5/7 შეგვიძლია, დავწეროთ, როგორც ხუთჯერ 1/7. ესაა 5/7. ასე რომ, თუ მაქვს ოთხის რაღაც და ხუთის რაღაც, რომელი იქნება უფრო დიდი? ნამდვილად ამ 1/7-ის ხუთი იქნება უფრო მეტი. 4/7 ნაკლებია. 5/7 უფრო მეტია. ამგვარად, რაც შეიძლება გავაკეთოთ, არის ის რომ დავწეროთ ნაკლებობის ნიშანი. როგორც ვიმახსოვრებ ნაკლებობას ან მეტობას არის ეს წვერი. ამ სიმბოლოს პატარა მხარე მიმართლია ნაკლები რიცხვის მხარეს. ანუ, ეს შეგვიძლია წავიკითხოთ, როგორც 4/7 ნაკლებია 5/7-ზე. ან ოთხჯერ 1/7 ნაკლებია ხუთჯერ 1/7ზე. ახლა მოდით, გავაკეთოთ სხვა სცენარით. მაგრამ იგივე მნიშვნელის მაგივრად მოდით, გვქონდეს იგივე მრიცხველი. ვთქვათ, გვინდა შევადაროთ 3/4 და 3/9. ამ ორი წილადიდან, რომელია დიდი რიცხვი? კიდევ ერთხელ შეაჩერეთ ვიდეო და შეეცადეთ, თქვენ თვითონ დაფიქრდეთ. როგორც ავღნიშნეთ, აქ იგივე მნიშვნელი არა გვაქვს. სამაგიეროდ, გვაქვს ერთი და იგივე რიცხვი მაღლა. აქ არის იგივე რიცხვი დაბლა. იგივე მნიშვნელი. აქ კი გვაქვს იგივე მრიცხველი. სწორედ აქ გვაქვს სამი. შეგვიძლია, შევხედოთ 3/4-ს, როგორც ზუსტად სამჯერ 1/4. და შეგვიძლია, შევხედოთ 3/9-ს, როგორც ზუსტად სამჯერ 1/9. ამგვარად გვაქვს 3/4 და 3/9. ანუ, გასარკვევი გვაქვს, რომელია მეტი, მეოთხედი თუ მეცხრედი. დაფიქრდით იმაზე, რომ დაგეწყოთ მთელით, ამის მსგავსად. მოდით, მთელს აქვე გავაკეთებ. ანუ, იგივე ზომის მთელი. მეოთხედი ნიშნავს, რომ ავიღოთ მთელი და გავყოთ ის ზუსტად ოთხ ნაწილად. მეცხრედი ნიშნავს, რომ ავიღოთ მთელი და გავყოთ ცხრა ნაწილად. ცხრა თანაბარ ნაწილად. მოდით, გავყოთ ეს ოთხ ტოლ ნაწილად. ვეცდები, დავხატო თანაბარი ნაწილები. ეს ორი თანაბარი ნაწილია, და საკმაოდ გავს ოთხ თანაბარ ნაწილს. ანუ, ეს, აი, აქ არის 1/4. აქ დავხატოთ მეცხრედი. მოდით, ჯერ სამ ტოლ ნაწილად გავყოფ. შემდეგ თითოეული ეს გავყოთ სამ ტოლ ნაწილად. ძალიან ვცდილობ დავხატო ცხრა ტოლი ნაწილი. მთელი გავყო ცხრა ნაწილად. ანუ, როგორც ხედავთ, და თუ უკვე გაიაზრეთ კიდეც, როდესაც რაღაცას ყოფ ოთხ ტოლ ნაწილად, თითოეული ნაწილი იქნება უფრო დიდი ვიდრე თუ მას შენ გაყოფ ცხრა ტოლ ნაწილად. მეცხრედი არის უფრო პატარა, ვიდრე მეოთხედი. მეცხრედი არის უფრო პატარა, ვიდრე 1/4. ამგვარად, 3/9 იქნება ნაკლები 3/4-ზე. კიდევ ერთხელ, როდესაც გინდათ აღნიშნოთ მეტობა ან ნაკლებობა, წვერი, სიმბოლოს პატარა მხარე უნდა დაწეროთ იქ, სადაც არის ნაკლები რიცხვი. ანუ, ეს ასე იქნება. ეს მეტობის ნიშანია, რადგან მარცხნივ რაც გაქვთ, დიდი რიცხვია. 3/4 მეტია ვიდრე 3/9. თუ არ გვინდა 1/4-ის და 1/9-ის წარმოდგენა, უბრალოდ გავაფერადოთ. სამჯერ 1/4, ეს არის ერთი, ორი, სამი. სამჯერ 1/9 ან 3/9 არის ერთი, ორი, სამი. როდესაც ასე უყურებ, უფრო გასაგები ჩანს. თუმცა მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ როდესაც მნიშვნელი უფრო მეტია, მთელს ყოფ უფრო მეტ ნაწილად და თითოეული ნაწილი იქნება უფრო პატარა. ანუ, მნიშვნელის გაზრდა იწვევს წილადის დაპატარავებას. ხოლო მრიცხველის გაზრდა იწვევს წილადის გაზრდას.